უჯრედის ჩანართები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უჯრედის ჩანართები არის ის სტრუქტურები, რომელთაც უჯრედი შეიცავს. ისინი, ძირითადად, სხვადასხვა ნივთიერების მარაგს წარმოადგენს. ამიტომ უჯრედის არსებობის სხვადასხვა სტადიაში ჩანართები შესაძლოა იყოს დიდი რაოდენობითაც ან საერთოდ არ არსებობდეს.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანართები, ძირითადად, სხვადასხვა ზომის წვეთებისა და მარცველის სახით გვხვდება. ცხიმები განსხვავებული ზომის წვეთებად გროვდება, ნახშირწყლები და ცილები კი - მარცვლების სახით.

ცხიმის წვეთები დიდი რაოდენობითაა მცენარეთა თესლების, აგრეთვე ცხოველთა კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებში და სხვა. ნახშირწყლების მარაგი მცენარეულ უჯრედებში ძირითადად სახამებლის მარცვლების სახით გროვდება, ცხოველურ უჯრედებში კი - გლიკოგენის მარცვლების სახით. ცილოვანი ჩანართები განსაკუთრებით უხვადაა ცხოველთა კვერცხუჯრედში, მცენარეთა თესლების უჯრედებში და ორივე შემთხვევაში ჩანასახის საკვებს წარმოადგენს.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ბიოლოგია" სახელმძღვანელო მე-7 კლასელთათვის. თბილისი. 1998. გვ -46-47 - ავტორები: პროფ. გ.თუმანიშვილი, ბიომეცნ. დოქ. ი.ლაზრიშვილი, პროფ. ნ. მითაგვარია, დოც. ი .ქორქია, პროფ. გ. ღვალაძე, პროფ. ს .ცაგარელი.