ფადიმე შაჰინდალის მკვლელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფადიმე შაჰინდალი (თურქ. Fadime Şahindal; დ. 2 აპრილი 1975, ელბისტანი, თურქეთი - გ. 21 იანვარი 2002, შვედეთი) — ქურთი ემიგრანტი, რომელიც გადავიდა საცხოვრებლად შვედეთში თურქეთიდან შვიდი წლის ასაკში. 2002 წლის იანვარში მამისმა, რაჰმიმ, ღირსების დაცვის მიზეზით მოკლა.[1]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფადიმე შაჰინდალი წინააღმდეგი იყო, მისი ოჯახის მიერ დაჟინებულად მოწყობილი ქორწინების და ამის ნაცვლად აირჩია საკუთარი საქმრო. თავდაპირველად, იგი თავის ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ მამამისმა გაიგო ამის შესახებ. ამის შემდეგ ფადიმემ მიატოვა ოჯახი და გადავიდა საცხოვრებლად სუნდსვალიში, სადაც მისი ძმა იპოვა და დაემუქრა მას. მაშინ ფადიმემ პოლიციაში მივიდა, რომელიც მას ურჩია თავდაპირველად ოჯახს დაელაპაკებოდა. ამის შემდეგ ფადიმემ თავისი ამბავი მედიას გაანდო, რის შემდეგაც იგი კიდევ ერთხელ მივიდა პოლიციაში, ხოლო პოლიცია მას საიდუმლო იდენტურობა შესთავაზა. ფადიმეს მასმედიასთან საუბრის შემდეგ, იგი შეძლო მიეღო შესაბამისი მხარდაჭერა შვედეთის ხელისუფლებისგან, მაგრამ შაჰინდალი ასევე "სირცხვილი" შეაჭამა თავის ოჯახს საჯაროდ. შაჰინდალმა აგრეთვე სარჩელი შეიტანა თავისი მამის და ძმის წინააღმდეგ, მუქარის ბრალდებით და გაიმარჯვა.

ფადიმეს დაგეგმილი ჰქონდა გადაადგილება თავის შეყვარებულთან, პატრიკთან ერთად, მომდევნო თვეში, 1998 წლის ივნისში, როდესაც ის (პატრიკი) დაიღუპა ავტოავარიაში. პატრიკი დაკრძალულია უფსალაში.

მამამისმა ფადიმეს აუკრძალა უფსალაში ჩასვლა, მას შემდეგ, რაც მისი დაღუპული შეყვარებული იქ დაკრძალეს. ნალინ ფექგული, ქურთი წარმოშობის შვედი პარლამენტარი, ამ საკითხზე მიაღწია კომპრომის ოჯახთან, რომლის დროს შაჰინდალი დათანხმდა, რომ არ ჩამოვიდოდა უფსალაში, ხოლო თავის მხრივ მისი მამა დაჰპირდა, რომ დაანებებდა ფადიმეს დევნას.

2001 წლის 20 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობისთან ბრძოლის ქსელმა მოაწყო სემინარი თემაზე "ინტეგრაცია, რომლის თვალსაზრისით?". სემინარის დროს ფადიმემ რიქსდაგს მოუყვა თავისი ისტორია.

2002 წლის 21 იანვარს, ფადიმემ ფარულად ესტუმრა თავის დედას და დებს უფსალაში. ვიზიტის დროს, მისმა მამამ მოვიდა და ესროლა ფადიმეს თავში, მისი დედის და ორი დის თვალწინ. პოლიციასთან საუბარში, თავის თავდაცვის მიზნით იგი (მამამ) განაცხადა, რომ ის ავად იყო. მკვლელობის შემდეგ, ფადიმეს ერთ-ერთმა ბიძაშვილმა აღიარა ფადიმეს მკვლელობა, ამით იგი ცდილობდა პოლიციის დარწმუნებას, რომ მამას ფადიმე არ მოუკლავს.

საბოლოოდ შვედეთის სასამართლომ ფადიმეს მამა გაასამართლა მკვლელობის ბრალდებით, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ფადიმეს მკვლელობამ გამოიწვია დებატები შვედეთში ემიგრანტების ინტეგრაციისთან დაკავშირებით, აგრეთვე გაჩნდა დამატებითი კითხვები პატრიკის სიკვდილთან მიმართებით.

ფადიმე დაკრძალეს უფსალაში.

2014 წლის აპრილში, შვედეთის პოლიციამ ფადიმეს ძმა მოკლა მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა დაპატიმრებაზე.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]