ფანშიპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფანში)
ფანშიპანი
ფანშიპანი
ფანშიპანი
კოორდინატები: 22°18′15″ ჩ. გ. 103°46′37″ ა. გ. / 22.30417° ჩ. გ. 103.77694° ა. გ. / 22.30417; 103.77694
ქვეყანა ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
სიმაღლე 3147.3 
შეფარდებითი სიმაღლე 1613 
ქედი ჰოანგლიენშონი
ფანშიპანი — ვიეტნამი
ფანშიპანი

ფანშიპანი, ფანში (ვიეტ. Phan Xi Păng) — მწვერვალი ჩრდილო-დასავლეთ ვიეტნამში, ჰოანგლიენშონის ქედზე. სიმაღლე 3147.3 მ. ვიეტნამის და საერთოდ, ინდოჩინეთის უმაღლესი წერტილი. ფანშიპანი წარმოიქმნა მეზოზოურში დაახლოებით 250–260 მლნ. წლის წინ. ძირითადად აგებულია კვარციტებით, გრანიტებითა და გნაისებით.[1] დამახასიათებელია ციცაბო, ხეობებით ღრმად დანაწევრებული კალთები და წაწვეტებული თხემი. კალთებზე მარადმწვანე ფოთოლმცვივანი და წიწვოვანი ტყეებია. ჰოანგ-ლიენის ეროვნული პარკის ნაწილია. მწვერვალიდან სამხრეთ-დასავლეთით 9 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი შაპა. განვითარებულია ტურიზმი. აქვეა ფანშიპანის გამადნებული ურანი.[2] ცნობილია „ინდოჩინეთის სახურავის“ სახელწოდებით.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Journal of Geology: Series B. No. 13—14. — Geological Survey of Việt Nam, 1999.
  2. Tran Van Tri. Second Conference on Geology of Indochina: 11–13, November, 1991 Hanoi. Vol. 2. 1991
  3. Sarah Baxter, Victor P. Maiorana. A History of the World in 500 Walks. 2016