ფარეხას გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარეხას გორა — არქეოლოგიური ძეგლი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის მიდამოებში. აქ გაითხარა რამდენიმე ორმო, რომელთაც საკულტო დანიშნულებისად თვლიან. ამ ორმოებში აღმოჩნდა მტკვარ-არაქსული კერამიკა: ქოთნები, ჯამები, სარქველები, ნალისებური ფორმის იტიფალური ზესადგარი და სხვ. ზოგიერთი ჭურჭელი შემკულია ტანს შემოყოლებული დაშტრიხული ტეხილხაზოვანი ლენტებით, სამკუთხედებით, დაშტრიხული ვერტიკალური პარალელური ზოლებით და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20006