ფათმა ალიე თოფუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფათმა ალიე თოფუზი
Fatma Aliye Portrait (cropped).png
დაბ. თარიღი 9 ოქტომბერი 1862(1862-10-09)
დაბ. ადგილი სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 13 ივლისი 1936(1936-07-13) (73 წელი)
გარდ. ადგილი სტამბოლი, თურქეთი
დასაფლავებულია Feriköy Cemetery
საქმიანობა რომანისტი, ესეისტი, მესვეტე, მწერალი და ჟურნალისტი
ენა თურქული ენა
მოქალაქეობა Ottoman flag.svg ოსმალეთის იმპერია
Flag of Turkey.svg თურქეთი
ჟანრი რომანი

ფათმა ალიე თოფუზი (თურქ. Fatma Aliye Topuz; დ. 9 ოქტომბერი 1862, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია - გ. 13 ივლისი 1936, სტამბოლი, თურქეთი) ასევე ცნობილია, როგორც ფათმა ალიე ან ფათმა ალიე ჰანიმითურქი რომანისტი, მესვეტე, ესეისტი, ქალთა უფლებების აქტივისტი და ჰუმანიტარისტი. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ადრე გამოქვეყნდა სხვა თურქი ქალი ავტორის ზაფერ ჰანიმის რომანი 1877 წელს,[1] მაგრამ მას შემდეგ, რაც ფათმა ალიემ გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი, ხოლო შემდეგ კიდევ ხუთი რომანი, ლიტერატურულ წრეებში იგი აღენიშნება, როგორც პირველი ქალი რომანისტი თურქულ და ისლამური სამყაროს ლიტერატურაში.[2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფათმა ალიე დაიბადა 1862 წლის 9 ოქტომბერს სტამბოლში. ოსმალეთის წამყვანი მოხელის და ცნობილი ისტორიკოსის აჰმედ ჯევდეთ ფაშის (1822-1895)[4] და მისი მეუღლის ადვიე რაბია ჰანიმის მეორე შვილია.[5] მას ჰყავს ძმა ალი სედათი და და ემინე სემიე (1864).[3]

იმის გამო, რომ მამამისი ვალი (გუბერნატორი) იყო ეგვიპტეში და შემდეგ საბერძნეთში, მან სამი წელი დაჰყო 1866-დან 1868-მდე ალეპოში და შემდეგ ექვსი თვე, 1875 წელს იანინაში. 1878 წელს, იგი გაატარა ოჯახთან ერთად ცხრა თვე დამასკოში, სადაც მამამისი დაინიშნა.

ფათმა ალიემ განათლება არაოფიციალურად სახლში მიიღო, იმის გამო, რომ იმ დროს არ იყო მიღებული გოგონებისთვის სწავლა ფორმალურ კლასებში, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა სამართლებრივი შეზღუდვა ქალების განათლებისთვის. თავისი ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის წყალობით, მან მაღალ დონეზე შეისწავლა არაბული და ფრანგული ენები.[5][6]

1879 წელს, როდესაც ის იყო ჩვიდმეტი წლის, მამამისმა მოაწყო მას ქორწინება არმიის კაპიტანთან (ოსმალურ თურქულად: Kolağası) მეჰმედ ფაიკ ბეითან, რომელიც იყო სულთან აბდულჰამიდ II-ის თანაშემწე და გაზი ოსმან ფაშის ძმისშვილი, ასევე ქალაქ პლევენის ბლოკადის (1877) გმირი. მას შეეძინა ოთხი ქალიშვილი: ჰათიჯე (დ. 1880 წელს), აიშე (დ. 1884 წელს), ნიმეთი (დ. 1900 წელს) და ზიუბეიდე ისმეთი (დ. 1901 წელს).[5]

მისი მეუღლე, ნაკლებად ინტელექტუალური ადამიანი იყო, ვიდრე თვითონ ფათმა, და მათი ქორწინების პირველ წლებში, მას არ აძლევდა უფლებას წაიკითხოს რომანები უცხო ენებზე.[5]

