ფარი (ბოტანიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარი.

ფარი — აქვს ორი მნიშვნელობა:

  • ფარულთესლოვან მცენარეთა ბოტრიული (განუსაზღვრელი ყვავილედის ერთ-ერთი სახე (ლათ. corymbus), დამოკლებული მტევანი, რომელშიც ყველა ყვავილი ერთ ჰორიზონტალურ სიბრტყეშია განწყობილი. ამასთან ყვავილის ყუნწები მით უფრო გრძელია, რაც უფრო დაბლაა ისინი განლაგებული საყვავილე ღერძზე. ყვავილები იშლება პერიფერიიდან ცენტრისაკენ. ფარი ახასიათებს ჯვაროსანთა ოჯახის ბევრ წარმომადგენელს.
  • მარცვლოვან მცენარეთა ჩანასახის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი (ლათ. scutellum); თესლის გაღივებისას გამოყოფს ფერმენტებს, რომლითაც ენდოსპერმის სამარაგო ნივთიერებები ჩანასახისათვის ადვილად შესათვისებელ მდგომარეობაში გადაჰყავს. ზოგი ფოტანიკოსი ფარს ერთლებნიანებში მეორე ლებნის დერივატად მიიჩნევს, სხვებს იგი ჩანასახის სახეშეცვლილ ღეღძად მიაჩნიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]