ფარაჯ კარაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარაჯ კარაევი
აზერ. Fərəc Qarayev

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 დეკემბერი 1943
დაბ. ადგილი ბაქო[1]
წარმოშობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი, მუსიკის პედაგოგი
საიტი karaev.net

ფარაჯ კარა-ოღლუ კარაევი (აზერ. Fərəc Qara oğlu Qarayev; დ. 19 დეკემბერი, 1943, ბაქო) — რუს-აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და პედაგოგი, პროფესორი, აზერბაიჯანელი კომპოზიტორის კარა კარაევის შვილი, პ. ი. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი. აზერბაიჯანის სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს წარჩინებით დაამთავრა უზ. გაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია საკუთარი მამის, პროფესორი კარა კარაევის კომპოზიციის კლასით, 1971 მასთანვე — ასპირანტურა. 1966-დან 2003 წლამდე ასწავლიდა კომპოზიციას, ინსტრუმენტულობას და პოლიფონიას აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1991 წლიდან — ბაქოს მუსიკალური აკადემია), 1994 წლიდან — პროფესორი. 1991 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში და მოსკოვში. 1999 წლიდან — პ. ი. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური თეორიის კათედრის პროფესორი, ასწავლის ინსტრუმენტალობის კურსს და (ცალკეულ სასწავლო წლებში) — ინსტრუმენტთმცოდნეობას.[2]

2003 წლიდან — ნ. ჟიგანოვის სახელობის ყაზანის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრის პროფესორი. 1994–1996 წწ. თანამედროვე მუსიკის მოსკოვის ასოციაციის (თმა) ვიცე-პრეზიდენტი. 1995 წლიდან მის მიერ ბაქოში დაარსებული თანამედროვე მუსიკის საზოგადოების პრეზიდენტი Yeni Musiqi. 1980–1994 წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი ВаКаRА-ENSEMBLE (ბაქო). 1991–1992 წწ. — ა. კრუპას კულტურული ფონდის სტიპენდიანტი (ესენი, გერმანია).

აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2018 წლის 27 მაისის განკარგულებით „აზერბაიჯანული კულტურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისათის“ ფარაჯ კარაევს მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]