ფაასალელეაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფაასალელეაგა
სამოური ენა — Fa'asaleleaga
ISS012-E-23598 NASA-Savai'i east end, Apolima strait, Upolu.jpg
ქვეყანა სამოის დროშა სამოა
კოორდინატები 13°40′00″ ს. გ. 172°15′00″ დ. გ. / 13.66667° ს. გ. 172.25000° დ. გ. / -13.66667; -172.25000
ფართობი 266 კმ²
ცენტრის სიმაღლე 227 მეტრი
მოსახლეობა 13 736 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 51,64 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+13]]
ISO 3166 კოდი WS-FA
Samoa-Fa'asaleleaga.png

ფაასალელეაგა (სამოური ენა — Fa'asaleleaga) — სამოას ადმინისტრაციული ოლქი, რომელიც მდებარეობს სავაის კუნძულის აღმოსავლეთ ვაწილში. ოლქის ფართობია — 266 კმ². ოლქის მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს — 13 736 ადამიანს[1]. ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი საფოტულაფაი, სადაც ოლქის ბელადები ატარებენ სხდომებს ფუიფატუ მალაეში.

ფაასალელეაგაში ცხოვრობენ კლან მალიეტოას წარმომადგენლები, ამიტომ ოლქი მჭიდროდ დაკავშირებულია ტუამასაგას ოლქთან. საფოტულაფაის უხუცესების აზრს მუდამ ითვალისწინებენ ტუამასაგას მალიეს უხუცესები მალიეტოას ტიტულის მფლობელის არჩევისას. საფოტულაფაის ასევე აქვს მჭიდრო კავშირი სოფელ სალეაულასთან (გაგაემაუგას ოლქი).

ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს სოფელი საპაპალი, სადაც 1830 წელს შემოვიდა ჯონ უილიამსი, პირველი ქრისტიანი მისიონერი სამოას არქიპელაგზე. სოფელი საპაპალი აშენდა კლან მალიეტოას წევრების მიერ 1750 წელს, როდესაც იქ გადასახლდა მალიეტოა ტია. ზუსტად აქ 1830 წელს მალიეტოა ვაიინუპო შეხვდა კუნძულზე მოსულ ჯონ უილიამსს.

XX საუკუნეში ოლქის კიდევ ერთი სოფელი — სალელოლოგა — გახდა ცნობილი, როგორც სავაჭრო ცენტრი და სავაის კუნძულის ყველაზე დიდი პორტი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]