ფადლონ იბნ მუჰამადი
იერსახე
ფადლონ იბნ მუჰამადი, ფადლ იბნ მუჰამადი — შედადიანთა სახელმწიფოს მმართველი 985—1031 წლებში. დიდი წვლილი მიუძღვის შედადიანთა საგვარეულოს არანში (ოლქი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, მდინარეებს მტკვარსა და არაქსს შორის) დამკვიდრების საქმეში. 971 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შედადიანებმა განძა ჩაიგდეს ხელში. ფადლ იბნ მუჰამადის მმართველბის დროს შედადიანთა სახელმწიფო გაფართოვდა და განმტკიცდა. ის ხშირად ებრძოდა მუსლიმ თუ ქრისტიან მეზობელ პოლიტიკურ ერთეულებს. რამდენიმეჯერ ილაშქრა აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. მის დროს ჩაისახა საქართველოსა და შედადიანთა სახელმწიფს შორის მტრული ურთიერთობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თოფურია პ., აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI—XII საუკუნეებში, თბ., 1975;
- Минорский В., История Ширвана и Дербенда Х—ХИ веков, М., 1963
- თოფურია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 207.