ფალსტაფი (ოპერა)
| ფალსტაფი | |
|---|---|
| ჯუზეპე ვერდის ოპერა | |
|
| |
| ლიბრეტისტი | არიგო ბოიტო |
| ენა | იტალიური |
| ეფუძნება |
„უინძორელი მხიარული ქალები“ და სცენები პიესებიდან „ჰენრი IV, ნაწილი 1“ და „ჰენრი IV, ნაწილი 2“ — უილიამ შექსპირი |
| პრემიერა |
9 თებერვალი, 1893 ლა სკალა, მილანი |
ფალსტაფი (იტალ. Falstaff) — იტალიელი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის კომიკური ოპერა სამ მოქმედებად. იტალიურენოვანი ლიბრეტო არიგო ბოიტომ მოამზადა უილიამ შექსპირის პიესის, „უინძორელი მხიარული ქალების“ მიხედვით და აგრეთვე გამოიყენა ზოგიერთი სცენა პიესებიდან „ჰენრი IV, ნაწილი 1“ და „ნაწილი 2“. ნაწარმოების პრემიერა შედგა 1893 წლის 9 თებერვალს მილანის ლა სკალაში.
„ფალსტაფი“ ვერდის 26 ოპერიდან უკანასკნელია და მისი შექმნისას კომპოზიტორი თითქმის 80 წლის იყო. ეს იყო მისი მეორე კომედია და მესამე ნაწარმოები შექსპირის პიესის მიხედვით, „მაკბეტისა“ და „ოტელოს“ შემდეგ. სიუჟეტი ვითარდება მსუქანი რაინდის, სერ ჯონ ფალსტაფის გარშემო და აღწერს მის წარუმატებელ, ხშირად სულელურ მცდელობებს, აცდუნოს ორი გათხოვილი ქალი მათი ქმრების სიმდიდრეზე წვდომის მოსაპოვებლად.
ვერდის აშინებდა ასეთ ხანდაზმულ ასაკში ახალ ოპერაზე მუშაობა, თუმცა ძალიან სურდა კომიკური ნაწარმოების დაწერა და კმაყოფილი დარჩა ბოიტოს მიერ მომზადებული ლიბრეტოს პროექტით. მათ სამი წელი დასჭირდათ პროექტის დასასრულებლად (1889 წლის შუა პერიოდიდან). მიუხედავად იმისა, რომ ვერდის მხრიდან ახალი ოპერის დაწერის პერსპექტივამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია იტალიასა და მთელ მსოფლიოში, „ფალსტაფი“ ისეთივე პოპულარული არ აღმოჩნდა, როგორც კომპოზიტორის ადრეული ნამუშევრები. იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და აშშ-ში გამართული ადრეული წარმოდგენების შემდეგ, ნაწარმოები მიივიწყეს, სანამ დირიჟორმა არტურო ტოსკანინიმ არ მოითხოვა მისი აღდგენა ლა სკალასა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერაში 1890-იანი წლების ბოლოდან მომდევნო საუკუნემდე. ზოგი თვლიდა, რომ პიესას აკლდა ვერდის წინა საუკეთესო ოპერების სრულფასოვანი მელოდიები — შეხედულება, რომელსაც ტოსკანინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ტოსკანინის შემდგომი თაობის დირიჟორებს შორის, რომლებიც ამ ნაწარმოებს უჭერდნენ მხარს, იყვნენ ჰერბერტ ფონ კარაიანი, გეორგ შოლტი და ლენარდ ბერნსტაინი. ამჟამად ნაწარმოები სტანდარტული საოპერო რეპერტუარის ნაწილია.
პირველი წარმოდგენის შემდეგ ვერდიმ მუსიკაში მრავალი ცვლილება შეიტანა, რის გამოც რედაქტორებს გაუჭირდათ საბოლოო პარტიტურაზე შეთანხმება. ნაწარმოები პირველად 1932 წელს ჩაიწერა, მოგვიანებით კი მრავალი სტუდიური თუ ცოცხალი ჩანაწერი გამოიცა. მომღერლებს შორის, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მთავარ როლთან, არიან: ვიქტორ მორელი (პირველი ფალსტაფი), მარიანო სტაბილე, ჯუზეპე ვალდენგო, ტიტო გობი, გერაინტ ევანსი, ბრინ ტერფელი და ამბროჯიო მაესტრი.
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩანაფიქრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1889 წლისთვის ვერდი უკვე ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა როგორც საოპერო კომპოზიტორი. მას დაწერილი ჰქონდა 25 ოპერა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო კომედია — მისი მეორე ნამუშევარი, „მეფობა ერთი დღით“ („Un giorno di regno“), რომელიც 1840 წელს წარუმატებლად დაიდგა.[1] მისმა კოლეგა კომპოზიტორმა როსინიმ აღნიშნა, რომ დიდად აღფრთოვანებული იყო ვერდით, თუმცა მიაჩნდა, რომ მას კომედიის დაწერა არ შეეძლო. ვერდი არ დაეთანხმა და თქვა, რომ ძალიან სურდა კიდევ ერთი მხიარული ოპერის დაწერა, მაგრამ ამის შანსს არავინ აძლევდა.[2] მას კომიკური მომენტები თავის ტრაგიკულ ოპერებშიც კი ჰქონდა ჩართული, მაგალითად, ოპერებში „ბალ-მასკარადი“ და „ბედის ძალა“.[3]

კომიკური სიუჟეტისთვის ვერდი განიხილავდა სერვანტესის „დონ კიხოტს“ და გოლდონის, მოლიერისა და ლაბიშის პიესებს, მაგრამ არცერთი მათგანი არ მიიჩნია სრულად შესაფერისად.[2] მომღერალმა ვიქტორ მორელმა მას გაუგზავნა ფრანგული ლიბრეტო, რომელიც დაფუძნებული იყო შექსპირის პიესაზე „ჭირვეულის მორჯულება“. ვერდის ის მოეწონა, მაგრამ უპასუხა: „ამისთვის ჯეროვნად თავის გასართმევად როსინი ან დონიცეტია საჭირო“.[n 1] 1887 წელს „ოტელოს“ წარმატების შემდეგ მან აღნიშნა: „ამდენი გმირი კაცისა და ქალის დაუნდობლად გაჟლეტის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს მაქვს უფლება, ცოტა გავიცინო“. მან თავისი ამბიცია „ოტელოს“ ლიბრეტისტს, არიგო ბოიტოს გაუზიარა.[2] ბოიტოს იმ დროს არაფერი უთქვამს, მაგრამ ფარულად დაიწყო მუშაობა ლიბრეტოზე, რომელიც ეფუძნებოდა „უინძორელ მხიარულ ქალებს“, დამატებითი მასალით პიესიდან „ჰენრი IV“, ნაწილი 1 და 2.[2] ამ პიესაზე მუსიკა ბევრ კომპოზიტორს ჰქონდა შექმნილი, თუმცა, მცირე წარმატებით, მათ შორის იყვნენ კარლ დიტერს ფონ დიტერსდორფი (1796), ანტონიო სალიერი (1799), მაიკლ უილიამ ბალფი (1835) და ადოლფ ადანი (1856).[6] პირველი ვერსია, რომელმაც საოპერო რეპერტუარში ადგილი დაიმკვიდრა, იყო ოტო ნიკოლაის „უინძორელი მხიარული ქალები“ 1849 წელს, თუმცა მისი წარმატება ძირითადად გერმანული საოპერო თეატრებით შემოიფარგლებოდა.[7]
ბოიტო ორმაგად კმაყოფილი იყო „მხიარული ქალების“ სიუჟეტით. ის არა მხოლოდ შექსპირული იყო, არამედ ნაწილობრივ ეფუძნებოდა ტრეჩენტოს პერიოდის იტალიურ ნაწარმოებებს: სერ ჯოვანი ფიორენტინოს „ცხვარი“ („Il Pecorone“) და ბოკაჩოს „დეკამერონი“. ბოიტომ შეგნებულად გამოიყენა იტალიური ენის არქაული ფორმა, რათა, როგორც თავად თქვა, „შექსპირის ფარსი დაებრუნებინა მის ნათელ ტოსკანურ სათავესთან“.[8] მან შეამოკლა სიუჟეტი, პიესის პერსონაჟთა რაოდენობა გაანახევრა,[n 2] ხოლო ფალსტაფის პერსონაჟს მეტი სიღრმე შესძინა „ჰენრი IV“-დან ათობით პასაჟის ჩართვით.[8][n 3]
ვერდიმ ლიბრეტოს პროექტი რამდენიმე კვირის შემდეგ, 1889 წლის ივლისის დასაწყისში მიიღო, იმ დროს, როდესაც მისი ინტერესი შექსპირის პიესის კითხვით იყო გაღვივებული: „Benissimo! Benissimo! ... შენზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებდა“, — მისწერა პასუხად ბოიტოს.[13] ბოიტოს მსგავსად, ვერდისაც უყვარდა და პატივს სცემდა შექსპირს. კომპოზიტორი არ ფლობდა ინგლისურ ენას, მაგრამ ჰქონდა და ხშირად კითხულობდა შექსპირის პიესებს კარლო რუსკონისა და ჯულიო კარკანოს იტალიურ თარგმანებში, რომლებსაც საწოლთან ინახავდა.[14][n 4] მას მანამდე შექმნილი ჰქონდა შექსპირის „მაკბეტის“ (1847) და „ოტელოს“ (1887) საოპერო ადაპტაციები და განიხილავდა „მეფე ლირსაც“; მანამდე, ბოიტომ ადაპტაციისთვის „ანტონიუსი და კლეოპატრაც“ შესთავაზა.[15]
რა სიხარულია! იმის თქმა მაყურებლისთვის: „ჩვენ ისევ აქ ვართ!! მოდით და გვიხილეთ!!“ — ვერდი ბოიტოს, 8 ივლისი, 1889[13] |
ვერდის მაინც ეპარებოდა ეჭვი და მეორე დღეს ბოიტოს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა თავისი წუხილის გამოსახატად. ის წერდა თავის ხანდაზმულობაზე, ჯანმრთელობაზე (რომელიც, მისივე თქმით, ჯერ კიდევ კარგი იყო) და პროექტის დასრულების შესაძლებლობაზე: „მუსიკის დასრულება რომ ვერ შევძლო?“. მან თქვა, რომ ეს პროექტი შეიძლება ახალგაზრდა კაცის დროის ფუჭი კარგვა ყოფილიყო და ბოიტოს ყურადღება ამაოდ გადაეტანა საკუთარი ახალი ოპერის (რომელიც გახდა „ნერონი“) დასრულებისგან.[13] თუმცა, როგორც მისი ბიოგრაფი მერი ჯეინ ფილიპს-მატცი აღნიშნავს, „ვერდი ვერ მალავდა აღფრთოვანებას კიდევ ერთი ოპერის დაწერის იდეით“. 1889 წლის 10 ივლისს მან კვლავ მისწერა ლიბრეტისტს:
ამინ; ასე იყოს! მაშ, ვაკეთებთ „ფალსტაფს“! ამჟამად ნუ ვიფიქრებთ დაბრკოლებებზე, ასაკზე, ავადმყოფობებზე! მე ასევე მსურს სრული „საიდუმლოების“ დაცვა: სიტყვა, რომელსაც სამჯერ ვუსვამ ხაზს, რომ არავინ არაფერი უნდა იცოდეს! [ის აღნიშნავს, რომ მისმა ცოლმა იცის ამის შესახებ, მაგრამ არწმუნებს ბოიტოს, რომ მას საიდუმლოს შენახვა შეუძლია.] ყოველ შემთხვევაში, თუ განწყობაზე ხარ, მაშინ დაიწყე წერა.[16]
კომპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოიტოს თავდაპირველი მონახაზი დაკარგულია, თუმცა შემორჩენილი მიმოწერა აჩვენებს, რომ დასრულებული ოპერა დიდად არ განსხვავდება მისი პირველი ჩანაფიქრისგან. ძირითადი განსხვავებები ის იყო, რომ ფორდის მონოლოგი მე-2 მოქმედების მე-2 სცენიდან პირველში გადავიდა და ბოლო მოქმედება თავდაპირველად შეყვარებულთა ქორწინებით სრულდებოდა და არა ცოცხალი ვოკალური და ორკესტრული ფუგით, რაც თავად ვერდის იდეა იყო.[17] 1889 წლის აგვისტოში მან ბოიტოს მისწერა, რომ ფუგას წერდა: „დიახ, სერ! ფუგას... თანაც ფუგა-ბუფას (buffa fugue)“, რომელიც „სავარაუდოდ, [ოპერაში] კარგად მოთავსდება“.[18]

ვერდი დაეთანხმა შექსპირის სიუჟეტის შემცირების აუცილებლობას, რათა ოპერის ხანგრძლივობა მისაღებ ფარგლებში დარჩენილიყო. მიუხედავად ამისა, მას სწყინდა ფალსტაფის მეორე დამცირების სცენის ამოღება, სადაც ის ბრენტფორდელი გრძნეული ქალის სამოს გადაიცვამს, რათა ფორდს დაემალოს.[n 5] ის წერდა შექსპირის წინაშე ვალის ჯეროვნად მოხდის სურვილზე: „რამდენიმე შტრიხით დავხატოთ პერსონაჟები, მოვქსოვოთ სიუჟეტი და გამოვწუროთ მთელი წვენი ამ უზარმაზარი შექსპირისეული ფორთოხლიდან“.[20] პრემიერიდან მალევე, ინგლისელმა კრიტიკოსმა, რ. ა. სტრიტფილდმა, აღნიშნა, თუ როგორ მიაღწია ვერდიმ წარმატებას:
„ფალსტაფის“ პერსონაჟის მთავარი ნოტა არის ამაღლებული თვითკმაყოფილება. საკუთარი თავის რწმენა რომ შეერყეს, ის უბრალოდ ვულგარული ვნებებს აყოლილი მემრუშე იქნებოდა. იმ ფორმით, როგორც არის, ის გმირია. უკანასკნელი მოქმედების ერთ საშინელ მომენტში მისი თვითკმაყოფილება ირყევა. ის ირგვლივ იყურება და ხედავს, რომ ყველა მას დასცინის. ნუთუ ის გაასულელეს? მაგრამ არა, ის იშორებს ამ საშინელ ეჭვს და თვალის დახამხამებაში კვლავ საკუთარი თავი ხდება. „Son io“, — წამოიძახებს ის ტრიუმფალური შთაგონებით, — „che vi fa scaltri. L'arguzia mia crea l'arguzia degli altri“. [„მე არა მხოლოდ თავად ვარ მახვილგონიერი, არამედ სხვებშიც მახვილგონიერების მიზეზი ვხდები“ — ფრაზა პიესიდან „ჰენრი IV, ნაწილი 2“.] ვერდიმ ეს ელფერი და მართლაც ასობით სხვა დეტალი მთელი ოპერის განმავლობაში გასაოცარი სიმართლითა და დელიკატურობით დაიჭირა.[21]
ნოემბერში ბოიტომ დასრულებული პირველი მოქმედება და მეორე მოქმედების სამუშაო ვერსია ვერდის სანტ-აგატას ვილაში მიუტანა: „ამ მოქმედებას ეშმაკი აზის ზურგზე; როცა ეხები, იწვის“, — ჩიოდა ბოიტო.[22] მათ ერთი კვირა იმუშავეს ოპერაზე, შემდეგ კი ვერდი და მისი მეუღლე ჯუზეპინა სტრეპონი გენუაში გაემგზავრნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობა შეჩერდა.[23]
მწერალი რას მაკდონალდი აღნიშნავს, რომ ბოიტოს წერილი ვერდისადმი ეხება ოპერაში გამოყენებულ მუსიკალურ ტექნიკას — ის წერდა ნანეტასა და ფენტონის პერსონაჟების წარმოჩენის შესახებ: „ზუსტად ვერ ვხსნი: მინდა, როგორც შაქარს აყრიან ტორტს, ისე მოვაყარო მთელ კომედიას ეს ბედნიერი სიყვარული ისე, რომ ის რომელიმე კონკრეტულ წერტილში არ იყოს კონცენტრირებული“.[24]
პირველი მოქმედება 1890 წლის მარტისთვის დასრულდა;[25] ოპერის დანარჩენი ნაწილი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ დაწერილა, რაც ვერდისთვის ჩვეული პრაქტიკა არ იყო. მუსიკათმცოდნე როჯერ პარკერი აღნიშნავს, რომ ეს ფრაგმენტული მიდგომა შესაძლოა ყოფილიყო „ცალკეული სცენების ფარდობითი დამოუკიდებლობის მაჩვენებელი“.[26] პროცესი ნელა მიმდინარეობდა, კომპოზიცია „სრულდებოდა ხანმოკლე აქტიური პერიოდებით, რომლებსაც ენაცვლებოდა ხანგრძლივი უმოქმედობის ხანა“, რაც ნაწილობრივ კომპოზიტორის დეპრესიით იყო გამოწვეული. ვერდის თრგუნავდა შიში, რომ ვერ შეძლებდა პარტიტურის დასრულებას, ასევე ახლო მეგობრების, მათ შორის დირიჟორების — ფრანკო ფაჩოსა და ემანუელე მუციოს გარდაცვალება და მოახლოებულ სიკვდილზე ფიქრი.[26] კომპოზიტორზე არავინ ახდენდა ზეწოლას დასაჩქარებლად. როგორც მან თავად აღნიშნა, ის არ მუშაობდა კონკრეტული თეატრის დაკვეთით, როგორც წარსულში, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის წერდა: „„ფალსტაფის“ წერისას არ მიფიქრია არც თეატრებზე და არც მომღერლებზე“.[26] მან ეს აზრი 1890 წლის დეკემბერშიც გაიმეორა, როდესაც ნოემბერში მუციოს გარდაცვალების შემდეგ ძალიან დათრგუნული იყო: „დავასრულებ მას [ფალსტაფს]? თუ ვერ დავასრულებ? ვინ იცის! ვწერ ყოველგვარი მიზნის, ყოველგვარი ამოცანის გარეშე, უბრალოდ დღის რამდენიმე საათის გასაყვანად“.[27] 1891 წლის დასაწყისისთვის ის აცხადებდა, რომ იმ წელს ნაწარმოებს ვერ დაასრულებდა, თუმცა მაისში მცირე ოპტიმიზმი გამოთქვა, რაც ივნისის შუა რიცხვებისთვის ასე შეიცვალა:
„ღიპი“ („pancione“ — სახელი, რომელსაც ოპერას მანამ ეძახდნენ, სანამ „ფალსტაფზე“ მუშაობა საჯარო გახდებოდა) სიგიჟის გზაზეა. არის დღეები, როცა ის არ იძვრის, სძინავს და ცუდ ხასიათზეა. სხვა დროს კი ყვირის, დარბის, ხტუნავს და იქაურობას აყირავებს; მე მას ცოტა ცელქობის ნებას ვაძლევ, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, ალიკაპს გავუკეთებ და დამამშვიდებელ პერანგს ჩავაცმევ.[28]

ბოიტო აღფრთოვანებული იყო, ვერდი კი იტყობინებოდა, რომ კვლავ აგრძელებდა მუშაობას ოპერაზე. ისინი 1891 წლის ოქტომბერში ან ნოემბერში შეხვდნენ,[29] რის შემდეგაც ვერდები ზამთრის გასატარებლად გენუაში გაემგზავრნენ. იქ ორივე დაავადდა და მუშაობის ორი თვე დაიკარგა. 1892 წლის აპრილის შუა რიცხვებისთვის პირველი მოქმედების გაორკესტრება დასრულდა, ხოლო ივნის-ივლისისთვის ვერდი უკვე განიხილავდა პოტენციურ მომღერლებს „ფალსტაფის“ როლებისთვის. მთავარი როლისთვის მას ვიქტორ მორელი სურდა, ბარიტონი, რომელმაც „ოტელოში“ იაგოს პარტია შეასრულა, თუმცა თავდაპირველად მომღერალმა ისეთი სახელშეკრულებო პირობები მოითხოვა, რომლებიც ვერდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა: „მისი მოთხოვნები იმდენად აღმაშფოთებელი, გადაჭარბებული და დაუჯერებელი იყო, რომ სხვა გზა არ დაგვრჩა, გარდა მთელი პროექტის შეჩერებისა“.[30] საბოლოოდ მათ შეთანხმებას მაინც მიაღწიეს და მორელი როლზე დაამტკიცეს.[n 6]
სექტემბრისთვის ვერდი წერილით დაეთანხმა თავის გამომცემელს, „Casa Ricordi“-ს, რომ ლა სკალა შეძლებდა პრემიერის წარდგენას 1892–93 წლების სეზონზე, იმ პირობით, რომ ის შეინარჩუნებდა კონტროლს დადგმის ყველა ასპექტზე. პრემიერის თარიღად თებერვლის დასაწყისი დასახელდა, იმ მოთხოვნით, რომ თეატრი ექსკლუზიურად ხელმისაწვდომი იქნებოდა 1893 წლის 2 იანვრის შემდეგ და გენერალური რეპეტიციის შემდეგაც კი მას შეეძლო ოპერის მოხსნა: „მე დავტოვებ თეატრს და [რიკორდის] მოუწევს პარტიტურის წაღება“.[32] საზოგადოებამ ახალი ოპერის შესახებ 1892 წლის ბოლოს შეიტყო. ამან უდიდესი ინტერესი გამოიწვია, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა იმ საიდუმლოებამ, რომლითაც ვერდიმ მოსამზადებელი პერიოდი მოიცვა; რეპეტიციები დახურული იყო, პრესას კი ახლოს არ იკარებდნენ.[33] თუ არ ჩავთვლით ვერდის აღშფოთებას იმის გამო, თუ როგორ გამოაცხადა ლა სკალამ სეზონის პროგრამა 7 დეკემბერს — „ან „ტანჰოიზერის“ აღდგენა, ან „ფალსტაფი““ — იანვარში, 9 თებერვლის პრემიერამდე, ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიარა .[34]
შესრულების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრემიერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ფალსტაფის“ პირველი წარმოდგენა შედგა მილანის ლა სკალაში 1893 წლის 9 თებერვალს, ვერდის წინა პრემიერიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ. პირველი საღამოსთვის ბილეთების ოფიციალური ფასები ჩვეულებრივზე ოცდაათჯერ მაღალი იყო.[35][n 7] ესწრებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, არისტოკრატია, კრიტიკოსები და ხელოვნების წამყვანი მოღვაწეები მთელი ევროპიდან.[35] სპექტაკლმა ედოარდო მასკერონის დირიჟორობით უდიდესი წარმატებით ჩაიარა; ნომრები ბისზე შესრულდა, ბოლოს კი ოვაციები ვერდისა და დასის მიმართ ერთ საათს გაგრძელდა.[n 8] ამას მოჰყვა მქუხარე დახვედრა, როდესაც კომპოზიტორი, მისი მეუღლე და ბოიტო სასტუმრო „Grand Hotel de Milan“-ში მივიდნენ.[35]
