ფარანის ლავრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მონასტერი
ფარანის ლავრა
أيل فران
Fara Monastery (of St Hariton).jpg
ქვეყანა პალესტინის დროშა პალესტინა
დაქვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
კოორდინატები 31°50′44″ ჩ. გ. 35°24′42″ ა. გ. / 31.84556° ჩ. გ. 35.41167° ა. გ. / 31.84556; 35.41167
ფარანის ლავრა — პალესტინა
ფარანის ლავრა

ფარანის ლავრა (არაბ. dir pharan) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი მამათა მართლმადიდებლური მონასტერი პალესტინაში, დაფუძნებული ხარიტონ აღმსარებელის მიერ იმ გამოქვაბულში, რომელშიც დატყვევებული იყო ავაზაკთა მიერ. მდებარეობს იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრში ნახალ-პრატის ხეობაში (არაბ. ვადი კელტ) იუდეის უდაბნოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

†330-იან წლებში, ხარიტონ აღმსარებელმა დააარსა მონასტერი, რომელიც სულ მალე მოღვაწე მამებით აივსო. მონასტრის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში წმინდა ხარიტონმა დატოვა იქაურობა და ხეობის სიღრმეში განმარტოვდა სადაც შემდგომში სუკიის ლავრა დაარსდა. მოგვიანებით მას შემდეგ რაც კიდევ სხვა მონასტერი - იერიქონის სავანე დააარსა და დაბრუნდა ფარანის ლავრაში სადაც მალევე აღესრულა.

მონასტერს აღმავლობის პერიოდი VI საუკუნეში მოუწია. IX საუკუნის დასაწყისში მონასტერი ბერებმა დატოვეს და დაცარიელდა.

XIX საუკუნის შუა წლებში, რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა ანტონინ კაპუსტინმა რამდენიმეჯერ სცადა, რათა ლავრა რუსეთის იურისდიქციის ქვეშ გადასულიყო, ეს მხოლოდ 1903 წელს ათონის რუსული ჯვართამაღლების მონასტრის იეროსქიმმონაზონმა პანტელეიმონმა შესძლო. 1997 წლიდან მონასტერში იმყოფება ერთი ბერი რომელმაც აღადგინა 6 წლიანი ომის შედეგად დანგრეული მონასტერი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]