შინაარსზე გადასვლა

ფარნაოზ ერთელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარნაოზ ერთელიშვილი
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1923(1923-02-27)[1]
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 6 ივლისი, 1972(1972-07-06)[1] (49 წლის)
საქმიანობა ენათმეცნიერი[1] , მწერალი[1] და პედაგოგი
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფარნაოზ გიორგის ძე ერთელიშვილი (დ. 27 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 6 ივლისი, 1972, იქვე) — ქართველი ენათმეცნიერი, მწერალი, პედაგოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969).[2]

1950 წელს დაამთავრა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე. იყო ერთ-ერთი ინიციატორი თსუ-ში ტოპონიმიკური ცენტრის — ტოპონიმიკის ლაბორატორიის შექმნისა.

ავტორია მონოგრაფიებისა: „რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში“ (1963), „ზმნის ფუძეთა ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში“ (1970), „სახელურ ფუძეთა ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში“ (1980). მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგია-სინტაქსისა და ლექსიკა-ფრაზეოლოგიის საკვანძო საკითხებზე.

მისი იგავ-არაკების კრებული „ძალა და აღმართი“ ქართული ანდაზების თემაზეა დაწერილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]