ფაილის განხილვა:ქსე თავფურცელი.jpg

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვგონებ, ეს სურათი, შეიძლება იყოს თავისუფალი ლიცენზიით გაშვებული?--Rastrelli F 08:33, 21 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) უბრალოდ თავფურცელია, მეტი არაფერი. თან მაგ დროს მგონი საავტორო უფლებები არც არსებობდა. -—დათო 09:49, 21 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
საავტორო უფლებები როგორ არ არსეობდა ვიღიმი, მე იმის თქმა მინდა, რომ რადგან ყდაა წიგნის და არა სხვა შინაარსობრივი მასალა, საავტორო უფლებები ვრცელდება თუ არა? თუ არ ვრცელდება, მაშინ როგორც ფაილის შემქნელს უპირატესი უფლება მაქვს ჩაუვუშვა სასურველი ლიცენზიით (PD-ს ვგულისხმობ)--Rastrelli F 10:49, 21 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) საბჭოთა კავშირის დროს ლიცენზიების საქმე სასაცილოდ იყო - მაგ. ფილმები, კომუნისტურ სახელმწიფოში ყველაფერი ხალხს ეკუთვნოდა, და საავტორო უფლება მოსახლეობის იყო. ანუ, ქსე0ც, მით.ლექსიკონიც და ა.შ. დღევანდელი ნორმებით თავისუფალია. - გიორგიმელა 10:52, 21 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ლიცენზია იყო. მაგრამ სსრკ-ის გაუქმებასთან ერთად ლიცენზიაც გაუქმდა. გავიკითხე. --ცანგალა () 10:56, 21 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ხო, ანუ ეხლა თავისუფალია. მე ამ ყველაფერს ესე ვიგებ, თუ ვცდები, გამარკვიეთ, რადგანაც მეც დამჭირდება ასეთნაირი ფაილები ატვირთვა. - გიორგიმელა 10:59, 21 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

არც ესე მარტივადაა საქმე,ბოლო პერიოდის გამომცემლობებს ყველას საკუთარი საავტორო უფლებები მითითებული აქვს პროდუქციაზე(ალბომები, წიგნები, ღია ბარათები ამ ფაილზე, მაგალითად, „ს.უ.“ ფლობს გამომცემლობა „ვნეშტორგიზდატი“). თუ გაუქმდა სსრკ, არ ნიშნავს რომ გაუქმდა გამომცემლობაც და შესაბამისად საავტორო უფლებები. არსებობს ამჟამად ქე-ს რედაქცია, რომელიც იგივე ორგანოა რაც იყო ქსე (შეგახსენებთ საქართველოს რესპუბლიკა საქართველოს სსრ-ა ისევ, მხოლოდ სახელი შეიცვალა 1990 წელს, თუ არ ვცდები, და კონსტიტუცია 1995 წელს. სხვა საკითხია ახალი კანონმდებლობა როგორ განიხილავს ამას. თუ ქსე იყო საყოველთაო საკუთრება, მაშინ ეგ უკვე არ ვიცი. ამ ფაილს კი ეშველება ვთქვათ, მაგრამ ზოგადად ეს საკითხი ეხება ყველა სხვა საბჭოთა პერიოდის მედია მასალას.--Rastrelli F 11:52, 21 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]