ფარაონის სიგარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„ფარაონის სიგარები“
„Les Cigares du pharaon“

ფრანგული გამოცემის გარეკანი
გამომცემელი Le Petit Vingtième
გამოცემის თარიღი
  • 1934 (შავ-თეთრი)
  • 1955 (ფერადი)
სერიიდან „ტენტენის თავგადასავლები“
გვერდი 62 (შავ-თეთრი)
127 (ფერადი)
გუნდი
შემქმნელი(ები) ერჟე
პირველი გამოცემა
გამოცემის თარიღები 8 დეკემბერი 1932 –
8 თებერვალი 1934
ენა ფრანგული
მთარგმნელი
გამომცემელი აგორა
თარიღი 2009
მთარგმნელ(ებ)ი გიორგი ეკიზაშვილი
ქრონოლოგია
წინა „ტენტენი ამერიკაში“ (1932)
შემდეგი „ლურჯი ლოტოსი“ (1936)

ფარაონის სიგარები“ (ფრანგ. „Les Cigares du pharaon“) — „ტენტენის თავგადასავლების“ სერიის მეოთხე ტომი. ამ ნაწილში ტენტენი და მისი ძაღლი მილუ მოხვდებიან ეგვიპტეში, სადაც ჟურნალისტი პოულობს ფარაონის სამარხს, რომელშიც აგრეთვე აღმოაჩენს ეგვიპტოლოგები და სიგარების ყუთს. საიდუმლოს ამოხსნა მას მოახვედრებს არაბეთსა და ინდოეთში. ამ ნაწილში პირველად ჩნდება ორი დეტექტივი, დიუპონი და დიუპონი, ისევე, როგორც რასტაპოპულოსი.

„ფარაონის სიგარები“ ქვეყნდებოდა 1932–1934 წლებში, სახელწოდებით „ტენტენი აღმოსავლეთში“ (ფრანგ. Tintin en Orient). 1934 წელს გამოვიდა ცალკე შავ-თეთრი ალბომის სახით. ფერადი ვერსია გამოვიდა 1955 წელს. მისი სიუჟეტი უკავშირდება სერიის შემდეგ ტომს, „ლურჯი ლოტოსი“.

„ფარაონის სიგარები“ გიორგი ეკიზაშვილის თარგმანით ქართულმა გამომცემლობა „აგორამ“ 2009 წელს გამოსცა.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]