უჰერსკი-ოსტროჰი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
უჰერსკი-ოსტროჰი Uherský Ostroh | |||||
|
ქალაქის მოედანი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | ზლინი | ||||
| შიდა დაყოფა | Kvačice[1] , Ostrožské Předměstí[1] და Q56413043? | ||||
| კოორდინატები | 48°59′17″ ჩ. გ. 17°23′23″ ა. გ. / 48.98806° ჩ. გ. 17.38972° ა. გ. | ||||
| მმართველი | ვლასტიმილ კურჟიმსკი | ||||
| პირველი ხსენება | 1286 | ||||
| ფართობი | 26,53 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 178 მ | ||||
| მოსახლეობა | 4 209[2] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 158,6 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 687 24 | ||||
| საავტომობილო კოდი | Z | ||||
| ოფიციალური საიტი | uhostroh.cz | ||||
უჰერსკი-ოსტროჰი (ჩეხ. Uherský Ostroh) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის მხარეში. ქალაქი უჰერსკე-ჰრადიშტეს რაიონში მდებარეობს.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი სიტყვასიტყვით „უნგრეთის კონცხს“ ნიშნავს. ქალაქი ისტორიულად უნგრეთის სამეფოს საზღვართან მდებარე კონცხზე მდებარეობდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უჰერსკი-ოსტროჰი ქალაქ ზლინიდან სამხრეთ-დასავლეთით 33 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი მიდნარე მორავისა და ოკლუკის შესართავთანაა გაშენებული. უჰერსკი-ოსტროჰის მუნიციპალური ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი ქვემო მორავის ხეობაში მცებარეობს, აღმოსავლეთი კი ვიზოვიცეს მთიანეთში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უჰერსკი-ოსტროჰის წინამორბედი დასახლება იყო სტენიცე, რომელიც მდინარე მორავის კუნძულზე იყო გაშენებული. სტენიცეს დასახლება აქ XI საუკუნის მეორე ნახევარში არსებობდა. XIII საუკუნის შუა ხანებში უნგრელთა შემოსევებისგან თავდასაცავად აქ საფორთეფიკაციო ნაგებობები ააგეს. ბოჰემიის მეფე ოტოკარ II-მ მდინარეზე გადასასვლელ ფონთან ციხესიმაგრე ააგებინა. უჰერსკი-ოსტროჰის ციხესიმაგრე წერილობით წყაროებში პირველად 1275 წელსაა მოხსენიებული. ჰუსიტური ომების დროს უჰერსკი-ოსტროჰი ჰუსიტების სამხედრო ბანაკი იყო. 1511 წელს ის კოუნიცეს გვარის თავადებმა შეიძინეს. მათი მმართველობის დროს აქ არსებული ციხესიმაგრე რენესანსის სასახლედ გადააკეთეს. 1620 წლის თეთრი მთის ბრძოლის შემდეგ, კოუნოვიცეებს ქონება ჩამოართვეს. მალევე უჰერსკი-ოსტროჰი ლიხტენშტაინის დიდგვაროვანთა ოჯახმა შეიძინა, რომელიც ქალაქს თითქმის 300 წლის განმავლობაში ფლობდა.[3] ლიხტენშტაინები აქ არ ცხოვრობდნენ, ამის გამო ქალაქის განვითარება შეფერხდა. ამას თან დაერთო ხშირი წყალდიდობები, უნგრელთა და თურქთა შემოსევები. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა და ხელოსნობა მაინც განვითარდა.[3]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უჰერსკი-ოსტროჰი მორავიის სლოვაკეთის კულტურულ რეგიონში მდებარეობს. ქალაქში ყოველწლიურად საზეიმოდ იხსნება ტურისტული სეზონი. აგრეთვე ტარდება თეატრალური მინი-ფესტივალი. აღნიშნავენ ევროპული მემკვიდრეობის დღეებს და ჰოდის, რომელიც ფართოდ გავრცელებული ფესტივალია მორავიაში.[4]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი უჰერსკი-ოსტროჰის ციხეა. ეს ნაგებობა ამჟამინდელი სახით 1560–1570 წლებში აღადგინეს და მის გარშემო ბაღი გაშენდა. დღეს ის ქალაქის მერიის, ბიბლიოთეკისა და ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას ასრულებს.[5] შენობის შიდა სივრცეში ინტერაქტიული ექსპონატებია გამოფენილი და ის ღიაა დამთვალიერებელთათვის.[6] ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დგას წმინდა ანდრიას ტაძარი. ის ბაროკოსა და ნეოკლასიკურ სტილში 1751–1758 წლებში აშენდა.[5] ქალაქის გარეუბან ოსტროჟსკე-პრჟედმესტიში არის 1870-იან წლებში აგებული პრიზმული ფორმის სამრეკლო. სამრეკლოს შენობა 1912 წელს იანო კოლერმა სგრაფიტოს დეკორატიული სტილით გააფორმა.[5]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯოელ მიულერი (1827–1895) - რაბინი
- ფრანც კრონესი (1835–1902) - ავსტრიელი ისტორიკოსი
- ისრაელ ტაგლიხტი (1862−1943) - რაბინი
- იან ჩერნი (1874–1959) - პოლიტიკოსი, ჩეხოსლოვაკიის პრემიერ-მინისტრი
- ოტოკარ ბორუვკა (1899–1995) - მათემატიკოსი
- მარტინ ლეციანი (1900–1927) - სერიული მკვლელი
- ფრანტიშეკ ვანეკი (1931–2020) - ჰოკეისტი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- 1 2 Historie cs. Město Uherský Ostroh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-13. ციტირების თარიღი: 2021-12-12
- ↑ Informace o městě cs. Město Uherský Ostroh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-12. ციტირების თარიღი: 2021-12-12
- 1 2 3 Pamětihodnosti cs. Město Uherský Ostroh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-12. ციტირების თარიღი: 2021-12-12
- ↑ Podzemí zámku cs. Město Uherský Ostroh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-12. ციტირების თარიღი: 2021-12-12