შინაარსზე გადასვლა

ფარის დაავადება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარის დაავადების მქონე პაციენტის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა. სურათზე ჩანს კალციფიკატები როგორც ბაზალურ განგლიაში, ისე - ქერქში.

ფარის დაავადება (ინგ. Fahr's disease. ასევე ცნობილი, როგორც ფარის სინდრომი ან ტვინის პირველადი ოჯახური კალციფიკაცია) — ნერვული სისტემის გენეტიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება კალციუმის დაგროვებით თავის ტვინის იმ უბნებში, რომლებიც აკონტროლებს მოძრაობას. სიმპტომების გამოვლინება უმეტესად ხდება 30-50 წლის ასაკში, თუმცა, ზოგჯერ ბავშვობაში ან ხანდაზმულ ასაკშიც. კლინიკური გამოვლინებებია არათანაბარი სიარული, დაღლილობა, მეტყველებისა და ყლაპვის პრობლემები, უნებლიე მოძრაობები, კუნთების სპაზმი, ზოგჯერ - გულყრა. კალციფიკატების დაგროვება ყველაზე ხშირია ბაზალურ განგლიასა და ქერქში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]