მომდევნო ორი თვის განმავლობაში მილანში ოცდაორი წარმოდგენა გაიმართა, შემდეგ კი საპრემიერო წარმოდგენის დასმა, მორელის ხელმძღვანელობით, ნაწარმოები ჩაიტანა გენუაში, რომში, ვენეციაში, ტრიესტში, ვენაში, ხოლო მორელის გარეშე — ბერლინში.[37] ვერდიმ და მისმა მეუღლემ მილანი 2 მარტს დატოვეს; რიკორდი მოუწოდებდა კომპოზიტორს, დასწრებოდა 14 აპრილისთვის დაგეგმილ რომაულ პრემიერას, რათა შეენარჩუნებინა ის იმპულსი და აღფრთოვანება, რაც ოპერამ გამოიწვია. ვერდები, ბოიტოსთან და ჯულიო რიკორდისთან ერთად, წარმოდგენას დაესწრნენ მეფე უმბერტო I-თან, სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან და იმ დროის პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად. მეფემ ვერდი მაყურებელს სამეფო ლოჟიდან წარუდგინა დიდი ოვაციების ფონზე; „ეს იყო ვერდის ეროვნული აღიარება და აპოთეოზი, როგორიც მას მანამდე არასდროს ღირსებია“, — აღნიშნავს ფილიპს-მატცი.[38]
ამ ადრეული წარმოდგენების დროს ვერდიმ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა პარტიტურაში. ზოგიერთი მათგანისთვის მან შეცვალა თავისი ხელნაწერი, მაგრამ სხვებისთვის მუსიკათმცოდნეებს მოუწიათ დაყრდნობა რიკორდის მიერ გამოცემულ მრავალრიცხოვან სრულ და საფორტეპიანო კლავირებზე.[39] დამატებითი ცვლილებები განხორციელდა 1894 წლის პარიზის პრემიერისთვის, რომლებიც ასევე არასაკმარისად არის დოკუმენტირებული. რიკორდი ცდილობდა ფეხი აეწყო ცვლილებებისთვის და ახალ-ახალ გამოცემებს უშვებდა, თუმცა საორკესტრო და საფორტეპიანო პარტიტურები ხშირად ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს.[39] ვერდის მკვლევარი ჯეიმზ ჰეპოკოსკი მიიჩნევს, რომ ოპერის საბოლოო, კანონიკური პარტიტურის დადგენა შეუძლებელია, რაც თეატრებსა და დირიჟორებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ სხვადასხვა ვარიანტს შორის.[39] 2013 წლის კვლევაში ფილიპ გოსეტი არ ეთანხმება ამ აზრს და მიიჩნევს, რომ ავტოგრაფი არსებითად სანდო წყაროა, რომელსაც ავსებს რიკორდის იმ დროინდელი გამოცემები იმ რამდენიმე პასაჟისთვის, რომელთა შესწორებაც ვერდიმ საკუთარ პარტიტურაში ვერ მოასწრო.[40]
პირველი წარმოდგენები იტალიის სამეფოს გარეთ გაიმართა ტრიესტსა და ვენაში 1893 წლის მაისში.[41] ნაწარმოები დაიდგა ამერიკასა და მთელ ევროპაში. 1893 წლის ბერლინურმა პრემიერამ ისე აღაფრთოვანა ფერუჩო ბუზონი, რომ მან წერილი მისწერა ვერდის, სადაც მას „იტალიის წამყვან კომპოზიტორს“ და „ჩვენი დროის ერთ-ერთ უკეთილშობილეს პიროვნებას“ უწოდებდა. ბუზონი განმარტავდა: „ფალსტაფმა“ ჩემს სულში ისეთი გადატრიალება გამოიწვია, რომ შემიძლია... [ეს გამოცდილება] ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეპოქის დასაწყისად მივიჩნიო“.[42] ანტონიო სკოტიმ მთავარი როლი შეასრულა ბუენოს-აირესში 1893 წლის ივლისში; გუსტავ მალერმა ოპერას უდირიჟორა ჰამბურგში 1894 წლის იანვარში; იმავე თვეში სანქტ-პეტერბურგში წარადგინეს რუსული თარგმანი.[43] ბევრი პარიზს ევროპის საოპერო დედაქალაქად მიიჩნევდა და 1894 წლის აპრილის დადგმისთვის ბოიტომ, რომელიც თავისუფლად ფლობდა ფრანგულს, თავად თარგმნა ტექსტი პარიზელი პოეტის, პოლ სოლანჟის დახმარებით.[43] ეს თარგმანი, რომელიც ვერდიმ მოიწონა, საკმაოდ თავისუფლად გადმოსცემს ბოიტოს ორიგინალურ იტალიურ ტექსტს. ბოიტომ სიამოვნებით მიანდო ინგლისური და გერმანული თარგმანები შესაბამისად უილიამ ბიტი-კინგსტონსა და მაქს კალბეკს.[43] ლონდონური პრემიერა, იტალიურ ენაზე, შედგა ქოვენთ-გარდენში 1894 წლის 19 მაისს. დირიჟორი იყო ლუიჯი მანჩინელი, ხოლო ძილიმ და პინი კორსიმ თავიანთი თავდაპირველი როლები კვლავ მოირგეს. ფალსტაფის პარტიას მღეროდა არტურო პესინა; მორელმა ეს როლი ქოვენთ-გარდენში მომდევნო სეზონზე შეასრულა.[44] 1895 წლის 4 თებერვალს ნაწარმოები პირველად წარადგინეს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერაში;[45] დირიჟორობდა მანჩინელი, ხოლო შემადგენლობაში იყვნენ მორელი (ფალსტაფი), ემა იმსი (ალისა), ზელი დე ლუსანი (ნანეტა) და სოფია სკალკი (მისის ქუიკლი).[46]
მივიწყება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თავდაპირველი აღფრთოვანების შემდეგ, მაყურებელთა რაოდენობამ სწრაფად იკლო. ოპერის მოყვარულები დაბნეულები იყვნენ დიდი ტრადიციული არიებისა და გუნდების არარსებობით. იმდროინდელმა კრიტიკოსმა ეს ასე შეაჯამა: „„ეს არის ჩვენი ვერდი?“ — ეკითხებოდნენ ისინი საკუთარ თავს. „მაგრამ სად არის „მოტივი“; სად არის ფართო მელოდიები... სად არის ჩვეული „ანსამბლები“; „ფინალები“?““[41] 1901 წლისთვის, ვერდის გარდაცვალებისას, ნაწარმოები საერთაშორისო რეპერტუარიდან ამოვარდნილი იყო, თუმცა გუსტავ მალერმა, რომელიც ვერდის თაყვანისმცემელი იყო, 1904 წელს ვენის სამეფო ოპერაში „გამორჩეული ხარისხის“ დადგმას უხელმძღვანელა.[47] ახალგაზრდა და პერსპექტიული დირიჟორი არტურო ტოსკანინი ნაწარმოების დიდი ქომაგი იყო და ბევრი გააკეთა მივიწყებისგან მის გადასარჩენად. როგორც ლა სკალას (1898 წლიდან) და მეტროპოლიტენ-ოპერის (1908 წლიდან) მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მან „ფალსტაფი“ თავისი მოღვაწეობის დასაწყისიდანვე შეიტანა პროგრამაში. რიჩარდ ოლდრიჩი, „The New York Times“-ის მუსიკალური კრიტიკოსი, წერდა, რომ ტოსკანინის მიერ ამ ოპერის აღდგენა „სეზონის მატიანეში წითელი ასოებით უნდა აღინიშნოს. „ფალსტაფი“, რომელიც აქ პირველად 1895 წლის 4 თებერვალს დაიდგა, მას შემდეგ აღარ შესრულებულა და ამ ორ სეზონში სულ რამდენჯერმე აჟღერდა“.[48] ოლდრიჩმა დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფართო პუბლიკას შესაძლოა გასჭირვებოდა ნაწარმოების აღქმა, „მცოდნეთათვის ის დაუსრულებელი სიამოვნება იყო“.[48]
ბრიტანეთში, ისევე როგორც კონტინენტურ ევროპასა და აშშ-ში, ნაწარმოები რეპერტუარიდან ამოვარდა. სერ თომას ბიჩემმა ის 1919 წელს აღადგინა და თავის მემუარებში იხსენებდა, რომ პუბლიკა წარმოდგენებს არ ესწრებოდა:
ხშირად მეკითხებიან, რატომ ვფიქრობ, რომ „ფალსტაფი“ არ არის სალაროსთვის მომგებიანი და ვფიქრობ, პასუხი შორს საძიებელი არ არის. უნდა ვაღიაროთ, რომ მასში არის მელოდიის ისეთივე ნატიფი და დაუვიწყარი ფრაგმენტები, როგორიც ვერდის სხვაგან სადმე დაუწერია — მაგალითად, ნანეტასა და ფენტონის დუეტი პირველ მოქმედებაში და ფენტონის სიმღერა ფინალური სცენის დასაწყისში, რომელთაც „ინდური ზაფხულის“ გაელვების მსგავსი სილამაზე აქვთ. თუმცა, კომპოზიტორის ყოველ სხვა ნამუშევართან შედარებით, მას აკლია ფართო და შთამბეჭდავი ხასიათის მელოდიები; „O Mia Regina“-ს, „Ritorna Vincitor“-ის ან „Ora per sempre addio“-ს ტიპის ერთი ან ორი მელოდია ვითარებას გამოასწორებდა.[49]
ტოსკანინი ხვდებოდა, რომ ამ მოსაზრებას ბევრი იზიარებდა, თუმცა თავად ღრმად სწამდა, რომ ეს ნაწარმოები ვერდის უდიდესი ოპერა იყო; მან თქვა: „მჯერა, რომ წლები და წლები დასჭირდება, სანამ ფართო პუბლიკა ამ შედევრს გაიგებს, მაგრამ როცა ისინი მას ნამდვილად შეიცნობენ, ისევე გამოიქცევიან მის მოსასმენად, როგორც ახლა „რიგოლეტოსა“ და „ტრავიატაზე“ მოდიან“.[50]
ხელახალი აღზევება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტოსკანინი ლა სკალაში 1921 წელს დაბრუნდა და მას 1929 წლამდე ხელმძღვანელობდა, რა პერიოდშიც „ფალსტაფს“ ყოველ სეზონზე დგამდა. 1920-იანი წლების ბოლოსა და 1930-იან წლებში მან ნაწარმოები გერმანიასა და ავსტრიაში ჩაიტანა, დირიჟორობდა მას ვენაში, ბერლინსა და ზედიზედ სამ ზალცბურგის ფესტივალზე. ტოსკანინის შესრულებით შთაგონებულთა შორის იყვნენ ჰერბერტ ფონ კარაიანი და გეორგ შოლტი, რომლებიც ზალცბურგში მისი კორეპეტიტორები იყვნენ. ტოსკანინის უმცროსი კოლეგა, ტულიო სერაფინი, აგრძელებდა ნაწარმოების წარდგენას გერმანიასა და ავსტრიაში მას შემდეგ, რაც ტოსკანინიმ ნაცისტური რეჟიმისადმი ზიზღის გამო იქ გამოსვლაზე უარი თქვა.[51]
როგორც კი კარაიანს ამის შესაძლებლობა მიეცა, კერძოდ კი 1941 წელს, მან „ფალსტაფი“ აახენის საოპერო თეატრის რეპერტუარში შეიტანა[51] და კარიერის ბოლომდე ამ ნაწარმოების ქომაგად დარჩა — ხშირად წარადგენდა მას ვენაში, ზალცბურგსა და სხვაგან; შექმნა მისი აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიც.[52] შოლტიც ასევე მჭიდროდ დაუკავშირდა „ფალსტაფს“, ისევე როგორც კარლო მარია ჯულინი; ორივე მათგანი დირიჟორობდა ნაწარმოების მრავალ წარმოდგენას კონტინენტურ ევროპაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში; განახორციელეს რამდენიმე ჩანაწერიც.[53] ლენარდ ბერნსტაინმა ამ ოპერას უდირიჟორა მეტროპოლიტენში, ვენის სახელმწიფო ოპერასა და რამდენიმე ჩანაწერებში.[54] ამ და გვიანდელი დირიჟორების ძალისხმევამ ნაწარმოებს მყარი ადგილი დაუმკვიდრა თანამედროვე რეპერტუარში.[n 9]
