ფარვიზ გულიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარვიზ გულიევი
აზერ. Pərviz Quliyev
მშობლიური სახელი Pərviz Quliyev
დაბადების სახელი ფარვიზ ასადოღლუ გულიევი
დაბადების თარიღი 19 იანვარი, 1942 (1942-01-19) (82 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
საქმიანობა ფოტომხატვარი, ფოტოგრაფი
ჯილდოები მედალი „შრომის ვეტერანი“

ფარვიზ ასადოღლუ გულიევი (აზერ. Pərviz Əsəd oğlu Quliyev; დ. 19 იანვარი, 1942, ბაქო) — საბჭოთა აზერბაიჯანელი ფოტომხატვარი. აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მოღვაწე (2008).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმში“ — თავიდან ფოტოლაბორანტად, შემდეგ მხატვარ ფოტოგრაფად, ხოლო 1967 წლიდან ფოტოსაამქროს უფროსად.

ფოტომხატვრის რანგში ფარვიზ გულიევის პირველი ნამუშევარი გახდა რეჟისორ რასიმ ოჯაგოვის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მიზიდულობის ძალა“.

თავისი ცხოვრების შემდგომი 50 წელი, რომელიც მან აზერბაიჯანის კინემატოგრაფიის განვითარებას მიუძღვნა, სხვადასხვა აზერბაიჯანელი რეჟისორის 40-ზე მეტ ფილმზე მუშაობას მოანდომა.

1980 წელს იგი სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი გახდა.

თავისი ინიციატვით შექმნა ფოტო-არქივი, რომელშიც თავმოყრილია კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმის“ მიერ გადაღებული ყველა ფილმის ფოტოკადრი და ნეგატივი.

ფარვიზ გულიევი დაკავებული იყო აზერბაიჯანის კულტურის დღეების მომზადებით, რომელიც სსრკ-ს სხვადსხვა კუთხეში ტარდებოდა.

მონაწილეობდა კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმის“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ფილმფონდისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ფოიეს გაფორმებაში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფილმფონდში კინოს ცნობილ მოღვაწეთა საიუბილეო ფოტო-სტენდებს აფორმებდა.

გულიევის ფოტონამუშევრები გამოყენებულია მრავალ წიგნში, ჟურნალში, კატალოგსა და პროსპექტებში, კონოენციკლოპედიის სტატიების ილუსტრაციებში, აგრეთვე მისი ნამუშევრები განთავსებულია ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ შექმნილ საიტზე „აზერბაიჯანული კინო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]