ფარაკანი
ფარაკანი — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, არდაჰანის მხარეში, მდინარე მტკვრის ნაპირას (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ფარაკანის ზუსტი ადგილმდებარეობა არ არის დადგენილი. წყაროების ცნობით ფარაკანი, არტაანისა და კოლის ერისთავის რეზიდენცია იყო.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 221.
- ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგნ. 3. თბ., 1958