1950-იანი წლებისა და გვიანდელ აღდგენებს შორის ჰეპოკოსკი განსაკუთრებულად გამოყოფს გლაინდბორნის დადგმებს ფერნანდო კორენასთან, მოგვიანებით კი გერაინტ ევანსთან ერთად მთავარ როლში; ფრანკო ძეფირელის სამ განსხვავებულ დადგმას „ჰოლანდიის ფესტივალისთვის“ (1956), ქოვენთ-გარდენისთვის (1961) და მეტროპოლიტენ-ოპერისთვის (1964); ასევე ლუკინო ვისკონტის 1966 წლის ვერსიას ვენაში.[56] 1982 წელს რონალდ აირის დადგმა, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად რეფლექსიური და მელანქოლიური იყო, წარმოდგენილი იქნა ლოს-ანჯელესში, ლონდონსა და ფლორენციაში; ფალსტაფს რენატო ბრუზონი ასრულებდა, დირიჟორობდა ჯულინი.[57] მთავარი როლის უფრო გვიანდელ შემსრულებლებს შორის აღსანიშნავია ბრინ ტერფელი, რომელმაც ეს პარტია შეასრულა ქოვენთ-გარდენში 1999 წელს გრეჰემ ვიკის დადგმაში (დირიჟორი ბერნარდ ჰაიტინკი)[58] და მეტროპოლიტენ-ოპერაში ძეფირელის დადგმის აღდგენისას, რომელსაც 2006 წელს ჯეიმზ ლივაინი დირიჟორობდა.[59]
მიუხედავად იმისა, რომ „ფალსტაფი“ რეგულარული რეპერტუარის ნაწილი გახდა, მაინც არსებობს მოსაზრება, რომელიც ჯონ ფონ რაინმა გამოთქვა „Chicago Tribune“-ში 1985 წელს: „„ფალსტაფი“, სავარაუდოდ, ყოველთვის დარჩება „მცოდნეთა ოპერის“ კატეგორიაში, ნაცვლად იმისა, რომ დაიკავოს ადგილი ისეთ პოპულარულ ფავორიტებს შორის, როგორიცაა „ტრავიატა“ ან „აიდა“.“[60]
როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| როლი | ხმის ტიპი | პრემიერის შემადგენლობა, 9 თებერვალი, 1893[61] დირიჟორი: ედოარდო მაშერონი[62] |
|---|---|---|
| სერ ჯონ ფალსტაფი, მსუქანი რაინდი | ბას-ბარიტონი | ვიქტორ მორელი |
| ფორდი, მდიდარი მოქალაქე | ბარიტონი | ანტონიო პინი-კორსი |
| ალისა ფორდი, მისი ცოლი | სოპრანო | ემა ძილი |
| ნანეტა, მათი ქალიშვილი | სოპრანო | ადელინა შტელე |
| მეგ პეიჯი | მეცო-სოპრანო | ვირჯინია გვერინი |
| მისის ქუიკლი | კონტრალტო | ჯუზეპინა პასკუა |
| ფენტონი, ნანეტას ერთ-ერთი თაყვანისმცემელი | ტენორი | ედოარდო გარბინი |
| დოქტორი კაიუსი | ტენორი | ჯოვანი პაროლი |
| ბარდოლფო, ფალსტაფის მხლებელი | ტენორი | პაოლო პელაგალი-როსეტი |
| პისტოლა, ფალსტაფის მხლებელი | ბანი | ვიტორიო არიმონდი |
| სასტუმრო „გარტერის“ (Garter Inn) მეპატრონე | უმეტყველო | ატილიო პულჩინი |
| რობინი, ფალსტაფის პაჟი | უმეტყველო | |
| ქალაქელების გუნდი, ფორდის მსახურები და ფერიებად და სხვა არსებებად გადაცმული მასკარადის მონაწილეები. | ||
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქმედება 1
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოთახი სასტუმრო „გარტერში“ (Garter Inn)
ფალსტაფი და მისი მსახურები, ბარდოლფო და პისტოლა, სასტუმროში სვამენ. ოთახში დოქტორი კაიუსი შემოვარდება და ფალსტაფს მისი სახლის გაქურდვაში, ხოლო ბარდოლფოს ჯიბის ქურდობაში ადანაშაულებს. ფალსტაფი მას დასცინის; კაიუსი გადის და იფიცება, რომ მომავალში დასალევად მხოლოდ პატიოსან და ფხიზელ კომპანიონებთან ერთად წავა. როდესაც სასტუმროს მეპატრონე ღვინის ანგარიშს მოიტანს, ფალსტაფი ბარდოლფოსა და პისტოლას ეუბნება, რომ მეტი ფული სჭირდება და მის მოპოვებას ორი მდიდარი კაცის ცოლების ცდუნებით აპირებს (ერთ-ერთი მათგანი ფორდია). ფალსტაფი ბარდოლფოს გადასცემს სასიყვარულო წერილს ერთ-ერთი ცოლისთვის (ალისა ფორდი), ხოლო პისტოლას — იდენტურ წერილს მეორისთვის (მეგი). ბარდოლფო და პისტოლა უარს ამბობენ წერილების მიტანაზე და აცხადებენ, რომ ამაში მათ „ღირსება“ უშლით ხელს. ფალსტაფი მოთმინებას კარგავს და მათ უყვირის, რომ „ღირსება“ სხვა არაფერია, თუ არა სიტყვა, რომელსაც აზრი არ გააჩნია (მონოლოგი: „L'onore! Ladri...!“ / „ღირსება! თქვე თაღლითებო...!“). ცოცხის ქნევით ის მათ აძევებს.
ფორდის ბაღი
ალისამ და მეგმა ფალსტაფის წერილები მიიღეს. ისინი წერილებს ერთმანეთს ადარებენ, ხედავენ, რომ ისინი იდენტურია და მისის ქუიკლისა და ნანეტა ფორდთან ერთად ფალსტაფის დასჯას გადაწყვეტენ. ამავდროულად, ბარდოლფო და პისტოლა ფორდს ფალსტაფის გეგმის შესახებ აფრთხილებენ. ფორდი გადაწყვეტს, გადაიცვას, ეწვიოს ფალსტაფს და მახე დაუგოს მას.
ახალგაზრდა, სიმპათიურ ფენტონს ფორდის ქალიშვილი ნანეტა უყვარს, თუმცა ფორდს სურს, რომ გოგონა დოქტორ კაიუსს გაჰყვეს ცოლად, რადგან ეს უკანასკნელი მდიდარი და პატივსაცემი კაცია. ფენტონი და ნანეტა განმარტოებით ტკბებიან, თუმცა მათ ალისას, მეგისა და მისის ქუიკლის გამოჩენა შეაწყვეტინებთ. მოქმედება მთავრდება ანსამბლით, რომელშიც ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე გეგმავენ ფალსტაფზე შურისძიებას; ქალები ხალისით ელიან გასართობ ოინს, ხოლო მამაკაცები გაბრაზებულები სასტიკი შურისძიებით იმუქრებიან.
მოქმედება 2
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოთახი სასტუმრო „გარტერში“
ფალსტაფი სასტუმროში მარტოა. ბარდოლფო და პისტოლა, რომლებიც ახლა უკვე ფორდისგან იღებენ გასამრჯელოს, შემოდიან და ფალსტაფს მსახურებაში დაბრუნებას სთხოვენ; სინამდვილეში კი მათი გეგმა ფორდისთვის ჯაშუშობაა. შემოდის მისის ქუიკლი და ატყობინებს, რომ ალისა მასზეა შეყვარებული და იმავე დღის ნაშუადღევს, ორ საათიდან სამ საათამდე, ფორდის სახლში მარტო იქნება — ზუსტად იმდენი ხანი, რაც სასიყვარულო თავგადასავლისთვისაა საჭირო. ფალსტაფი თავის მოსალოდნელ წარმატებას ზეიმობს („Va, vecchio John“ / „მიდი, ბებერო ჯონ“).
მოდის ფორდი, მდიდარ უცნობად გადაცმული, ყალბი სახელით „სინიორ ფონტანა“. ის ფალსტაფს ეუბნება, რომ ალისა უყვარს, თუმცა ქალი ზედმეტად სათნოა მასთან ურთიერთობისთვის. ის ფალსტაფს ფულს სთავაზობს, რათა ამ უკანასკნელმა თავისი შთამბეჭდავი ტიტული და (ვითომდა) მომხიბვლელობა გამოიყენოს ალისას სათნოების დასამსხვრევად, რის შემდეგაც მას („ფონტანას“) ქალის ცდუნების მეტი შანსი ექნება. ფალსტაფი, მოხიბლული იმ პერსპექტივით, რომ მდიდარი და ლამაზი ქალის ცდუნებაში ფულს გადაუხდიან, თანხმდება და ამჟღავნებს, რომ ალისასთან პაემანი უკვე დათქმული აქვს ორ საათზე — სწორედ იმ დროს, როცა ფორდი სახლში არასოდესაა. ფორდს ეჭვიანობა კლავს, თუმცა გრძნობებს მალავს. ფალსტაფი საუკეთესო სამოსის ჩასაცმელად გადის, მარტო დარჩენილი ფორდი კი ოჯახური ღალატის საფრთხეზე ფიქრობს და შურისძიებას იფიცებს („È sogno o realtà?“ / „სიზმარია თუ სინამდვილე?“). როდესაც ფალსტაფი მორთულ-მოკაზმული ბრუნდება, ისინი ურთიერთპატივისცემის გადაჭარბებული ჟესტებით ტოვებენ იქაურობას.

ოთახი ფორდის სახლში
სამი ქალი სამოქმედო სტრატეგიას ადგენს („Gaie Comari di Windsor“ / „უინძორელო მხიარულო ქალებო, დრო დადგა!“). ალისა ამჩნევს, რომ ნანეტა ძალიან მოწყენილი და შეწუხებულია. ამის მიზეზი ისაა, რომ ფორდი მის გათხოვებას დოქტორ კაიუსზე აპირებს, რომელიც გოგონასთვის პაპის ტოლაა; ქალები ნანეტას არწმუნებენ, რომ ამას არ დაუშვებენ. მისის ქუიკლი ფალსტაფის მოსვლას აცხადებს; მისის ფორდს სარეცხის დიდი კალათა და გასაშლელი ეკრანი უკვე გამზადებული აქვს. ფალსტაფი ალისას ცდუნებას თავისი ახალგაზრდობისა და წარსული დიდების ამბებით ცდილობს („Quand'ero paggio del Duca di Norfolk“ / „როცა ნორფოლკის ჰერცოგის პაჟი ვიყავი, ტანადი ვიყავი“). მოულოდნელად მისის ქუიკლი შემოვარდება და ყვირის, რომ ფორდი მოულოდნელად დაბრუნდა სახლში მსახურებთან ერთად, რათა ცოლის საყვარელი დაიჭიროს. ფალსტაფი ჯერ ეკრანის მიღმა იმალება, მაგრამ ხვდება, რომ ფორდი მას იქ აუცილებლად მოძებნის. ქალები მას სარეცხის კალათაში ჩახტომას აიძულებენ. ამასობაში ფენტონი და ნანეტა ეკრანის მიღმა იმალებიან განმარტოებისთვის. ფორდი და მისი მამაკაცები შემოვარდებიან, ფალსტაფს ეძებენ და ეკრანის მიღმა კოცნის ხმას გაიგონებენ. მათ ჰგონიათ, რომ იქ ფალსტაფი და ალისა არიან, თუმცა ნაცვლად ამისა, ახალგაზრდა შეყვარებულებს იპოვიან. ფორდი ფენტონს წასვლას უბრძანებს. კალათაში მოკუნტული და თითქმის გაგუდული ფალსტაფი დისკომფორტისგან კვნესის, სანამ კაცები სახლის ჩხრეკას აგრძელებენ. ალისა მსახურებს უბრძანებს, სარეცხის კალათა ფანჯრიდან მდინარე ტემზაში გადააგდონ, სადაც ფალსტაფი ხალხის დაცინვის ობიექტი ხდება. ფორდი, დაინახავს რა, რომ ალისას მისი ღალატი აზრადაც არ ჰქონია, ბედნიერად იღიმის.
