ფანიანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფანიანო
ტბა ფანიანო
ტბა ფანიანო
კოორდინატები: 54°32′36″ ს. გ. 67°59′00″ დ. გ. / 54.54333° ს. გ. 67.98333° დ. გ. / -54.54333; -67.98333
მდებარეობა არგენტინის დროშა არგენტინა
ჩილეს დროშა ჩილე
სიმაღლე ზღვის დონიდან 140 
სიგრძე 98 კმ
ფართობი 645 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 449 
ფანიანო — ცეცხლოვანი მიწა
ფანიანო

ფანიანო (ესპ. Lago Fagnano) ან კამი (ესპ. Lago Cami) — ტექტონიკურ-მყინვარული[1] წარმოშობის ტბა ცეცხლოვან მიწაზე, არგენტინისა და ჩილეს საზღვარზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 140 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 645 კმ², მაქსიმალური სიღრმე 449 მ. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 98 კმ-ზე, რომელთაგან 72,5 კმ (606 კმ²) ეკუთვნის არგენტინას, კერძოდ, ცეცხლოვანი მიწის პროვინციას, ხოლო 13,5 კმ (39 კმ²) ჩილეს, კერძოდ, მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიკის რეგიონს. სამხრეთი ნაპირი ჩრდილოეთთან შედარებით ციცაბოა. აქვს ფიორდის ფორმა.[2] ტბიდან გამოედინება მდინარე ასოპარდო. ფანიანოს აღმოსავლეთი მხარის ბოლოს არის ქალაქი ტოლუინი. ტბის არგენტინული მონაკვეთი ცეცხლოვანი მიწის ეროვნული პარკის ნაწილია. სახელი ეწოდა კათოლიკე იტალიელი მისიონერის ხოსე ფანიანოს პატივსაცემად, რომელმაც ტბის ნაპირები 1886 წელს მოინახულა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]