უჯრედის ქიმიური შედგენილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უჯრედში შემავალი ქიმიური ნივთიერებები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებად. არაორგანულში შედიან წყალი და მინერალები(მინერალური მარილები). ორგანულ ნივთიერებებში კი ჯგუფდებიან ცხიმები,ცილები,ნახშირწყლები და ნუკლეინის მჟავები.


წყალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აუცილებელია უჯრედშიგა მეტაბოლიზმისთვის, მონაწილეობს ფერმენტულ პროცესებში, წყალი არის წყალბად იონების ძირითადი წყარო ფოტოსინთეზში, წყლის მოლეკულა შთანთქავს სითბოს - ამით იცავს უჯრედს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან. წყალი ორგანიზმში ნივთიერებათა გადაადგილებას უზრუნვეყოფს(სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა), წყალი "საპოხი" მასალაცაა(ყველგან სადაც შემხები ზედაპირებია:სახსრები,სანერწყვე ჯირკვალი). 4 გრადუს ცელსიუსზე წყალი მაქსიმალურ სიმკვრივეს აღწევს, და მასზე მოტივტივე ყინული დამცველობით ფუნქციას ასრულებს, შიგ მცხოვრები მაკრომოლეკულებისა და ულტრამიკროელემენტებისთვის. იგი უჯრედში 2 ფორმითაა: თავისუფალი(95%) და ბმული წყალი(4,9%). შედგება 2 წყალბადის და 1 ჟანგბადის ატომისგან.

მინერალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინერალური მარილები ზოგადი და მრავალფუნქციური ნივთიერებებია, იგი უფრო ხშირად მცენარეულ უჯრედში გვხვდება(დიპოლის სახით) იგი გადაადგილდება ღეროში და ბოლქვში. განაგებს მასში მიმდინარე ცილების სინთეზს.

ცხიმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხიმებს ლიპიდებსაც უწოდებენ, იგი ჰიდროფობური ნივთიერებაა ანუ წყალში უხსნადი. მაგალითად ზეთი წყალში არ იხსნება. მათ ახასიათებთ შემდეგი ფუნქციები

  • სტრუქტურული - მონაწილეობენ ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს შენაბაში.
  • ენერგეტიკული - ცხიმების წვით 2-ჯერ მეტი ენერგია გამოიყოფა ვიდრე ცილებისა და ნახშირწყლების.
  • სამარაგო - უჯრედში გვევლინება ცხიმოვანი წვეთისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის სახით
  • თერმოიზოლაცია - ცხიმი სითბოს ცუდი გამტარია რითიც ის უზრუნველყოფს ორგანიზმის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას.
  • რეგულატორული - ჰორმონები, ვიტამინები.
  • დამცველობითი - ცხიმის კანქვეშა შრე იცავს ორგანიზმს დაზიანებისგან.

ცილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცილები უჯრედის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ისინი ბევრ სასიცოცხლო პროცესს განაგებენ. ცილები ასრულებენ შემდეგ ფუქციებს

  • ფერმენტული - მონაწილეობს ორგანიზმში არსებული, ბიოქიმიური პროცესების წარმართვაში.
  • მამოძრავებელი - ნებისმიერი ორგანიზმის მოძრაობა დამოკიდებულია კუმშვად ცილებზე, აქტინზე და მიოზინზე.
  • სტრუქტურული - ცილები მონაწილეობენ უჯრედის ორგანოიდების შენებაში.
  • სატრანსპორტო - ჰემოგლობინი ჟანგბადს იკავშირებს ფილტვებში.
  • დამცველობითი - ჩვენს ორგანიზმში შემოჭრილ უცხო სხეულებს, ვირუსებს, ბაქტერიებს და შხამებს, ცილა - ანტისხეული ებრძვის.
  • სამარაგო - შეუძლია ანტიპოლარული წყლის გამომუშავება ფერმენტების წვით.
  • ჰორმონული - განაგებს უჯრედის ჰორმონებს, სასქესო ჰორმონებს და ა.შ.
  • ენერგეტიკული - ცილების წვით დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა.
  • რეგულატორული - არეგულირებს ორგანიზმში შემოჭრილი სიცხის მზარდ დონეს.
  • თერმოფილური - ცილა იცავს უჯრედსა და ორგანიზმს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისაგან.

ნახშირწყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახშირწყლებს შაქრებსაც უწოდებენ. მათ ორ ჯგუფად ანაწილებენ: მარტივი და რთული. მარტივი მონოსაქარიდები(გლუკოზა, ფრუქტოზა) და რთული დისაქარიდები(ლაქტოზა, საქაროზა), პოლისაქარიდები(სახამებელი,გლიკოგენი,ცელულოზა). მათი ფუნქციებია:

  • ენერგეტიკული - 1 მოლი ნახშირწყალი -> 17,6 კჯ(კილოჯოული).
  • სტრუქტურული - მონაწილეობენ უჯრედის მემბრანის შენაბაში.
  • სამარაგო - მცენარეებში სახამებლის და ძუძუმწოვრებში გლიკოგენის სახით.
  • დამცველობითი - სხვადასხვა ჯირკვლებში გამომუშავებული წვენები, იცავს უჯრედებს და ორგანოებს სხვადასხვაგვარი დაზიანებებისგან.

ნუკლეინის მჟავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუკლეინის მჟავებს დნმ(დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) და რნმ(რიბონუკლეინის მჟავა) მიეკუთვნება. დნმ არის გიგანტური მოლეკულა, რომელსაც აქვს ორმაგი სპირალის ფორმა, აგრეთვე შეიცავს მონაკვეთებს - გენებს. თითოეულ გენში ჩაწერილია ბრძანება ამა თუ იმ ცილის სინთეზის შესახებ.რნმ დნმ-ის ბრძანებას შეასრულებს, იგი გვხვდება რობოსომებში და სამგვარია: ი-რნმ(ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა), ტ-რნმ (ტრანსპორტული რიბონულკეინის მჟავა, რომელსაც მესენჯერ რნმ-საც უწოდებენ) და რ-რნმ(რიბოსომული რიბონუკლეინისმჟავა).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]