მოქმედება 3
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სასტუმროს წინ
გათოშილი და გულგატეხილი ფალსტაფი პირქუშად სწყევლის სამყაროს სავალალო მდგომარეობას. ცოტაოდენი ცხელი ღვინო მალევე უუმჯობესებს მას განწყობას. მოდის მისის ქუიკლი და ალისასთან შეხვედრის მორიგ მიწვევას გადასცემს. ფალსტაფს თავიდან ამის გაგონებაც არ უნდა, თუმცა ქალი ახერხებს მის დაყოლიებას. ის ალისას შუაღამისას, უინძორის დიდ პარკში, „მონადირე ჰერნის“ მუხასთან უნდა შეხვდეს, გადაცმული მონადირე ჰერნის აჩრდილად, რომელიც, ადგილობრივი ცრურწმენის თანახმად, ამ მიდამოებში ბინადრობს და შუაღამისას ზებუნებრივ არსებათა დასთან ერთად ჩნდება. ის და მისის ქუიკლი სასტუმროში შედიან. ფორდი უკვე მიხვდა თავის შეცდომას, როცა ცოლზე ეჭვიანობდა, ამიტომ ის და მისი მოკავშირეები ფარულად უთვალთვალებენ მათ. ახლა ისინი ფალსტაფის დასჯის ახალ გეგმას ადგენენ: ზებუნებრივ არსებებად გადაცმულები, შუაღამისას მას ალყაში მოაქცევენ და აწამებენ. ფორდი დოქტორ კაიუსს გვერდზე გაიხმობს და ცალკე გეგმას შესთავაზებს ნანეტაზე მის დასაქორწინებლად: ნანეტა ფერიების დედოფლად იქნება გადაცმული, კაიუსი ბერის სამოსს ჩაიცვამს, ფორდი კი მათ საქორწინო კურთხევას მისცემს. მისის ქუიკლი ამას ყურს მოჰკრავს და ჩუმად იფიცება, რომ ფორდის ჩანაფიქრს ჩაშლის.
ჰერნის მუხა უინძორის პარკში, მთვარიანი შუაღამე
ფენტონი მუხასთან მიდის და თავის ბედნიერებაზე მღერის („Dal labbro il canto estasiato vola“ / „ჩემი ბაგეებიდან ექსტაზის სიმღერა მოფრინავს“), რაც ასე სრულდება: „ბაგეები, რომელთაც კოცნიან, მომხიბვლელობას არ კარგავენ“. შემოდის ნანეტა და ფრაზას ასრულებს: „პირიქით, ისინი განახლდებიან, როგორც მთვარე“. ქალები მოდიან და ფენტონს ბერის სამოსს აცმევენ; ისინი ეუბნებიან მას, რომ ფორდისა და კაიუსის გეგმის ჩასაშლელად ყველაფერი მზად აქვთ. ნანეტა, ფერიების დედოფლის როლში, თავის დამხმარეებს მითითებებს აძლევს („Sul fil d'un soffio etesio“ / „სურნელოვანი ნიავის ქროლვაზე, გაფრინდით, მარდო სულებო“), რის შემდეგაც ყველა პერსონაჟი სცენაზე იკრიბება. ფალსტაფის მცდელობას, ალისას სიყვარულში გამოუტყდეს, კუდიანების მოახლოების შესახებ შეძახილი აწყვეტინებს. ელფებად და ფერიებად გადაცმული მამაკაცები ფალსტაფს გვემენ. ცემის დროს ის გადაცმულ ბარდოლფოს იცნობს. ხუმრობა სრულდება და ფალსტაფი აღიარებს, რომ რაც მიიღო, დაიმსახურა. ფორდი აცხადებს, რომ ქორწილი უნდა გაიმართოს. კაიუსი და ფერიების დედოფალი შემოდიან. მეორე წყვილი, ასევე ნიღბებში, ფორდს სთხოვს, რომ მათაც მისცეს კურთხევა. ფორდი ორმაგ ცერემონიას ატარებს. კაიუსი აღმოაჩენს, რომ ნანეტას ნაცვლად მისი პატარძალი გადაცმული ბარდოლფოა, ფორდმა კი უნებურად ფენტონისა და ნანეტას ქორწინება აკურთხა. ფორდი ამ გარდაუვალ ფაქტს (fait accompli) კეთილგანწყობით ეგუება. ფალსტაფი, კმაყოფილი იმით, რომ ერთადერთი გაშაყირებული არ აღმოჩნდა, აცხადებს, რომ მთელი სამყარო სისულელეა და ყველა მასხარაა („Tutto nel mondo è burla ... Tutti gabbati!... Ma ride ben chi ride La risata final.“ / „ყველაფერი ამქვეყნად ოინია... მაგრამ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“). მთელი დასი მის სიტყვებს ენერგიული ათხმიანი ფუგით იმეორებს.
მუსიკა და დრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვერდიმ „ფალსტაფის“ პარტიტურა განსაზღვრა სამი ფლეიტისთვის (მესამე პიკოლოს პარტიასაც ითავსებს), ორი ჰობოისთვის, ინგლისური ქარახსისთვის, ორი კლარნეტისთვის, ბანის კლარნეტისთვის, ორი ფაგოტისთვის, ოთხი ვალტორნისთვის, სამი საყვირისთვის, სამი ტრომბონისთვის, ციმბასოსთვის, ლიტავრებისთვის, დასარტყამი საკრავებისთვის (სამკუთხედი, თეფშები, დიდი ბარაბანი), არფისთვის და სიმებიანი ჯგუფისთვის. გარდა ამისა, სცენის მიღმა ისმის გიტარა, ნატურალური ვალტორნა და ზარი.[64] ვერდის ადრეული საოპერო პარტიტურების უმეტესობისგან განსხვავებით, „ფალსტაფს“ ახასიათებს გამჭოლი განვითარება (through-composed), ანუ არ არის დაყოფილი არიებად და ცალკეულ ანსამბლებად. მეტიც, გამოქვეყნებულ სრულ პარტიტურაში ნომრების ჩამონათვალი მოცემული არ არის.[64] პარტიტურა ვერდის ადრეული ნამუშევრებისგან იმითაც განსხვავდება, რომ არ აქვს უვერტიურა: ორკესტრი მხოლოდ შვიდ ტაქტს ასრულებს პირველი ხმის (დოქტორი კაიუსი) შემოსვლამდე.[65] კრიტიკოსი როდნი მილნსი აღნიშნავს, რომ „სიამოვნება... გამოსჭვივის ყოველი ტაქტიდან თავისი დაუძლეველი წინმსწრაფველი იმპულსით, ძალდაუტანებელი მელოდიით, რიტმული სასიცოცხლო ძალით და დრამატული ტემპისა თუ კონსტრუქციის სისწორით“.[66] გამოცემაში „The New Grove Dictionary of Opera“ როჯერ პარკერი წერს:
მსმენელს თავს ატყდება რიტმების, საორკესტრო ფაქტურების, მელოდიური მოტივებისა და ჰარმონიული ხერხების განსაცვიფრებელი მრავალფეროვნება. პასაჟები, რომლებიც ადრეულ პერიოდში მთელი ნომრისთვის საკმარის მასალას მოგვცემდა, აქ ერთმანეთს ენაცვლება და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე იჭრება წინა პლანზე დამაბნეველი თანმიმდევრობით.[26]

ავტორებმა ოპერა აღწერეს როგორც „commedia lirica“ (ლირიკული კომედია).[n 10] მაკდონალდმა 2009 წელს აღნიშნა, რომ „ფალსტაფი“ ძალიან განსხვავებულია — სტილისტური გადახვევაა — ვერდის ადრეული შემოქმედებიდან.[68] მაკდონალდის ხედვით, მუსიკალური გამოხატვის უდიდესი ნაწილი დიალოგებშია და მასში მხოლოდ ერთი ტრადიციული არია გვხვდება.[68] შედეგად, „ასეთი სტილისტური ეკონომია — უფრო დახვეწილი და რთული, ვიდრე ის მანამდე იყენებდა — ნაწარმოების საკვანძო ნიშანია“. მაკდონალდი ამტკიცებს, რომ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ვერდი ავითარებდა იმ იდიომას, რომელიც მოგვიანებით XX საუკუნის მუსიკაში გაბატონდა: „ლირიზმი შემოკლებულია, მასზე მხოლოდ მინიშნებაა და არა მასში ჩაძირვა. მელოდიები მოულოდნელად იფურჩქნება და შემდეგ ქრება, მათ ენაცვლება კონტრასტული ტემპი ან მოულოდნელი ფრაზა, რომელიც სხვა პერსონაჟს ან იდეას შემოაქვს“.[68] მაკდონალდის აზრით, ორკესტრის პარტია მოქმედების დახვეწილი კომენტატორის როლს ასრულებს.[68] ამან გავლენა მოახდინა ვერდის სულ მცირე ერთ საოპერო მემკვიდრეზე: 1952 წელს იმოჯენ ჰოლსტმა, ბენჯამინ ბრიტენის მუსიკალურმა ასისტენტმა, „ფალსტაფის“ წარმოდგენის შემდეგ დაწერა: „პირველად გავაცნობიერე, რამდენს უმადლის ბენი [ვერდის]. არსებობს საორკესტრო მონაკვეთები, რომელთა მოსმენაც ზუსტად ისეთივე სასაცილოა, როგორც კომიკური ინსტრუმენტული ნაწილები ოპერაში „ალბერტ ჰერინგი“!“[69]
იმის შესახებ, თუ რამდენად არის „ფალსტაფი“ „შექსპირული“ ოპერა, კრიტიკოსები ხშირად დაობენ. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება აღებულია პიესიდან „უინძორელი მხიარული ქალები“, ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ბოიტომ და ვერდიმ შექსპირის პიესა სრულიად იტალიურ ნაწარმოებად გარდასახეს. სოპრანო ელიზაბეტ შვარცკოფი თვლიდა, რომ ამ კომედიაში არაფერი იყო ინგლისური ან შექსპირისეული: „ეს ყველაფერი მუსიკის საშუალებით გაკეთდა“.[70] 1961 წელს პიტერ ჰეიუორტმა გაზეთში „The Observer“ დაწერა: „შექსპირის გამო გვიყვარს „ფალსტაფზე“ ფიქრი, როგორც ნაწარმოებზე, რომელსაც გარკვეული ინგლისური ხასიათი აქვს. სინამდვილეში, ეს ოპერა ისევეა ინგლისური, როგორც „აიდა“ — ეგვიპტური. ბოიტომ და ვერდიმ ერთობლივად მსუქანი რაინდი ოპერა-ბუფას ერთ-ერთ არქეტიპად აქციეს“.[71] თუმცა თავად ვერდი თვლიდა, რომ ოპერის ფალსტაფი არ არის ტრადიციული იტალიური „ბუფო“ პერსონაჟი, არამედ წარმოაჩენს შექსპირის უფრო სრულყოფილ, ამბივალენტურ ფალსტაფს „ჰენრი IV“-დან: „ჩემი ფალსტაფი არ არის მხოლოდ „უინძორელი მხიარული ქალების“ გმირი, რომელიც უბრალოდ მასხარაა და ქალებს საკუთარი თავის გაშაყირების უფლებას აძლევს, არამედ არის „ჰენრი IV“-ის ორივე ნაწილის ფალსტაფიც. ბოიტომ ლიბრეტო სწორედ ამის შესაბამისად დაწერა“.[2] ერთ-ერთი იმდროინდელი კრიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ტექსტი „საოცარი სიზუსტით ბაძავდა შექსპირის ლექსის ზომასა და რიტმს“,[21] თუმცა ჰეპოკოსკი აღნიშნავს ბოიტოს მიერ ტრადიციული იტალიური მეტრული კონვენციების გამოყენებას.[n 11]
