ფაიანსი
ფაიანსი (ფრანგ. faïence) — მინერალური მასა, რომლისგანაც ამზადებენ კერამიკულ ნაკეთობებს. მიიღება გარკვეული ხარისხის თიხისაგან მასში თაბაშირისა და სხვა ნივთიერებათა შერევით.[1] სახელწოდება მომდინარეობს იტალიურ ქალაქ ფაენცადან (იტალ. Faenza), რომელიც მდიდარია ამ მასით და სადაც აწარმოებენ ფაიანსს. ქალაქს აქვს კერამიკის სკოლა და საერთაშორისო კერამიკის მუზეუმი, რომელიც 1908 წელს დაარსდა. კერამიკა ყველგანაა. მრავალი სახელოსნო აწარმოებს სუფრის ჭურჭელს, დოქებს, პანელებს, ქანდაკებებს და სხვა ნივთებს. ქალაქში ყველა აბრაც კი კერამიკულია.[2] ქალაქის ოფიციალური ეპითეტია „citta delle ceramice“ („კერამიკის ქალაქი“)
ფაიანსი გარეგნულად წააგავს ფაიფურს, მაგრამ განსხვავდება დამზადების ტექნოლოგიით. ფაიანსის წარმოებისთვის გამოიყენება იგივე მასალები, როგორც ფაიფურისთვის (მხოლოდ კომპონენტების თანაფარდობა იცვლება) და მსგავსი ტექნოლოგია (განსხვავებაა გამოწვის რეჟიმში).
ფაიანსის ნაკეთობებს აქვთ წვრილმარცვლოვანი ფორიანი სტრუქტურა, თეთრია, უჭიქურო მდგომარეობაში წყალს იწოვს და ატარებს. ფაიფურისაგან განსხვავებით გამჭვირვალობას მოკლებულია. შემადგენლობის მიხედვით ფაიანსი შეიძლება იყოს მაგარი, რბილი, კირქვიანი, თიხამიწის და სხვა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფაიანსი“ ვიკისაწყობში.