შინაარსზე გადასვლა

ფართელიანდაგიანი რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ლიანდაგის სიგანეები

ფართელიანდაგიანი რკინიგზასტანდარტულზე (1435 მმ) არანაკლები რკინიგზის ლიანდაგის სიგანე. ინგლისურენოვან სამყაროში ფართე ლიანდაგს ეძახიან სტანდარტულ სიგანეზე უფრო ფართე ლიანდაგის სიგანეს.

ასეთი რკინიგზები მთელ მსოფლიოში ყველაზე უფრო მეტადაა გავრცელებული.

ევროპული (სტანდარტული) სიგანე (1435 მმ)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირობითად ითვლება რკინიგზაში მსოფლიო ლიანდაგის სიგანის სტანდარტად. მთელი მსოფლიო რკინიგზების დაახლოებით 60 % იყენებს ევროპული (სტანდარტული) ლიანდაგის სიგანეს. ზუსტად ლიანდაგის ეს სიგანე მიღებული იქნა პირველი სამგზავრო ლივერპული — მანჩესტერის რკინიგზის ხაზის მშენებლობის დროს ინჟინერ ჯორჯ სტეფენსონის მიერ. ფაქტიურად ლიანდაგის ეს სიგანე იყო ყველაზე უფრო ვიწრო ფართე ლიანდაგის სიგანის ყველა მრავალრიცხოვანი ვარიანტებიდან და არჩეული იყო იმისათვის, რომ რკინიგზების გადაკერვა არ ითხოვდა ხარჯებს ხიდების გადაკეთებაზე, ყრილებზე და ჭრილებზე. 20 წლის შემდეგ (1846 წელს) ეს სიგანე მიღებული იქნა ინგლისის პარლამენტის მიერ სტანდარტის სახით და უნდა გამოყენებულიყო ახალი რკინიგზების მშენებლობის დროს.

არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ლიანდაგის ეს სიგანე დაკავშირებული იყო ძველრომაულ ეტლის ლიანდაგის სიგანესთან.[1]

რუსული სიგანე (1520 მმ და 1524 მმ)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1524 მმ-ანი (5 ფუტი) ლიანდაგის სიგანის რკინიგზები პირველად აშენდა დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში. 1524 მმ-ანი (5 ფუტი) ლიანდაგის სიგანე პირველად გამოყენებული იქნა რუსეთის იმპერიაში ნიკოლაევის რკინიგზის მშენებლობის დროს. შესაძლებელია, ეს დაკავშირებული იყო მასთან, რომ მშენებლობაზე მუშაობდნენ კონსულტანტები აშშ-დან და უპირველეს ყოვლისა ჯორჯ ვაშინგტონ უისტლერი (იმ დროს ლიანდაგის ასეთი სიგანე პოპულარული იყო აშშ-ის სამხრეთ შტატებში). ასევე შესაძლებელია, რომ ამ სიგანის გამოყენება შეთავაზებული იქნა რუსი ინჟინრების პავლე მელნიკოვის და ნაკოლაი კრაფტის მიერ, რომლებიც აშშ-ს ეწვივნენ ნიკოლაევის რკინიგზის მშენებლობის დაწყებამდე. ამას გარდა, ლიანდაგის ეს სიგანე მოსახერხებელი იყო იმით, რომ იგი გამოისახებოდა მრგვალი რიცხვით — 5 ფუტი, რაც 60 დუიმის ტოლია, რომელიც გამოიყენებოდა რუსეთის იმპერიაში მეტრული სისტემის მასობრივ დანერგვამდე. არ არის გამორიცხული, რომ ლიანდაგის სიგანის არჩევამდე მთავარი როლი შეასრულა სამხედრო ასპექტმა — ევროპული სიგანისგან განსხვავებული ლიანდაგის სიგანე რუსეთის ტერიტორიაზე შემოჭრისას ჰიპოტეტურ მოწინააღმდეგეს უძნელებს ჯარის მომარაგებას (ზუსტად ასე იყო პირველი მსოფლიო, ხოლო შემდეგ გერმანია-საბჭოთა კავშირის ომების დროს, როდესაც გერმანულ ჯარებს მოუხდათ განეხორციელებინათ შემადგენლობების გადატვირთვა, ხოლო შემდეგ მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი მოძრავი შემადგენლობებისთვის ლიანდაგის სიგანის შეცვლა). არსებობს ვერსია, რომ ასეთი ლიანდაგის სიგანე არჩეულია პირადად იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მიერ, რომლის სიცოცხლის დროსაც რუსეთში პირველად შენდებოდა რკინიგზები.

თანაც, მეფის რუსეთის პირველ სამ რკინიგზას — ნიკოლაევის, ცარსკოსელსკის და ვარშავა-ვენის — ქონდათ სხვადასხვა ლიანდაგის სიგანე და ნიკოლაევის რკინიგზის მშენებლობის მომენტში რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში ლიანდაგის სიგანის ერთიანი სტანდარტი ჯერ არ არსებობდა. პოლონეთის სამეფოს რკინიგზების ნაწილს ქონდათ ევროპული სიგანე, რაც გამოწვეული იყო იმ აუცილებლობით, რომ უფრო მჭიდრო კავშირი ყოფილიყო გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების რკინიგზებთან, რომლებიც პოლონეთის სამეფოს ესაზღვრებოდნენ დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.

