ფაროსი
ფაროსი (არაბ. منارة, ბერძ. Φάρος) — ხმელთაშუა ზღვის მცირე კუნძული ეგვიპტის სანაპიროსთან, ნილოსის შესართავთან, იქ, სადაც მდებარეობს უძველესი ქალაქი ალექსანდრია. ამ კუნძულზე მდებარეობს ალექსანდრიის შუქურა, რომელიც წარმოადგენს ძველი მსოფლიოს ერთ–ერთ ცნობილ საოცრებას.
ალექსანდრიის შუქურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრიის შუქურა აგებულია ძვ. წ. III ს. იმისათვის, რომ გემებს თავისუფლად შესძლებოდათ ალექსანდრიისაკენ მიმავალ პორტამდე უსაფრთხოდ მისვლა. ამ გზაზე მდებარეობდა რიფი, რომელიც ხშირად ხდებოდა გემების დაზიანების მიზეზი. ეს იყო პირველი შუქურა და იარსება თითქმის ათასი წელი. 796 წ. მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა. არაბები ცდილობდნენ აღედგინათ იგი. XIV საუკუნისათვის მისი სიმაღლე შეადგენდა დაახლოებით 30 მ. XIV საუკუნეში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ის მთლიანად განადგურდა. შუქურის ფრაგმენტები გამოყენებული იქნა ციხის მშენებლობისას.
ის წარმოადგენდა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ–ერთს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფაროსის შუქურა დაარქივებული 2013-05-29 საიტზე Wayback Machine.
- ალექსანდრიის შუქურა დაარქივებული 2011-11-10 საიტზე Wayback Machine.