ფაინა ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაინა ჭელიძე
დაბ. თარიღი 4 სექტემბერი, 1939 (1939-09-04) (84 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია

ფაინა ჭელიძე (დ. 4 სექტემბერი, 1939) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1939 წლის 4 სექტემბერს. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.

ილია დოიაშვილთან ერთად მუშაობდა „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანებაში.

გააფორმა ნახატი ფილმი „კაცი და ლომი“ (მ. ლავრაშვილი, 1969), დამდგმელი მხატვარია მისივე ფილმებისა: „ჩიბუხი“ (1975), „ბუმბული“ (1977), „ოპტიმისტური მინიატურა“ (1978), „ღამურა“ (1981), „ორი გოჯი მიწა“ (1987), „მორიელი“ (1990), „ანი, ბანი და სხვანი“ (1989) და სხვა.

2006 წლიდან პედაგოგად მუშაობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

მიღებული აქვს სპეციალური დიპლომი ანიმაციური ფილმების ფესტივალზე (ესპანეთი, სან-სებასტიანი) და პრიზი საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის საბჭოთა ანიმაციური ფილმების საკავშირო ფესტივალზე (ესტონეთი, ტალინი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული კინო, 1896-2011, გვ. 213, თბ., 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]