ფარიდა აბიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარიდა აბიევა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 20 მარტი, 1995(1995-03-20) (29 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
ქვეყანა აზერბაიჯანი

ფარიდა აბიევა (აზერ. Fəridə Abıyeva; დ. 20 მარტი, 1995, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი კარატისტი (გამოდის კუმიტეში). 2017 წელს გამართული ისლამის სოლიდარობის თამაშების გამარჯვებული.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარიდა აბიევა დაიბადა 1995 წლის 20 მარტს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. დამთავრებული აქვს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს მონაწილეობა ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე. ჯგუფში მოახერხა 1 ფრის დაფიქსირება. წააგო 3 შეხვედრა და დაიკავა ბოლო ადგილი . ვერ მოახერხა ნახევარ-ფინალურ ეტაპზე გასვლა. პირველ შეხვედრაში აბიევამ ფრე დააფიქსირა ინგრიდა სუჩანკოვასთან. მეორე შეხვედრაში დამარცხდა ხორვატ ანა ლენარდთან, ანგარიშით 0-6. მესამე შეხვედრაში მინიმალური სხვაობით დამარცხდა მერვე ჩობანთან, ანგარიშით 1-2. [1]2016 წელს აბიევამ აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად მოიგო გუნდური ოქროს მედალი მონპელიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.[2] ფარიდამ მოიგო ოქროს მედალი 2017 წელს ბაქოში გამართული ისლამის IV სოლიდარობის თამაშები. ფინალში დაამარცხა ირანელი კარატისტი როზიტა ალიპური. ანგარიშით 3-0.[3][4] პირველ ევროპულ თამაშებზე მიღწეული შედეგის შემდეგ ვერ მოახერხა მოხვედრილიყო 2019 წელს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე.

2021 წელს მონაწილეობა მიიღო პარიზში, საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე, იმ იმედით რომ მოახერხებდა მოეპოვებინა ოლიმპიური ლიცენზია 2021 წელს გამართული 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის (ტოკიო, იაპონია). მიღებული აქვს საიუბილეო მედალი „აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის 95 წლის იუბილე (1919-2014)“. 2021 წელს მონაწილეობა ხორვატიის ქალაქ პორეცში გამართულ კარატის ევროპის ჩემპიონატზე. დაიკავა მე-7 ადგილი. პირველ ეტაპზე დაამარცხა შვედი ანა-იოანა ნილსონი, ანგარიშით 3-0. შემდეგ ეტაპზე დაამარცხა ესპანელი კრისტინა გარსია-ფერერი, ანგარიშით 5-2. მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ ვერცხლის პრიზიორ უკრაინელ ანიტა სეროგინასთან. [5] აგრეთვე მონაწილეობა 2019 წელს, გვადალხარაში, ესპანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. [6] ფარიდამ დაამარცხა უელსელი კარატისტი ეშლი ჰარისი ანგარიშით 6-1. შემდეგ ეტაპზე დამარცხდა ნიდერლანდელ ლინ სნელთან, ანგარიშით 0-4. 2018 წელს მონაწილეობდა მადრიდში, ესპანეთში კარატის მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველივე შეხვედრაში აბიევა დამარცხდა ირანელ კარატისტ როზიტა ალიპურთან. [7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Women's Kumite -61kg Tournament Summary
  2. 51st EKF Senior Championships - 2016-05-05 - Officiel
  3. Kralove, Karate Spartak Hradec. Farida Abiyeva " Competitors " Catalog – Karate results and charts. ციტირების თარიღი: 19 January 2019
  4. Fəridə Abiyeva Azərbaycana qızıl medal qazandırdı az (May 13, 2017). ციტირების თარიღი: 19 January 2019
  5. Results book – Karate
  6. Resulst 2019
  7. Results book 2018