ფალსო-ასუფრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფალსო-ასუფრეს ვულკანური კომპლექსი და კრატერის ტბა

ფალსო-ასუფრე (ესპ. Falso Azufre) — ვულკანური კომპლექსი სამხრეთ ამერიკაში, არგენტინა-ჩილეს საზღვარზე (კატამარკის პროვინცია, არგენტინა; ატაკამის რეგიონი, ჩილე). განეკუთვნება აქტიურ ვულკანებს, მაგრამ კომპლექსში შემავალი ზოგიერთი ვულკანი ამჟამად მიძინებულია. უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 5 890 მეტრზე მდებარეობს.

ვულკანური კრატერის დიამეტრი 1 კმ-ია. მისგან ჩრდილო დასავლეთით, ჩილეს ტერიტორიაზე, მდებარეობს კალდერის ტიპის უსახელო კრატერი, ხოლო 20-კმ-ით ჩრდილოეთით, ვულკანი ელ-კონდორი, 15 კმ-ით სამხრეთით კი ვულკანი სან-ფრანსისკო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]