მწერლის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი ლიტერატურაში 1889 წელს შედგა, როდესაც ის გადათარგმნა ჯორჯ ოჰნეტის რომანი Volonté ფრანგულიდან თურქულად, სახელწოდებით Meram, ქმრის ნებართვით, მათი შეუღლებიდან ათი წლის შემდეგ. ფსევდონიმით გამოიცა მისი წიგნი სათაურით "Bir hanim" ( "ქალბატონი").[5] ცნობილ მწერალ აჰმეთ მითათზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ის გაზეთ Tercüman-ı Hakikat ("სიმართლის თარჯიმანი") ფათმა თავის საპატიო ქალიშვილად გამოაცხადა. ფათმა ალიემ ასევე მამის ყურადღება მიიზიდა ისე, რომ იგი ლექციებს უკითხავდა მას და ცვლიდნენ იდეებს. თავისი პირველი თარგმანის შემდეგ, ფათმა ალიემ გამოიყენა ფსევდონიმი "Mütercime-i Meram".[6][7]

1894 წელს, ფათმა ალიემ, აჰმეთ მითათ ეფენდის თანაავტორობით, გამოაქვეყნა რომანი Hayal ve Hakikat ("ოცნება და ჭეშმარიტება"). რომანში, ის თავისმხრივ აღწერა ქალების ხასიათი, ხოლო აჰმეთ მითათი კაცების. მუშაობა გაფორმდა, როგორც "Bir Kadın ve Ahmet Mithat" ("ერთი ქალი და აჰმეთ მითათი"). ამ რომანის შემდეგ, ორი ავტორი მიმოწერეს ართმანეთს წერილები, რომლებიც მოგვიანებით გამოქვეყნდა გაზეთ Tercüman-ı Hakikat-ში.

ფათმა ალიემ თავისი პირველი რომანი Muhazirat ("სასარგებლო ინფორმაცია") გამოაქვეყნა 1892 წელს, თავისი ნამდვილი სახელით და გვარით, სადაც იგი ცდილობდა უარყო რწმენა, რომ ქალს არ შეუძლია დაივიწყოს თავისი პირველი სიყვარული. ეს გახდა პირველი რომანი მთელ ოსმალეთის იმპერიაში დაწერილი ქალის მიერ. წიგნი თავიდან გამოიცა 1908 წელს.

მისი მეორე რომანი Udi ("არფაზე მოთამაშე"), გამოქვეყნდა 1899 წელს, სადაც აღწერილია უდის მოთამაშე ქალი, რომელსაც ფათმა ალიემ ალეპოში შეხვდა. ამ რომანში, იგი უბრალო ენაზე მოგვითხრობს ბედიას ცხოვრების ამბავს, რომელმაც უბედური ქორწინება გადაიტანა.[7] ცნობილმა თურქმა რომანისტმა რეშათ ნური გიუნთექინმა Udi დაასახელა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად, რომელიც მიიზიდა ის ლიტერატურისკენ.[8]

მისი სხვა რომანებია: Raf'et (1898), Enin (1910) ("კვნესა") და Levaih-i Hayat ("ცხოვრისებული კადრები"). ის თავის ნამუშევრებში არწერდა ქორწინებას, ჰარმონისა მეუღლეებს შორის, სიყვარულსა და სითბოს. გარდა ამისა, მან აიღო ინდივიდუალიზმი, როგორც ცენტრალური თემა დამოუკიდებელი და თვითკმარი ქალის შექმნისა, რომლებიც მუშაობენ და შიულობენ საკუთარ ფულს კაცის გარეშე.[9]

1893 წელს, მისი პოპულარობა გაიზარდა, მას შემდეგ, რაც აჰმეთ მითათმა გამოსცა წიგნი Bir Muharrire-i Osmaniye'nin Neşeti ("ოსმანელი მწერლის დაბადება"), რომელიც შედგება ფათმა ალიეს წერილებისგან. ამ წერილებში, იგი გამოხატავს თავის დაუღლელ ენთუზიაზს სწავლისკენ.

