ფამაგუსტის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფამაგუსტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

ფამაგუსტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი — მთავარი შუა საუკუნეების ტაძარი ქალაქ ფამაგუსტაში, კვიპროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე (დე-ფაქტო ჩრდილოეთი კვიპროსი). აგებულია XIV საუკუნეში, რეიმსის საკათედრო ტაძრის მიხედვით, გოტიკურ სტილში. ტურისტულ ბუკლეტებში მოიხსენიება, როგორც „კვიპროსის რეიმსი“.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი 1328 წელს ეკურთხა და მას შემდეგ გამოიყენებოდა ლუზინიანების იერუსალიმის სამეფო ტახტზე ასვლის დროს, კორონაციისათვის. ძლიერ დაზიანდა ზარბაზნების ჭურვებით 1571 წლის ფამაგუსტის ალყის დროს ოსმალთა მიერ. თურქებმა გაანადგურეს ტაძრის სიმბოლური სკულპტურული გაფორმება და გადააკეთეს მეჩეთად. თავდაპირველად „მაგუსის აია-სოფია“ ეწოდა. 1954 წელს სახელი შეეცვალა და მუსტაფა ლალა-ფაშას მეჩეთი (ან ლალა მუსტაფა-ფაშას მეჩეთი) ეწოდა. მუსტაფა ლალა-ფაშა 1571 წლის ალყას ხელმძღვანელობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]