ფარი-კენტავრის მკლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირმის ნახტომის სპირალური მკლავების სტრუქტურა.

ფარი-კენტავრის მკლავივარსკვლავებისა და მტვრის გრძელი ხვეული, რომელიც სპირალურად მიემართება გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრიდან გარეთ. 1950-იანი წლებიდან მიიჩნეოდა, რომ ირმის ნახტომს ოთხი ძირითადი სპირალური მკლავი ჰქონდა, თუმცა ნაკლები იყო მტკიცებულებები.[1] 2014 წელს, მასიური ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ეტაპების,[2] ასევე მაზერებისა და ღია ვარსკვლავთგროვების გადანაწილების 12-წლიანი კვლევის შემდეგ,[3] ოთხი სპირალური მკლავის არსებობის დამამტკიცებელ ფაქტებს მიაგნეს.

ფარი-კენტავრის მკლავი მდებარეობს შედარებით მცირე მშვილდოსნის მკლავსა და პერსევსის ძირითად მკლავს შორის. ფარი-კენტავრის ვარსკვლავები ფარის მკლავის ცენტრის სიახლოვეს იწყება და თანდათან გადადის კენტავრის მკლავში.[4]

რეგიონი, სადაც ფარი-კენტავრის მკლავი გალაქტიკის ცენტრს უერთდება, ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონების სიმდიდრით გამოირჩევა. 2006 წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს დიდი ვარსკვლავთგროვა, რომელიც 14 წითელ სუპერგიგანტს შეიცავს; გროვას RSGC1 უწოდეს. 2007 წელს RSGC1-დან რამდენიმე ასეული სინათლის წლის მოშორებით აღმოაჩინეს ვარსკვლავთგროვა RSGC2, რომელიც ახლად ჩამოყალიბებულ დაახლოებით 50 000 ვარსკვლავს შეიცავს. მკვლევართა ვარაუდით, ამ ვარსკვლავების ასაკი 20 მილიონ წელზე ნაკლებია, თავად გროვა კი 26 წითელ სუპერგიგანტს შეიცავს; შედეგად, ვარსკვლავთგროვა ყველაზე დიდია დღემდე ცნობილთა შორის, მსგავსი ვარსკვლავების შემცველობის თვალსაზრისით.[5] რეგიონის სხვა ვარსკვლავთგროვებს შორისაა RSGC3 და ალიკანტე 8.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bash, F. N. (1981). „Does the Galaxy have four spiral arms“. The Astrophysical Journal. 250: 551. Bibcode:1981ApJ...250..551B. doi:10.1086/159401.
  2. Urquhart, J. S.; Figura, C. C.; Moore, T. J. T.; Hoare, M. G.; Lumsden, S. L.; Mottram, J. C.; Thompson, M. A.; Oudmaijer, R. D. (2013). „The RMS survey: Galactic distribution of massive star formation“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 437 (2): 1791. arXiv:1310.4758. Bibcode:2014MNRAS.437.1791U. doi:10.1093/mnras/stt2006.
  3. Bobylev, V. V.; Bajkova, A. T. (2013). „The Milky Way spiral structure parameters from data on masers and selected open clusters“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 437 (2): 1549. arXiv:1310.3974. Bibcode:2014MNRAS.437.1549B. doi:10.1093/mnras/stt1987.
  4. Churchwell, Ed; Babler, Brian L.; Meade, Marlin A. (2009). „The Spitzer/GLIMPSE Surveys: A New View of the Milky Way“ (pdf). Publications of the Astronomical Society of the Pacific. 121 (877): 213–230. Bibcode:2009PASP..121..213C. doi:10.1086/597811.
  5. >Davies, B.; Figer, D. F.; Kudritzki, R. P.; MacKenty, J.; Najarro, F.; Herrero, A. (2007). „A Massive Cluster of Red Supergiants at the Base of the Scutum‐Crux Arm“. The Astrophysical Journal (pdf) |format= საჭიროებს |url=-ს (დახმარება). 671: 781. arXiv:0708.0821. Bibcode:2007ApJ...671..781D. doi:10.1086/522224.
  6. Negueruela, I.; González-Fernández, C.; Marco, A.; Clark, J. S.; Martínez-Núñez, S. (2010). „Another cluster of red supergiants close to RSGC1“. Astronomy and Astrophysics. 513: A74. arXiv:1002.1823. Bibcode:2010A&A...513A..74N. doi:10.1051/0004-6361/200913373.