1520 ან 1524 მმ-ანი ლიანდაგის სიგანე — მსოფლიოში მეორე ადგილზეა მთლიანი ჯამური სიგრძით. მოიცავს ევრაზიის მნიშვნელოვან ნაწილს, 1520 მმ-ანი რკინიგზის ქსელი ქმნის ერთიან უწყვეტ სისტემას.

1520-ანი ლიანდაგის სიგანე გამოიყენება ასევე ავღანეთის რკინიგზაშიც, იმ ხაზებზე, რომლებიც მიდიან სადგურ სერჰეტაბადიდან (თურქმენეთი) ტორგუნდამდე (ჰერათის პროვინცია) და გალაბადან (უზბეკეთი) ჰაირატონამდე (ბალხის პროვინცია) და მაზარ-ი-შარიფამდე. მაგრამ 1520 მმ-ანი ლიანდაგის სიგანესთან ერთად ავღანეთის ტერიტორიაზე ასევე დაგებულია 1435 მმ-ანი სიგანის ლიანდაგი ირანიდან და 1676 მმ-ანი სიგანის ორი ლიანდაგი პაკისტანიდან, ასე რომ დღეისათვის შეუძლებელია ითქვას, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რკინიგზის ლიანდაგის სიგანის რაღაც ერთიანი ეროვნული სტანდარტი.

ეს ყველაზე უფრო ფართე ლიანდაგის სიგანეა მსოფლიოში გამოყენებულ საერთო სარგებლობის მაგისტრალურ რკინიგზებში.

1676 მმ-ანი ლიანდაგის სიგანე გამოიყენება ინდოეთის, პაკისტანის, შრი-ლანკის, ბანგლადეშის, არგენტინის და ჩილეს ტერიტორიებზე, თუმცა პირველად ასეთი ლიანდაგის სიგანე გამოიყენეს შოტლანდიაში ორ მცირე სიგრძის რკინიგზაზე Dundee and Arbroath Railway (27 კმ) და Arbroath and Forfar Railway. ნეპალში არსებობს მოკლე სიგრძის სატვირთო ხაზი რაკსაული-სირსიის მონაკვეთზე, ასევე მიმდინარეობს ჯანაკპურ-ჯაინაგარის რკინიგზის რეკონსტრუქცია (ვიწრო სიგანის ლიანდაგიდან), რომელიც ქვეყანას შეაერთებს ინდოეთის რკინიგზასთან. დღეისათვის (XX საუკუნის 90-იანი წლების ბოლო — XXI საუკუნის დასაწყისი) ხდება 1676 მმ-ანი ლიანდაგის სიგანის სტანდარტის ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოება ინდოეთის სუბკონტინენტის ქვეყნებში ბევრი ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზების 1676 მმ-ან ლიანდაგის სიგანეზე უნიფიკაციის ჩარჩოებში რეკონსტრუქციისა და გადაკერვის ხარჯზე. გეგმაშია - რკინიგზის მშენებლობა ინდოეთიდან ბჰუტანში.

1870-იან წლებამდე ინდური სიგანე გამოიყენებოდა აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთის ზოგიერთ მონაკვეთებში (მენის, ნიუ-ჰემფშირის, ვერმონტის, ლუიზიანის, ტეხასის შტატებში), მაგრამ შემდგომში ეს მონაკვეთები გადაიკერა ევროპულ სიგანეზე (1435 მმ). ასეთი სიგანის ლიანდაგები არსებობდა კანადაში — Champlain and St. Lawrence Railroad — პირველი სარკინიგზო ხაზი კანადაში. აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში არსებობს საქალაქო მატარებლების სისტემა BART, ლიანდაგის სიგანით 1676 მმ.

ინდური სიგანე ძალიან ახლოს დგას იბერიულ (ესპანურ) სიგანესთან – 1668 მმ. სხვაობა 8 მმ არ არის დიდი და იბერიული სიგანის მოძრავ შემადგენლობას ექსპლოატაციისათვის თავსებადს ხდის 1676 მმ-ან ლიანდაგის სიგანისთვის ყველანაირი გადაკეთებების გარეშე. გოგორწყვილების (ბორბლების) მცირე გადაკეთება შეიძლება საჭირო გახდეს მხოლოდ ჩქაროსნული მოძრაობის დროს. მაგალითისთვის, არგენტინა და ჩილე იძენენ ნახმარ მოძრავ შემადგენლობებს ესპანეთიდან და პორტუგალიიდან. ესპანური ტალგოს მატარებლები მუშაობენ არგენტინაში და ინდოეთში (ტესტურ რეჟიმში). 1676 მმ-ანი ლიანდაგის სიგანის მოძრავი შემადგენლობის 1668 მმ-იან ლიანდაგის სიგანეზე ვარგისიანობის შესახებ ცნობილი მაგალითები არ არსებობენ. პრაქტიკაში ეს შესაძლებელია, მაგრამ გოგორწყვილების დამუშავების გარეშე შესაძლებელია მათი გაძლიერებული ცვეთა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]