შინაარსზე გადასვლა

ფარეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარეში (არაბ. ფარრაშ — მსახური) — შინამოსამსახურე ძველ საქართველოში. სასახლის მოსამსახურე ფარეშები თავიანთ უფროსს, ფარეშუხუცესს ექვემდებარებოდნენ. სასახლეში იყო საფარეშო და ფარეშხანა — მოსამსახურების უწყება და ფარეშების სამყოფი ადგილი. დედოფალს, უფლისწულებს, ფეოდალებს თავ-თავიანთი ფარეშები ჰყავდათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]