შინაარსზე გადასვლა

ფარადავლა ახალციხელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარადავლა ახალციხელი – ახალციხელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი XIII საუკუნის I ნახევარში, ძე შალვა ახალციხელისა. საქართველოში მონღოლების შემოჭრის შემდეგ ფარადავლას უწევს ქვეყნის დატოვება და რუმის სულთან ყიასედინთან თავის შეფარება, რომელმაც ის თავის ერთ-ერთ სარდლად დანიშნა. დარდინ შარვაშიძესთან ერთად სარდლობდა სულთნის ჯარს მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში (1244). სულთნის ჯარი დამარცხდა, შარვაშიძე მოკლეს, ხოლო ფარადავლა თვით სულთანმა მოაკვლევინა. მემატიანის სიტყვით, „იყო კაცი მხნე და წყობათა შინა სახელოვანი“.

  • შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966
  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 2, გვ. 100, თბ., 1977