მისი ესსე Nisvan-ı İslâm თარგმნილია ფრანგულ ენაზე სახელწოდებით Les femmes muselmannes და ასევე არაბულ ენაზეც, აგღეტვე მისი რომანი Udi თარგმნილია ფრანგულ ენაზე. მისი კრიტიკა, რომელიც გამოქვეყნდა ფრანგულ გაზეთში, რომელიც ეხებოდა წიგნს სახელწოდებით "აღმოსავლეთის და დასავლეთის ქალები" ფრანგ ემილე ჯულიარდის, მოიპყრო პარიზის დიდი ყურადღება. ასევე, საერთაშორისოდ აღიარებული მისი ნამუშევრები, 1893 წელს გამოიფინა მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიციაზე ჩიკაგოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე მისი ნამუშვრები შეიტანეს ქალთა ბიბლიოთეკის კატალოგში. მიუხედავად მისი პოპულარობის, მეორე საკონსტიტუციო ერამდე, იგი წარსულს ჩაბარდა.

1914 წელს გამოაქვეყნა თავისი წიგნი Ahmed Cevdet Paşa ve Zamanı ("აჰმედ ჯებდეთ ფაშა და მისი დრო"), მამამისის პოლიტიკური თავდასხმებისგან დასაცავად. ამ ნაშრომში, იგი აპირებდა წარმოედგინა პოლიტიკური სცენა მეორე საკონსტიტუციო ერის შემდეგ.[8] თუმცა, მისი დაპირისპირება ოფიციალურ ისტორიულ თეზისებთან, გამოიწვია მისი წიგნის გარიცხვა ლიტერატურიდან.

ქალთა უფლებების აქტივისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა რომანების წერისა, იგი ცამეტი წლის განმავლობაში, 1895-1908 წლებს შორის, ჟურნალ Hanımlara Mahsus Gazete ("ქალების გაზეთი") მესვეტე იყო, სადაც წერდა ქალთა უფლებებზე, თავისი კონსერვატიული შეხედულებების დაუმალავად. მისი და, ემინე სემიე იონასია (1864-1944),[3] იყო ერთ-ერთი პირველი თურქი ფემინისტი, რომელიც ჟურნალის ინტელექტუალ ქალებს შორის იყო.

1896 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში Nisvan-ı İslam ("ისლამის ქალები"), ფათმა ალიემ განმარტა მუსულმანი ქალების სიტუაცია დასავლური სამყაროში. ჟურნალის სვეტებში ის იცავდა კონსერვატიულ ტრადიციებს, საწინააღმდეგოდ იმ პერსონაჟებისა, რასაც ის ქმნიდა თავის რომანებში.

ჰუმანიტარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფათმა ალიე ასევე ჩართული იყო ქველმოქმედებაში. ბერძნულ-თურქეთის ომის შემდეგ, იგი 1897 წელს დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია "Nisvan-ı Osmaniye İmdat Cemiyeti" ("ოსმალეთის ქალთა ასოციაცია დახმარებისთვის"), ჯარისკაცების ოჯახების მხარდასაჭერად. ეს იყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ქალთა ორგანიზაცია. მისი ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის, 1899 წელს ოსმალეთის სულთანმა აბდულჰამიდ II-მ ის ქველმოქმედების ორდენით (Şefkat Nişanı) დააჯილდოვა.[10]

ფათმა ალიე ასევე "Osmanlı Hilal-i Ahmer Cemiyeti"-ის (ოსმალეთის წითელი ნახევარმთვარე) პირველი ქალი წევრი გახდა. გარდა ამისა, მუშაობდა "Müdafaa-i Milliye Osmanlı Kadınlar Heyeti" (ოსმანელ ქალთა ეროვნული თავდაცვის კომიტეტი), რომელიც დაარსდა თურქეთ-იტალიის ომის და ბალკანეთის ომების შემდეგ, 1910 წელს.

ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი უმცროსი ქალიშვილი ზიუბეიდე ისმეთი 1926 წელს ქრისტიანობა მიიღო, დატოვა თურქეთი, რომ გახდეს კათოლიკე მონაზონი.[4] ფათმა ალიე 1920-იან წლებში რამდენიმეჯერ იმოგზაურა საფრანგეთში თავისი ქალიშვილის ძიებასა და საკუთარი ჯანმრთელობის მიზეზის გამო.[5] 1928 წელს გარდაიცვალა მისი ქმარი. ფათმა ალიემ მიიღო გვარი "თოფუზი", მას შემდეგ, რაც თურქეთში დაინერგა გვარის კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 1934 წლის 21 ივნისს. ცხოვრების ბოლო წლები გაატარა ცუდი ჯანმრთელობისა და ფინანსურ გაჭირვებაში, გარდაიცვალა 1936 წლის 13 ივლისს სტამბოლში.[6] დაკრძალეს ფერიქიოის სასაფლაოზე.

აღიარება და დაპირისპირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

50 ლირის ბანკნოტის რევერსი (2009)

მიუხედავად იმისა, რომ ზაფერ ჰანიმმა დაწერა რომანი Aşk-ı Vatan ("სამშობლოს სიყვარული") 1877 წელს, მაინც ფათმა ალიე ჰანიმი ითვლება პირველ თურქ ქალ მწერალად.[6]

ფათმა ალიეს პორტრეტი გამოსახული 50 თურქული ლირის ბანკნოტის რევერსზე, 2009 წლის გამოცემაზე.[11] თუმცა, თურქეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება აირჩიოს ის, როგორც პირველი თურქი ქალი მწერალი, რომელსაც ერგო ეს პატივი, გამოიწვია დაპირისპირება თურქი ხალხისა და ისტორიკოსებს შორის.[2] კრიტიკოსების განმარტებით, ქალი მწერლები, როგორიცაა ედიფ ადივარ ჰალიდე ან აფეთ ინანი, რომლებიც არიან რესპუბლიკური ერის წარმომადგენლები, უფრო შესაბამისი იქნებოდა მათი პორტრეტების გამოყენება იმ ბანკნოტაზე, რომლის ავერს ამშვენებს ათათურქის პორტრეტი, ვიდრე ფათმა ალიესი, რომელმაც შეიმუშავა თავისი იდეები ქალთა უფლებებზე შარიათის (ისლამური სამართალი) კონტექსტში, რომელიც ეწინააღმდეგება ათათურქის რეფორმებს.[4]

აღსანიშნავი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Muhazarat (1892) ("სასარგებლო ინფორმაცია")
  • Hayal ve Hakikat (1894) ("ოცნება და სიმართლე")
  • Raf'et (1898)
  • Udi (1899) ("არფაზე მოთამაშე")
  • Enin (1910) ("კვნესა")
  • Levaih-i Hayat ("სცენები ცხოვრებიდან")

თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Meram (1890) ფრანგულიდან, ჯორჯ ოჰნეტის ნოველა Volonté (1888)

ესეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Namdaran-ı Zenan-ı İslamıyan (1895) ("ცნობილი მუსლიმი ქალები")
  • Osmanlıda Kadın: "Cariyelik, Çokeşlilik, Moda" (1895) ("ქალები ოსმალეთის იმპერიაში: ოდალისკი, მრავალცოლიანობა, მოდა")
  • With Mahmud Esad, Taaddüd-i Zevcat ("მრავალცოლიანობა")
  • Nisvan-ı İslam (1896) ("ისლამის ქალები") ფრანგული თარგმანი Les femmes muselmannes
  • Teracim-i Ahval-ı Felasife (1900) ("ფილოსოფოსების ბიოგრაფიები") (2006) Çizgi Kitabevi, Konya. გამოიცა. 153 გვერდი ISBN 975-8867-84-9[12]
  • Tedkik-i Ecsam (1901) ("კვლევის ობიექტები")
  • Ahmed Cevdet Paşa ve Zamanı (1914) ("აჰმედ ჯევდეთ ფაშა და მისი დრო")
  • Kosova Zaferi / Ankara Hezimeti: Tarih-i Osmaninin Bir Devre-i Mühimmesi (1915) ("კოსოვოს ბრძოლა / ანგორის ბრძოლა: ოსმალეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ერა")

