ფარაზის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფარაზის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ფარაზის მიდამოებში, ფარაზში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში.

ფერდობზე შემორჩენილი ოთხსართულიანი კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით. პირველი სართულის აღმოსავლეთი კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი, კარი ნაოთხალია. დატანებული აქვს საურდულე. მეორე სართულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმლებია მოთავსებული. დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. კოშკი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 178