კიდევ ერთი ხშირად დასმული კითხვაა, თუ რამდენად მოახდინა გავლენა ვერდიზე ვაგნერის კომიკურმა ოპერამ „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“. პრემიერის დროს ეს სენსიტიური თემა იყო; ბევრი იტალიელი ეჭვით ან მტრულად უყურებდა ვაგნერის მუსიკას და ნაციონალისტურად იცავდა ვერდის რეპუტაციას.[73] მიუხედავად ამისა, ვერდის ახალი სტილი მკვეთრად განსხვავდებოდა მისი 1850-იანი და 1860-იანი წლების პოპულარული ნამუშევრებისგან და ზოგისთვის ის ვაგნერისეულ გამოძახილებს შეიცავდა.[73] 1999 წელს კრიტიკოსმა ენდრიუ პორტერმა დაწერა: „ის, რომ „ფალსტაფი“ იყო ვერდისა და ბოიტოს პასუხი ვაგნერის „მაისტერზინგერებზე“, ახლა აშკარაა. თუმცა იტალიური „ფალსტაფი“ უფრო სწრაფად ვითარდება“.[8] ტოსკანინიმ, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა „ფალსტაფის“ რეგულარულ რეპერტუარში დასაბრუნებლად, აღნიშნა:
...განსხვავება „ფალსტაფს“, რომელიც აბსოლუტური შედევრია, და „მაისტერზინგერებს“ შორის, რომელიც ვაგნერის ბრწყინვალე ოპერაა. უბრალოდ დაფიქრდით ერთი წამით, რამდენი მუსიკალური საშუალება — რა თქმა უნდა, მშვენიერი — უნდა გამოიყენოს ვაგნერმა ნიურნბერგის ღამის აღსაწერად. და ნახეთ, როგორ აღწევს ვერდი მსგავს გამაოგნებელ ეფექტს მსგავს მომენტში სულ რაღაც სამი ნოტით.[74]
ვერდის მკვლევრებმა, მათ შორის ჯულიან ბადენმა, გააანალიზეს მუსიკა სიმფონიური თვალსაზრისით — საწყისი ნაწილი არის „სრულყოფილი პატარა სონატური ალეგრო“, მეორე მოქმედება სრულდება კლასიკური ნელი კონცერტანტული ანსამბლის ვარიანტით, რომელიც გადადის სწრაფ სტრეტოში, ხოლო მთელი ოპერა მთავრდება „ყველაზე აკადემიური მუსიკალური ფორმით“ — ფუგით.[75] მილნსი ვარაუდობს, რომ ეს აჩვენებს „ბრძენი მოხუცი კონსერვატორის გაფრთხილებას იტალიური ოპერის ვერისტული სკოლის უკიდურესობების შესახებ“, რომელიც 1890-იანი წლებისთვის უკვე აღმავლობას განიცდიდა.[76] უწყვეტ პარტიტურაში ჩაქსოვილ სოლო ნომრებს შორისაა ფალსტაფის მონოლოგი „ღირსების“ შესახებ, რომელიც პირველ სცენას ასრულებს და მისი მოგონებებით სავსე არიეტა („Quand'ero paggio“) თავისი ახალგაზრდობის შესახებ.[77] ახალგაზრდა შეყვარებულებს, ნანეტასა და ფენტონს, პირველ მოქმედებაში ეძლევათ ლირიკული და მხიარული დუეტი („Labbra di foco“);[76] მე-3 მოქმედებაში ფენტონის ვნებიანი სასიყვარულო სიმღერა „Dal labbro il canto estasiato vola“ მცირე ხნით დუეტად იქცევა, როდესაც მას ნანეტა უერთდება.[76] შემდეგ მას აქვს პარტიტურის ბოლო მნიშვნელოვანი სოლო მონაკვეთი, „ფერიის“ არია „Sul fil d'un soffio etesio“, რომელიც პარკერმა დაახასიათა როგორც „კიდევ ერთი არია, გაჟღენთილი რბილი ორკესტრული ფერებით, რომელიც ამ სცენისთვის დამახასიათებელია“.[26]
კრიტიკოსი რიჩარდ ოსბორნი პარტიტურას ხედავს, როგორც მდიდარს თვითპაროდიით, სადაც ოპერების — „რიგოლეტოსა“ და „ბალ-მასკარადის“ — ავისმომასწავებელი თემები კომედიადაა გარდასახული. ოსბორნისთვის მე-3 მოქმედების ღამის მუსიკა ეყრდნობა ვებერის, ბერლიოზისა და მენდელსონის მაგალითებს, რაც ქმნის შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ მსგავს განწყობას. ოსბორნი მთელ ოპერას განიხილავს როგორც ანსამბლურ ნაწარმოებს და აღნიშნავს, რომ ძველი ვერდისეული სტილის დიდი სოლილოკვიუმი (მონოლოგი) შემონახულია ფორდის „ეჭვიანობის“ არიისთვის მე-2 მოქმედებაში, რომელიც სტილით თითქმის ტრაგიკულია, მაგრამ ეფექტით — კომიკური, რაც ფორდს „სასაცილო ფიგურად“ აქცევს.[78] ოსბორნი თავის ანალიზს ასე ასრულებს: „„ფალსტაფი“ კომედიის მუსიკალური აპოთეოზია: საუკეთესო ოპერა, შთაგონებული საუკეთესო დრამატურგის მიერ, მსოფლიოს საუკეთესო საოპერო კომპოზიტორის ავტორობით“.[79]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფალსტაფის მოკლე არიეტის, „Quand'ero paggio“, ორი ადრეული ჩანაწერი არსებობს. პინი კორსიმ, რომელიც პირველი ფორდი იყო, ის 1904 წელს ჩაწერა, ხოლო მორელმა — 1907 წელს.[80] მთლიანი ოპერის პირველი ჩანაწერი იტალიურმა „Columbia“-მ 1932 წლის მარტსა და აპრილში განახორციელა. მას ლორენცო მოლაიოლი დირიჟორობდა ლა სკალას გუნდთან და ორკესტრთან ერთად; შემადგენლობაში იყვნენ ჯაკომო რიმინი (ფალსტაფი) და პია ტასინარი (ალისა).[81] 1930-იან წლებში რამდენიმე ცოცხალი წარმოდგენა ჩაიწერა, თუმცა შემდეგი სტუდიური ჩანაწერი იყო ის, რომელსაც არტურო ტოსკანინიმ უხელმძღვანელა 1950 წლის NBC-ის რადიოტრანსლაციისთვის (გამოიცა RCA Victor-ის მიერ). პირველი სტერეოფონური ჩანაწერი 1956 წელს ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით „EMI“-სთვის განხორციელდა.[80]
მომღერლებს შორის, რომელთა მიერ შესრულებული მთავარი როლიც ასახულია ცოცხალ თუ სტუდიურ ჩანაწერებში, არიან იტალიელები: რენატო ბრუზონი, ტიტო გობი, როლანდო პანერაი, რუჯერო რაიმონდი, მარიანო სტაბილე, ჯუზეპე ტადეი და ჯუზეპე ვალდენგო; ფრანკოფონი მომღერლებიდან: გაბრიელ ბაკიე, ჟან-ფილიპ ლაფონი და ჟოზე ვან დამი; გერმანელებიდან: ვალტერ ბერი, დიტრიხ ფიშერ-დისკაუ და ჰანს ჰოტერი; ხოლო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მომღერლებიდან: გერაინტ ევანსი, დონალდ გრემი, ბრინ ტერფელი, ლეონარდ უორენი და უილარდ უაიტი.[55]
ჩანაწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | ფალსტაფი ფორდი ფენტონი ალისა ფორდი ნანეტა მისის ქუიკლი |
დირიჟორი, ოპერის თეატრი და ორკესტრი |
ლეიბლი[82] |
|---|---|---|---|
| 1932 | ჯაკომო რიმინი ემილიო გირარდინი რობერტო დ'ალესიო პია ტასინარი ინეს ალფანი-ტელინი ავრორა ბუადესი |
ლორენცო მოლაიოლი ლა სკალას ორკესტრი და გუნდი |
CD: Naxos Records Cat: 8.110198-99 |
| 1937 | მარიანო სტაბილე დინო ბორჯიოლი პიერო ბიაზინი ალფრედო ტედესკი ჯუზეპე ნესი ვირჯილიო ლაძარი ფრანკა სომილი ავგუსტა ოლტრაბელა მიტა ვაზარი ანჟელიკა კრავჩენკო |
არტურო ტოსკანინი ვენის სახელმწიფო ოპერა ვენის ფილარმონიული ორკესტრი |
CD: Bongiovanni Cat: GB 1137/38-2 CD: Arkadia Records Cat: HP 625.2 |
| 1950 | ჯუზეპე ვალდენგო ფრანკ გვარერა ანტონიო მადასი ჰერვა ნელი ტერეზა სტიჩ-რენდალი კლოე ელმო |
არტურო ტოსკანინი NBC-ის სიმფონიური ორკესტრი რობერტ შოუს გუნდი (ჩაწერილია კარნეგი-ჰოლში)[83] |
CD: RCA Cat: B00004R8ME |
| 1956 | ტიტო გობი როლანდო პანერაი ლუიჯი ალვა ელისაბედ შვარცკოფი ანა მოფო ფედორა ბარბიერი |
ჰერბერტ ფონ კარაიანი ფილარმონიის ორკესტრი ფილარმონიის გუნდი |
CD: EMI Classics Cat: CDM 5 67083 2 |
| 1963 | გერაინტ ევანსი რობერტ მერილი ალფრედო კრაუსი ილვა ლიგაბუე მირელა ფრენი ჯულიეტა სიმიონატო |
გეორგ შოლტი რომის საოპერო თეატრის ორკესტრი და გუნდი[84] |
CD: Decca Cat: B000787WWE |
| 1966 | დიტრიხ ფიშერ-დისკაუ როლანდო პანერაი ხუან ონსინა ილვა ლიგაბუე გრაციელა შუტი რეჯინა რეზნიკი |
ლეონარდ ბერნსტაინი ვენის ფილარმონიული ორკესტრი ვენის სახელმწიფო ოპერის გუნდი |
CD: CBS Masterworks Cat: 01-042535-10 |
| 1976 | დონალდ გრემი ბენჯამინ ლაქსონი მაქს-რენე კოსოტი კეი გრიფელი ელიზაბეთ გეილი ნუჩი კონდო |
სერ ჯონ პრიჩარდი ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი გლაინდბორნის გუნდი (ჩაწერილია გლაინდბორნის ფესტივალზე) |
DVD/VHS: Arthaus Musik Cat: 101 083 |
| 1980 | ჯუზეპე ტადეი როლანდო პანერაი ფრანსისკო არაიზა რაინა კაბაივანსკა ჯანეტ პერი კრისტა ლუდვიგი |
ჰერბერტ ფონ კარაიანი ვენის ფილარმონიული ორკესტრი ვენის სახელმწიფო ოპერის გუნდი |
CD: Philips Cat: B00000E2SL |
| 1982 | რენატო ბრუზონი ლეო ნუჩი დალმაციო გონსალესი კატია რიჩარელი ბარბარა ჰენდრიქსი ლუჩია ვალენტინი ტერანი |
კარლო მარია ჯულინი ლოს-ანჯელესის ფილარმონიული ორკესტრი ლოს-ანჯელესის სამაგისტრო გუნდი |
CD: Deutsche Grammophon Cat: B000001G4L |
| 1991 | როლანდო პანერაი ალან ტიტუსი ფრანკ ლოპარდო შერონ სვიტი ჯული კაუფმანი მერილინ ჰორნი |
კოლინ დეივისი ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი |
CD: RCA Victor Cat: 09026 60705-2 |
| 1996 | დომენიკო ტრიმარკი რობერტო სერვილი მაურიციო კომენჩინი ჯულია ფოლკნერი დილბერ იუნუსი ანა მარია დი მიკო |
ვილ ჰუმბურგი უნგრეთის სახელმწიფო ოპერის ორკესტრი და გუნდი |
CD: Naxos Cat: 8.660050–1 |
