ფალანგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Enomotie.svg
ბერძნული ფალანგა

ფალანგა (ბერძნ. φάλαγξ) — ქვეითთა საბრძოლო წესრიგი (მწყობრი) ძველ მაკედონიაში, საბერძნეთში და სხვა რიგ სახელმწიფოებში.

ბერძენ ჯარისკაცს ჰოპლიტი ერქვა. მძიმედ შეიარაღებულ ჰოპლიტებისაგან შემდგარ წყობას ფალანგას უწოდებდნენ. იგი შენდგებოდა 8 ჩამწკრივებული ჰოპლიტისაგან. ჰოპლიტთა ლაშქარი ბერძენთა ძირითად საომარ ძალას წარმოადგენდა ბერძნებს მცირერიცხოვანი ცხენოსანი ჯარი, ანუ კავალერიაც ჰყავდათ. ფალანგას ბრძოლა შეეძლო მხოლოდ გაშლილ ადგილას.დაშლილი ფალანგა ბრძოლის უნარს კარგავდა. ფალანგის სუსტი ადგილი იყო გვერდითი ხაზები და ზურგი. მჭიდროდ შეკრულ ფალანგას უძლიერესი დარტყმის მიყენება შეეძლო მოწინააღმდეგის ქვეითი ლაშქრისათვის, მაგრამ ვერაფერს ხდებოდა ცხენოსანთა წინააღმდეგ. ფალანგას ასევე იყენებდა ალექსანდრე მაკედონელი. მაკედონური ფალანგის წინა მწკრივებიდან ამომართული შუბების წყება მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნიდა მტრის მეომრებთან შეჯახებისას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: