5 lines radio

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფაივ ლაინს რადიო)

5 Lines Radio ანუ „ფაივ ლაინს რადიო“ — რადიოსადგური თბილისში, რომელიც 93,8 მეგაჰერცი სიხშირის FM დიაპაზონზე მაუწყებლობდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 23 ნოემბერს FM დიაპაზონის 93,8 სიხშირეზე საცდელი სიგნალის გაშვების შემდეგ თბილისში ახალ რადიოსადგურს ჩაეყარა საფუძველი. 2006 წლის 15 დეკემბერი კი სადგურის გახსნის ოფიციალური თარიღია. დილის 9 საათზე, საეთერო სივრცეში ახალი მუსიკალურ-გასართობი რადიო ოფიციალურად შეუდგა მაუწყებლობას.

ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიოსადგურის საეთერო სივრცე წარმოდგენილია შემდეგი ფორმატით: Hot AC, რომელიც ყველაზე წარმატებული ფორმატია 80-იანი წლებიდან მოყოლებული ევროპასა და აშშ-ში, ამასთან ერთად ყველაზე პოპულარული და განვითარებადი.. კვლევების შედეგად მოხდა არსებული ფორმატის გაფართოება და მისი საქართველოსთან ადაპტირება.

უფრო კონკრეტულად კი, ძირითადი დატვირთვა თანამედროვე, რიტმულ, ენერგიულ მუსიკაზეა. რადიოს მუსიკალური ბაზა წარმოდგენილია Hot AC — პროგრესული AC და კონსერვატიული CHR მელოდიებით: RM Hot AC+ ამიერკავკასიის ჰიტები, ე. ი. Ritm Mix (უცხოური, ქართული და რუსული თანამედროვე რითმული მელოდიები) + ამიერკავკასიის ჰიტები (სომხური და აზერბაიჯანული თანამედროვე რითმული მელოდიები). ამავდროულად, ეთერში გამოყენებულია საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების მუსიკა, მაგრამ მცირე დოზით (მაგალითად, თურქული თანამედროვე რითმული ჰიტები).

გადაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკის გარდა, რადიოსადგურის ეთერი გაჯერებულია სხვადასხვა სახის აპოლიტიკური სიახლეებით. რადიომსმენელს საშუალება ეძლევა აქტიური მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ მუსიკალური პროგრამის შედგენაში.

მიზნობრივი აუდიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიოს უსმენს 15-დან 55-წლამდე მიზნობრივი აუდიტორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=5_lines_radio&oldid=4112196“-დან