| 1998 | ჟან-ფილიპ ლაფონი ენტონი მაიკლს-მოური ანტონელო პალომბი ჰილევი მარტინპელტო რებეკა ევანსი სარა მინგარდო |
სერ ჯონ ელიოტ გარდინერი Orchestre Révolutionnaire et Romantique Monteverdi Choir |
CD: Phillips Cat: 462 603-2 |
| 2001 | ენდრიუ შორი ეშლი ჰოლანდი ბარი ბენქსი ივონ კენი სუზან გრიტონი რებეკა დე პონტ დეივისი |
პოლ დენიელი ინგლისის ნაციონალური ოპერის ორკესტრი და გუნდი (შესრულებულია ინგლისურ ენაზე) |
CD: Chandos Cat: Chandos 3079 |
| 2001 | ბრინ ტერფელი თომას ჰემპსონი დანიელ შტოდა ადრიან პიეჩონკა დოროთეა რეშმანი ლარისა დიადკოვა |
კლაუდიო აბადო ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ბერლინის რადიოს გუნდი (Berliner Rundfunkchor) |
CD: DGG Cat: 289 471 194-2 |
| 2004 | მიკელე პერტუზი კარლოს ალვარესი ბიულენტ ბეზდიუზი ანა იბარა მარია ხოსე მორენო ჯეინ ჰენშელი |
კოლინ დეივისი ლონდონის სიმფონიური ორკესტრი ლონდონის სიმფონიური გუნდი |
CD: LSO Live Cat: LSO0055 |
| 2009 | კრისტოფერ პერვზი ტასის ქრისტოიანისი ბიულენტ ბეზდიუზი დინა კუზნეცოვა ადრიანა კუჩეროვა მარი-ნიკოლ ლემიე |
ვლადიმერ იუროვსკი ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი გლაინდბორნის გუნდი (ჩაწერილია გლაინდბორნის ფესტივალზე) |
DVD: Opus Arte Cat: OA 1021 D |
| 2020 | რობერტო დე კანდია, სიმონე პიაზოლა, ხოელ პრიეტო, რებეკა ევანსი, რუთ ინიესტა, დანიელა ბარჩელონა |
დანიელე რუსტიონი Teatro Real-ის ორკესტრი და გუნდი ლორან პელი, დადგმის რეჟისორი |
DVD: Bel Air Classiques Cat: BAC177 |
„Operadis“-ის დისკოგრაფია სამოცდაათზე მეტ სხვა ჩანაწერს მოითვლის, რომლებიც ცოცხალ შესრულებაზეა გაკეთებული. მათ შორისაა: სერ თომას ბიჩემის დირიჟორობით 1944 წელს მეტროპოლიტენ-ოპერაში ჩაწერილი ვერსია ლეონარდ უორენის მონაწილეობით;[85] ფრიც რაინერი უორენთან ერთად მეტროპოლიტენში (1948);[86] ვიქტორ დე საბატა მარიანო სტაბილესთან ერთად ლა სკალაში (1951);[87] კარაიანი და გობი ზალცბურგის ფესტივალზე (1957);[88] ტულიო სერაფინი გობისთან ერთად ჩიკაგოს ლირიკულ ოპერაში (1958);[89] ლორინ მააზელი და ვალტერ ბერი ვენის სახელმწიფო ოპერაში (1983);[90] ჯეიმზ ლივაინი და პოლ პლიშკა მეტროპოლიტენში (1992);[91] რიკარდო მუტი და ხუან პონსი ლა სკალაში (1993);[92] შოლტი და ჟოზე ვან დამი ბერლინში (1993);[93] და ზუბინ მეტა და რუჯერო რაიმონდი ფლორენციის ტეატრო კომუნალეში (2006).[94]
1978 წლის ოქტომბერში შოლტიმ უდირიჟორა გეც ფრიდრიხის 1979 წლის ფილმისთვის „ფალსტაფი“ შექმნილ საუნდტრეკს. ჩანაწერი განხორციელდა „Decca“-ს მიერ ვენის „ზოფიენზაალში“ (Sofiensaal), ბერლინის დოიჩე ოპერისა და ვენის სახელმწიფო ოპერის გუნდების, ასევე ვენის ფილარმონიული ორკესტრის მონაწილეობით. შემადგენლობაში იყვნენ: გაბრიელ ბაკიე (ფალსტაფი), რიჩარდ სტილუელი (ფორდი), მაქს-რენე კოსოტი (ფენტონი), კარან არმსტრონგი (ალისა ფორდი), იუტა-რენატე ილოფი (ნანეტა) და მარტა სირმაი (მისის ქუიკლი).[84]
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ წყაროები განსხვავებულ თარიღს ასახელებენ მორელის შეთავაზებასთან დაკავშირებით. ალჯერნონ სენტ-ჯონ-ბრენონი 1916 წელს ჟურნალში „The Musical Quarterly“ თარიღად 1886 წელს მიუთითებს, „ოტელოს“ პრემიერამდე.[4] კარენ ჰენსონი 2007 წელს ჟურნალში „19th-Century Music“ ციტირებს 1890 წლის წერილებს, რომლებიც აჩვენებს, რომ მორელის მხრიდან ფრანგული ლიბრეტოს შეთავაზება სწორედ იმ წლით თარიღდება, როდესაც ჯერ კიდევ საიდუმლო იყო, რომ ვერდი „ფალსტაფზე“ მუშაობდა.[5]
- ↑ ბოიტომ ამოიღო პერსონაჟები: მასტერ ჯორჯ პეიჯი, უილიამ პეიჯი, მოსამართლე შელოუ, სლენდერი, სერ ჰიუ ევანსი, ნიმი, პიტერ სიმპლი და ჯონ რაგბი. მან ფენტონი გადააქცია ტრადიციულ ახალგაზრდა შეყვარებულად, ნაცვლად შექსპირის ნაკლებად რომანტიკული და მეტად ანგარებიანი პერსონაჟისა. მისის ქუიკლი გახდა უბრალოდ ფორდებისა და პეიჯების მეზობელი, ნაცვლად კაიუსის მსახურისა.[8] ამ პერსონაჟებთან დაკავშირებული ქვე-სიუჟეტები ამოიჭრა.[9]
- ↑ არსებობს ტრადიცია, რომ შექსპირმა „უინძორელი მხიარული ქალები“ ელისაბედ I-ის ბრძანებით დაწერა, რომელმაც გამოთქვა სურვილი, ეხილა „სერ ჯონი შეყვარებული“.[10] პერსონაჟი ნაცნობი იყო ელისაბედისეული აუდიტორიისთვის „ჰენრი IV“-ის ორივე ნაწილიდან და იმედგაცრუება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ შექსპირმა იგი ამოიღო პიესიდან „ჰენრი V“.[10] „მხიარული ქალები“ ნაჩქარევად დაიწერა და XVIII საუკუნისა და შემდგომი პერიოდის კრიტიკოსთა უმეტესობას მიაჩნდა, რომ ფალსტაფის პერსონაჟი აქ უფრო უხეშად იყო დახატული, ვიდრე წინა ორ პიესაში. 1744 წელს კორბინ მორისმა დაწერა, რომ „მხიარულ ქალებში“ ფალსტაფი „ზოგადად ბევრად დაბლა დგას თავის ნამდვილ ხასიათზე“.[11] მოგვიანებით მორის მორგანის (1777) და უილიამ რიჩარდსონის (1789) კვლევებში „მხიარული ქალების“ ფალსტაფი თითქმის სრულად არის იგნორირებული.[12] ბოიტოს დროის შემდეგაც ბევრი კრიტიკოსი აგრძელებდა მორისის შეხედულებების გაზიარებას; უ. ჰ. ოდენმა „მხიარულ ქალებს“ „შექსპირის ყველაზე ცუდი პიესა“ უწოდა.[10] ა. ლ. როუზი (1978) უფრო დადებითად იყო განწყობილი: „ეს იგივე ძველი გარყვნილია, ენის იმავე ვირტუოზულობით, რომლითაც ის თავის თავგადასავლებს უყვებოდა პრინც ჰალს“.[10]
- ↑ სახლი ბუსეტოს მახლობლად კვლავ ვერდის ოჯახის მფლობელობაშია. კომპოზიტორის ოთახები ხელუხლებლადაა შემონახული და ღიაა დამთვალიერებლებისთვის. შექსპირის ტომები კვლავ მის საწოლთან დევს.[14]
- ↑ შექსპირის ზოგიერთ გამოცემაში სახელი მოცემულია როგორც „ბრეინფორდი“ (Brainford).[19]
- ↑ მორელის დათანხმება არ გავრცელდა დასის ტურნეზე გერმანიაში. როგორც ფრანგმა, იმ პირობებში, როცა საფრანგეთ-პრუსიის ომში გერმანიის გამარჯვება კვლავ შეურაცხყოფდა ფრანგულ ეროვნულ სიამაყეს, მან უარი თქვა გერმანიაში გამოსვლაზე.[31]
- ↑ დაჯავშნული ადგილები პარტერში (platea) 5 ლირიდან 150 ლირამდე გაიზარდა, მსგავსი მატება იყო თეატრის სხვა ნაწილებშიც.[35]
- ↑ მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის უმეტესი ნაწილი გამჭოლია (through-composed) და არ აქვს აშკარა წყვეტები ბისზე შესასრულებლად, ვერდი წინასწარ დათანხმდა, რომ ქალთა კვარტეტი „Quell'otre! quel tino!“ და ფალსტაფის ხანმოკლე სიმღერა „Quand'ero paggio“ შეიძლებოდა განმეორებულიყო. ჰეპოკოსკი ვარაუდობს, რომ დირიჟორმა შესაძლოა შეანელა და შემდეგ მცირე ხნით შეაჩერა მუსიკა, რათა მაყურებელს ტაშის დაკვრის საშუალება ჰქონოდა.[36] მოგვიანებით წარმოდგენებზე ვერდიმ ნება დართო პარტიტურის სხვა ნაწილებიც შეესრულებინათ ბისზე, მათ შორის ნანეტას „Sul fil d'un soffio etesio“.[36]
- ↑ მომდევნო თაობების წამყვან დირიჟორებს შორის, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ „ფალსტაფთან“, არიან კლაუდიო აბადო და კოლინ დეივისი, რომელთაც ნაწარმოები ორ-ორჯერ ჩაწერეს.[55]
- ↑ მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი პირდაპირ ითარგმნება როგორც „ლირიკული კომედია“, ლეონკავალომ ის გამოიყენა თავისი ოპერისთვის „ბოჰემა“ (1897), რომელიც ტრაგიკულად სრულდება, ხოლო პუჩინიმ ეს ტერმინი გამოიყენა თავისი ტკბილი, მაგრამ სევდიანი ოპერისთვის „La rondine“ („მერცხალი“, 1917).[67]
- ↑ ამრიგად, ახალგაზრდა შეყვარებულები ძირითადად „quinari“-თ (ხუთმარცვლიანი ტაეპებით) მღერიან, მხიარული ქალები თავიანთ გეგმებს „senari“-თ (ექვსმარცვლიანი ტაეპებით) აწყობენ, ხოლო ფორდსა და მის თანამზრახველებს „ottonari“ (რვამარცვლიანი ტაეპები) აქვთ დათმობილი.[72]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Baldini, Gabriele (1980). The Story of Giuseppe Verdi: Oberto to Un ballo in maschera. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-22911-1.
- Beaumont, Antony, ed. (1987). Busoni: Selected Letters. New York: Columbia University Press. ISBN 0-231-06460-8
- Beecham, Thomas (1959). A Mingled Chime. London: Hutchinson. OCLC 470511334.
- Boito, Arrigo (1980). Falstaff in Full Score. New York: Dover. ISBN 978-0-486-24017-6.
- Budden, Julian (1984). The Operas of Verdi, Volume 1: From Oberto to Rigoletto. London: Cassell. ISBN 978-0-304-31058-6.