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აჰმედ მიდათი. Fatma Aliye Hanım yahud Bir Muharrire-i Osmaniye'nin Neşeti (1893) (ქალბატონი ფათმა ალიე ან ოსმალელი მწერლის დაბადება). გამოცემა (1994) Sel Yayıncılık, Istanbul. 96p. ISBN 975-570-009-9 [1]
  • ბარბაროსოღლუ, ფათმა ქარაბიიქი. ფათმა ალიე: შორი ქვეყანა - პირველი ქალი მწერალი მუსლიმურ სამყაროში Timas Publishing. A novel based upon her life story.
  • Çakır,Serpil, A Biographical Dictionary of Women's Movements and Feminisms - Central, Eastern and South Eastern Europe, 19th and 20th Centuries - Aliye, Fatma (1862–1936). pp. 21–24. (2006) Central European University Press, edited by Francisca de Haan, Krassimira Daskolova and Anna Loutfi. 678 p. ISBN 963-7326-39-1 ISBN 9789637326394
  • Frierson, Elizabeth B., Late Ottoman society - The Intellectual Legacy - Women in Late Ottoman intellectual history. pp. 135–161 (2005) Routledge, edited by Elisabeth Özdalga. 348 p. ISBN 0-415-34164-7 ISBN 9780415341646
  • Mende-Altayli, Rana von (2010) ed.: Fatima Aliyye / Mahmud Esad: Ta'addüd-i Zevcat Zeyl – Continuation of the Debate on Polygamy. A Modern Turkish Version, Transcription and Facsimile. With an introduction by Rana v. Mende-Altayli. 177 p. Berlin: Klaus Schwarz, ISBN 978-3-87997-376-7

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zafer Hanim’in Ask-i Vatan Romani. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 26, 2012. წაკითხვის თარიღი: 5 March 2016.
  2. 2.0 2.1 50 lira edebiyat dünyasını ikiye böldü“, Hürriyet, 24 January 2009. წაკითხვის თარიღი: 26 April 2009. (Turkish) 
  3. 3.0 3.1 3.2 Fatma Aliye'nin gölgesinde kalan kardeşi“, Haber7, 2009. წაკითხვის თარიღი: 23 April 2009. (Turkish) 
  4. 4.0 4.1 4.2 Bayer, Yalçin. “Paralardaki Aliye Hanım...“, Hürriyet, 11 January 2009. წაკითხვის თარიღი: 26 April 2009. (Turkish) 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Yunus, Ceyda. “Fatma Aliye kime uzak?“, Milliyet, 28 March 2008. წაკითხვის თარიღი: 3 May 2009. (Turkish) 
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 E-9 Fifty Turkish Lira. TC Merkez Bankası. წაკითხვის თარიღი: 3 May 2009.
  7. 7.0 7.1 Fatma Aliye Hanım Turkish. Edebiyat Öğretmeni. წაკითხვის თარიღი: 3 May 2009.
  8. 8.0 8.1 Zavallı Fatma Aliye Hanım“, Zaman. წაკითხვის თარიღი: 3 May 2009. (Turkish) 
  9. Barbarosoğlu, Fatma K.. “TURKISH PIONEER 'Fatma Aliye Hanım' The first generation of Turkish female writers-2“, Today's Zaman, 31 October 2008. წაკითხვის თარიღი: 3 May 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან - November 17, 2008. 
  10. Ottoman medal for 'compassionate' British lady to go under the hammer. Hurriyet Daily News (24 January 2015).
  11. TL banknotes to be in circulation in 2009. Turkish Daily News (15 September 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 September 2007. წაკითხვის თარიღი: 28 September 2006.
  12. Çizgi Kitabevi Yayınları,Konya, Mayıs 2006