ფარგალი
ფარგალი — იარაღი, რომლითაც გამოხაზავენ წრეწირსა და მის რკალს, ზომავენ მონაკვეთის სიგრძეს და გადაიტანენ ზომას, აგრეთვე ცვლიან (შესაბამისად ადიდებენ ან ამცირებენ) აღებული ზომის მასშტაბს.
ფარგალი შეიძლება იყოს: საჩნევი ანუ დამყოფი (წრფივი ზომის ასაღებად და გადასატანად), სახაზავი ანუ წრიული (300 მმ-მდე დიამეტრის წრეწირს გამოსახაზავად), მვარდნი კარაკინი (2-დან 80 მმ-მდე დიამეტრის წრეწირის გამოსახაზავად), სახაზავი შტანგენფარგალი (300 მმ-ზე მეტი დიამეტრის წრეწირის გამოსახაზავად), პროპორციული (აღებული ზომის მასშტაბის შესაცვლელად), აგრეთვე ელიფსის გამოსახაზავი. ის ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მანძილის აღსანიშნი ინსტრუმენტი, კერძოდ, რუკებზე. ფარგალს იყენებენ მათემატიკაში, ხელოვნებაში, ნავიგაციაში და სხვა მიზნებისთვის.
ფარგალს ჯერ კიდევ ძველად ბაბილონსა და ასურეთში იყენებდნენ. ახ. წ. I საუკუნეში რკინისა და ბრინჯაოს ფარგლებს ხმარობდნენ გალიასა და რომში.
- საჩნევი ანუ დამყოფი ფარგალი
- პროპორციული ფარგალი (მარცხნიდან პირველი)
- სახაზავი ანუ წრიული ფარგალი (300 მმ-მდე დიამეტრის წრეწირს გამოსახაზავად)
- მვარდნი კარაკინი (2-იდან 80 მმ-მდე დიამეტრის წრეწირის გამოსახაზავად)
- სახაზავი შტანგენფარგალი (300 მმ-ზე მეტი დიამეტრის წრეწირის გამოსახაზავად)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 221.