ფარაზის კოშკის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფარაზის კოშკის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფარაზის მიდამოებში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.

სოფლიდან დასავლეთით ნახევარი კილომეტრის მოშორებით, ფერდობზე შემორჩენილია კოშკის დასავლეთი კედლის ნაწილი, რომლის სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრს აღწევს. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვის მშრალი წყობით. დასავლეთი კედელი მომრგვალებულია, დანარჩენი კედლები მთლიანად განადგურებულია. ჩამონაშალი ქვები გაზიდულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 177