ფარაზის პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარაზის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარაზაში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით; შემორჩენილია დაახლოებით ცხრა მეტრის სიმაღლეზე. დასავლეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. დაზიანებულია ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლებიც. კოშკის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი, რომლის თავზე დატანებულია სათოფური.

კოშკი მეორე სართულის დონემდე ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 176-177