- Budden, Julian (1984). The Operas of Verdi, Volume 3: From Don Carlos to Falstaff. London: Cassell. ISBN 978-0-304-30740-1.
- Civetta, Cesare (2012). The Real Toscanini – Musicians Reveal the Maestro. New York: Hal Leonard. ISBN 978-1-57467-241-1.
- Grogan, Christopher (2010). Imogen Holst: A Life in Music. Woodbridge, UK and New York: Boydell Press. ISBN 978-1-84383-599-8.
- Hepokoski, James (1983). Giuseppe Verdi "Falstaff". Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-23534-1.
- Kimbell, David (2001). „Falstaff“, რედ. Holden, Amanda]]: The New Penguin Opera Guide. New York: Penguin Putnam. ISBN 978-0-14-029312-8.
- McDonald, Russ (2009). To astonish the world, Notes to Glyndebourne DVD recording. Waldron, Heathfield, UK: Opus Arte. OCLC 610513504.
- Melchiori, Giorgio (1999). „Introduction“, The Merry Wives of Windsor, Arden Shakespeare. London: Thomson. ISBN 978-0-17-443561-7.
- Milnes, Rodney (2004). Falstaff: notes to LSO Live recording. London: London Symphony Orchestra. OCLC 57210727.
- Morris, Corbyn (1744). An Essay Towards Fixing the True Standards of Wit, Humour, Raillery, Satire, and Ridicule. London: J Roberts and W Bickerton. OCLC 83444213.
- Osborne, Richard (1989). Karajan conducts Falstaff. London: EMI. OCLC 42632423.
- Osborne, Richard (1998). Herbert von Karajan: A Life in Music. London: Chatto and Windus. ISBN 978-1-85619-763-2.
- Phillips-Matz, Mary Jane (1993). Verdi: A Biography. London and New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-313204-7.
- Rowse, A L (1978). „The Merry Wives of Windsor“, The Annotated Shakespeare. London: Orbis. ISBN 978-0-85613-087-8.
- Sachs, Harvey (1988). Toscanini. New York: Harper and Row. ISBN 978-0-06-091473-8.
- Shakespeare, William (1994). „The Merry Wives of Windsor“, რედ. Peter Alexander: Complete works of William Shakespeare. Glasgow: HarperCollins. ISBN 978-0-00-470474-6.
- Steen, Michael (2003). The Lives and Times of the Great Composers. New York: Icon Books. ISBN 978-1-56159-228-9.
- Streatfeild, R A (1895). Masters of Italian Music. London: Osgood McIlvain. OCLC 2578278.
- Vickers, Brian (2002). William Shakespeare: The Critical Heritage, Volume 3: 1733–1752. London: Routledge. ISBN 978-1-134-78355-7.
- Wechsberg, Joseph (1974). Verdi. London: Weidenfeld and Nicolson. ISBN 978-0-297-76818-0.
დამატებითი ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Osborne, Charles (1969). The Complete Operas of Verdi. New York: Da Capo Press. ISBN 0-306-80072-1.
- Toye, Francis (1931). Giuseppe Verdi: His Life and Works. London: Heinemann. OCLC 462427571.
- Werfel, Franz (1973). Verdi: The Man and His Letters. New York: Vienna House. ISBN 0-8443-0088-8.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ფალსტაფი“ (ვერდი): ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
- ლიბრეტო საიტზე giuseppeverdi.it
- კინგსტონი, უ. ბიტი (მთარგმნელი), „ფალსტაფი: ლირიკული კომედია სამ მოქმედებად“. ლიბრეტო ორიგინალური ინგლისური თარგმანით საიტზე archive.org.
- დეტალური ინფორმაცია საკვანძო არიების შესახებ საიტზე aria-database.com
- „ფალსტაფის“ დეტალური დისკოგრაფია საიტზე operadis-opera-discography.org.uk
- ვიქტორ მორელის 1907 წლის ჩანაწერი — „Quand'ero paggio“, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Budden, Vol. 1, pp. 69–74
- 1 2 3 4 5 Klein, John W. "Verdi and Falstaff", The Musical Times, 1 July 1926, pp. 605–607 (ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ Baldini, p. 220
- ↑ St John-Brenon, Algernon. "Giuseppe Verdi", The Musical Quarterly, January 1916, pp. 130–162
- ↑ Henson, Karen. "Verdi versus Victor Maurel on Falstaff", 19th-Century Music, November 2007, pp. 113–130 (ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ Melchiori, pp. 90–91
- ↑ Rice, John A. "Falstaff (i)", and Brown, Clive. "Lustigen Weiber von Windsor, Die", The New Grove Dictionary of Opera, Oxford Music Online. Oxford University Press. Retrieved 2 March 2014 (ფასიანი რეგისტრაცია)
- 1 2 3 4 Porter, Andrew. "Roll Up! Here We Come Again!", programme booklet, Royal Opera House, Covent Garden, 6 December 1999, pp. 10–14
- ↑ Hepokoski, p. 26
- 1 2 3 4 Rowse, p. 444
- ↑ Vickers, p. 122
- ↑ Melchiori, p. 89
- 1 2 3 Verdi to Boito, 6 and 7 July 1889, in Phillips-Matz 1993, p. 700.
- 1 2 Gallo, Denise (2010). "Repatriating 'Falstaff': Boito, Verdi and Shakespeare (in Translation)", Nineteenth-Century Music Review, November 2010, pp. 7–34
- ↑ Steen, p. 453
- ↑ Verdi to Boito, 10 July 1889, in Phillips-Matz, pp. 700–701
- ↑ Hepokoski, p. 22
- ↑ Verdi to Boito, 18 August 1889, in Phillips-Matz, p. 702
- ↑ Shakespeare and Alexander, act IV, scene ii
- ↑ Wechsberg, p. 229
- 1 2 Streatfeild, p. 111
- ↑ Boito to Verdi, 30 October 1889, in Phillips-Matz, p. 703
- ↑ Hepokoski, pp. 22–26
- ↑ Boito to Verdi, in McDonald 2009, p. 8
- ↑ Hepokoski, p. 35
- 1 2 3 4 5 Parker, Roger. "Falstaff (ii)", The New Grove Dictionary of Opera, Grove Music Online, Oxford University Press. Retrieved 17 May 2015 (ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ Verdi to Maria Waldmann, 6 December 1890, in Philips-Matz, p. 707
- ↑ Verdi to Boito, 12 June 1891, in Philips-Matz, p. 709
- ↑ Hepokoski, p. 36
- ↑ Verdi to Teresa Stolz, 9 September 1892, in Phillips-Matz, p. 712
- ↑ "Verdi's Falstaff at Berlin", The Times, 2 June 1893, p. 5
- ↑ Verdi to Ricordi, 18 September 1892, in Phillips-Matz, pp. 714–715
- ↑ "Verdi's Falstaff, The Times, 8 December 1892, p. 5
- ↑ Phillips-Matz, p. 715
- 1 2 3 4 Hepokoski, pp. 55–56
- 1 2 Hepokoski, pp. 126–127
- ↑ Hepokoski, p. 56
- ↑ Phillips-Matz, pp. 717–720
- 1 2 3 Hepokoski, p. 83
- ↑ Gossett, Philip (Spring 2013). „Some Thoughts on the Use of Autograph Manuscripts in Editing the Works of Verdi and Puccini“. Journal of the American Musicological Society. 66 (1): 103–128. doi:10.1525/jams.2013.66.1.103. JSTOR 10.1525/jams.2013.66.1.103. (ფასიანი რეგისტრაცია)
- 1 2 Hepokoski, p. 129
- ↑ Beaumont (1987), pp. 53–54.
- 1 2 3 Hepokoski, pp. 76–77
- ↑ "Performance History", programme booklet, Royal Opera House, Covent Garden, 6 December 1999, p. 43
- ↑ Kimbell, p. 461
- ↑ "Verdi's great Falstaff, The New York Times, 5 February 1895
- ↑ Henry-Louis de La Grange. Gustav Mahler Vol. 2 Vienna: The Years of Challenge (1897–1904). p. 679
- 1 2 Aldrich, Richard. "To be Given at a Special Saturday Night Performance at the Metropolitan", The New York Times, 7 March 1909
- ↑ Beecham, p. 178
- ↑ Civetta, Chapter 3: "Falstaff" section.
- 1 2 Osborne, pp. 150–151
- ↑ Osborne, pp. 406, 409, 420, 655 and 815.
- ↑ Solti, pp. 79 and 191; and Hepokoski, p. 134
- ↑ Hepokoski, pp. 135–136
- 1 2 "Falstaff Discography", Opera Discography. Retrieved 21 July 2013
- ↑ Hepokoski, pp. 136–137
- ↑ Higgins, John. "Autumnal mastery of Verdi's emotional range", The Times, 16 April 1982, p. 9
- ↑ Milnes, Rodney. "In the belly of the best", The Times, 8 December 1999, p. 44
- ↑ Clark, Robert S. Music Chronicle, The Hudson Review, Winter, 2006, pp. 633–634 (ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ Rhein, John von. "Solti, CSO brilliant in spirited Falstaff", Chicago Tribune, 27 April 1985
- ↑ მომღერლების სია აღებულია: Budden, vol. 3, p. 416.
- ↑ Budden, vol. 3, p. 430
- ↑ Kimbell, pp. 461–462; and Latham, Alison. "Synopsis", programme booklet, Royal Opera House, Covent Garden, 6 December 1999, p. 43
- 1 2 Boito and Verdi, introductory pages
- ↑ Boito and Verdi, pp. 1–2
- ↑ Milnes, p. 7
- ↑ Maehder, Jürgen. "Bohème, La (ii)" and Budden, Julian. "Rondine, La", The New Grove Dictionary of Opera, Oxford Music Online, Oxford University Press. Retrieved 2 March 2014 (ფასიანი რეგისტრაცია)
- 1 2 3 4 McDonald 2009, p. 7
- ↑ Grogan, p. 169
- ↑ Osborne, p. 406
- ↑ Heyworth, Peter. "Falstaff and the Verdi canon", The Observer, 14 May 1961, p. 26
- ↑ Hepokoski, p. 31
- 1 2 Hepokoski, pp. 138–139
- ↑ Toscanini, Arturo, quoted in Lualdi's L'arte di dirigere l'orchestra (1940) reprinted in Sachs, p. 247
- ↑ Milnes, pp. 7–8
- 1 2 3 Milnes, p. 8
- ↑ Osborne, pp. 16 and 18
- ↑ Osborne, p. 13
- ↑ Osborne, p. 15
- 1 2 Walker, Malcolm. "Discography" in Hepokoski, pp. 176–177
- ↑ Notes to Naxos Historical CD 8.110198–99 (2002)
- ↑ ჩანაწერები (1932-დან 2001-მდე) საიტზე operadis-opera-discography.org.uk[მუდმივი მკვდარი ბმული]
- ↑ Hepokoski, p. 176
- 1 2 Stuart, Philip. Decca Classical, 1929–2009, retrieved 28 May 2015
- ↑ "Conductor: Thomas Beecham", Operadis, retrieved 28 May 2015
- ↑ "Conductor: Fritz Reiner", Operadis, retrieved 28 May 2015
- ↑ "Conductor: Victor de Sabata", Operadis, retrieved 28 May 2015
- ↑ "Conductor: Herbert von Karajan", Operadis, retrieved 28 May 2015
- ↑ "Conductor: Tullio Serafin", Operadis, retrieved 28 May 2015
- ↑ "Conductor: Lorin Maazel", Operadis, retrieved 28 May 2015
- ↑ "Conductor: James Levine", Operadis, retrieved 28 May 2015
- ↑ "Conductor: Riccardo Muti", Operadis, retrieved 28 May 2015
- ↑ "Conductor: Georg Solti", Operadis, retrieved 28 May 2015
- ↑ "Conductor: Zubin Mehta", Operadis, retrieved 28 May 2015
