ფარეზასძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარეზასძე — XIII საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი. სამცხის მფლობელის, ბექა I მანდატურთუხუცესის ბრძანებით XIII საუკუნის 80-იან წლებში ააგო საფარის წმ. საბას ტაძარი. მისი სახელი მოხსენიებულია ტაძრის დასავლეთ კარიბჭის სარკმლის წარწერაში. საფარაშივეა შემონახული რელიეფი - მამაკაცი გონიოთი და ჩაქუჩით ხელში. წარწერაში მოხსენიებულია ფარეზა. სავარაუდოა, რომ იგი ხუროთმოძღვარ ფარეზასძის მამაა და თავადაც ხუროთმოძღვარი იყო. ფარეზასძის ქმნილება წმ. საბას ტაძარი - ტიპური გარდამავალი ხასიათის ძეგლია. ძვ. ტრადიციებზე აღზრდილი ოსტატი დაკავშირებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნის დამახასიათებელ ფორმებსა და ელემენტებთან, მაგრამ უკვე საგრძნობია ამ ტრადიციებისაგან მოწყვეტის ნიშნებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]