შინაარსზე გადასვლა

ფაბრიციუსის ხიდი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაბრიციუსის ხიდი
იტალ. Ponte Fabricio
იტალ. Ponte dei Quattro Capi
იტალ. Ponte Fabricio

ფაბრიციუსის ხიდი 2008 წელს
41°53′28″ ჩ. გ. 12°28′42″ ა. გ. / 41.89111° ჩ. გ. 12.47833° ა. გ. / 41.89111; 12.47833
ქვეყანა იტალია
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია ტიბრი
მასალა აგური, ტრავერტინი
თაღების რაოდენობა 4
სიგრძე 62 
სიგანე 5.5 
მშენებლობის დასრულების თარიღი 62 წ
ფაბრიციუსის ხიდი — იტალია
ფაბრიციუსის ხიდი

პონს ფაბრიციუსი პონტე, ან დეი კვატრო კაპი (იტალ. Ponte Fabricio, „ფაბრიციანი ხიდი") — რომში, იტალიაში ყველაზე ძველი არსებული ხიდი.[1] ძვ. წ. 62 წელს აშენებული, იგი გადაჭიმულია მდ. ტიბრის ნახევარზე, კამპუს მარტიუსის აღმოსავლეთიდან, ტიბრის კუნძულის შუაში (პონს ცესტიუსი კუნძულის დასავლეთით მდებარეობს). Quattro Capi ("ოთხი თავი") მიუთითებს ორი სახის იანუსის ჰერმების ორ მარმარილოს ბოძზე მოაჯირზე, რომლებიც XIV საუკუნეში გადმოტანილ იქნა წმ. გრიგოლის ეკლესიიდან (მონტე საველო).[2]

დიო კასიუსის თანახმად, ხიდი ძვ. წ. 62 წელს იქნა აშენებული, რაც ციცერონის კონსულობიდან ერთი წლის შემდეგ, რათა ჩაენაცვლებინა ცეცხლში დამწვარი ადრინდელი ხის ხიდი. იგი დაკვეთა ლუციუს ფაბრიციუსმა, გზების კურატორმა და რომის გვარი ფაბრიციას წევრმა. რომაული ანტიკური ხანიდან მოყოლებული მუდმივად გამოიყენებოდა, მაგრამ დღეს იგი უვნებლადაა შემორჩენილი.

ფაბრიციუსის ხიდი 62 მ. სიგრძის და 5.5 მ. სიგანისაა. იგი აგებულია ორი ფართო თაღისგან, რომლებიც იჭიმება 80 ფუტზე, გამაგრებულია ცენტრალური ბოძით ნაკადის შუაში. ამ ხიდის თაღები პირველია ნებისმიერ რომაულ ხიდზე, რომლებიც არ იყო ნახევარწრიული ფორმის. ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო იმით, რომ ნახევარწრე მდებარეობდა წყალქვეშ. მისი ბირთვი აგებულია ტუფისგან. მისი გარე პირი დღეს აგურითა და ტრავერტინისგან შედგება. რელიეფი მდებარეობს ბოძიდან 20 ფუტის სიმაღლეზე. წყალდიდობის დროს, იგი სათადარიგო ადასაადგილებელ გზად გამოიყენებოდა.[3]

თავდაპირველი წარწერა ტრავერტინზე, საუბრობს მის მშენებელზე, ლათინურ ენაზე: L . FABRICIVS . C . F . CVR . VIAR | FACIVNDVM . COERAVIT | IDEMQVE | PROBAVIT ("ლუციუს ფაბრიციუსმა, გაიუსის ძემ, გზების ზედამხედველმა, იზრუნა და ასევე დაამტკიცა, რომ იგი აშენებულ იქნა"). წარწერა მეორდება ოთხჯერ, თითოეული თაღის თითოეულ მხარეს.

გვიანდელი წარწერა, უფრო პატარა ასოებით, აღნიშნავს, რომ ხიდი აღდგენილ იქნა პაპ ინოკენტი XI-ის დროს, სავარაუდოდ 1679 წელს.

O’Connor, Colin (1993), Roman Bridges, Cambridge University Press, p. 66, ISBN 0-521-39326-4

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rabun M. Taylor (2000). Public Needs and Private Pleasures: Water Distribution, the Tiber River and the Urban Development of Ancient Rome. L'ERMA di BRETSCHNEIDER, გვ. 141–. ISBN 978-88-8265-100-8. 
  2. Claridge, Amanda (1998). Rome: An Oxford Archaeological Guide. Oxford: Oxford Univ. Press
  3. Whitney, Charles S. (2003-01-01). Bridges of the World: Their Design and Construction (en). Courier Corporation, გვ. 61–63. ISBN 978-0-486-42995-3.