ფარიკაობა (ხევსურული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხევსურული ფარიკაობახევსურების სამხედრო-ფიზიკური აღზრდის შემადგენელი ნაწილი, ცივი იარაღის ფლობის ერთ-ერთი ფორმა, გორდით ფარიკაობა, ფარის აუცილებელი გამოყენებით.

მისი სპეციალური შესწავლა XX საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. მანამდე, მოგზაურები და ეთნოგრაფები (ა. ზისერმანი, გ. რადე, ვაჟა-ფშაველა, ნ. ხუდადოვი, ნ. ურბნელი (ხიზანიშვილი), რ. ერისთავი, პ. უვაროვი, ვ. გურკო-კრიაჟინი, ვ. შკლოვსკი, ა. ყამარაული, ა. შანიძე, გ. თედორაძე, ს. მაკალათია, ვ. ბარდაველიძე, გ. ჩიტაია, რ. ხარაძე) ხევსურულ ფარიკაობას მხოლოდ ზოგადად აღწერდნენ, მათ მიზანს არ წარმოადგენდა მისი ფორმებისა და ილეთების ტექნიკის შესწავლა.

აღსანიშნავია, რომ ფარიკაობის ჩვეულება და წესები XX საუკუნის 50-იანი წლებისთვის უფრო შემონახული იყო პირაქეთა ხევსურეთში, ვიდრე პირიქითაში, სადაც ეს ჩვეულება თითქმის უკვე მთლიანად დავიწყებას იყო მიცემული.

ფარიკაობის შესწავლა იწყებოდა 6-8 წლის ასაკში, ეტაპობრივად და თანდათან რთულდებოდა 14-15 წლის ასაკამდე, როდესაც უკვე გადადიოდნენ ხის სასწავლო იარაღიდან საომარზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • В. И. Элашвили, Хевсурское фехтование, ГРУЗМЕДГИЗ, Тбилиси, 1956


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.