უხილავი ქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უხილავი ქარი“

ავტორი ირაკლი მეტრეველი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამომცემელი გამომცემლობა აზრი
გამოცემის თარიღი 2017
მედია თხელი ყდა
გვერდი 148
ISBN ISBN 978-9941-955-62-4

უხილავი ქარიირაკლი მეტრეველის რომანი. გამოქვეყნდა 2017 წელს გამომცემლობა „აზრის“ მიერ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სამხედრო რეპორტიორი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტს აშუქებდა, საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე საფრანგეთში მიემგზავრება, რათა ომზე ფიქრს გაექცეს და „ცოტა ხნით მაინც შეეკედლოს იმ ეფემერულ რეალობას, ადამიანი მოგზაურობისას რომ ქმნის“. ამავე დროს, პარიზში საფრანგეთის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის დახმარებით ერთ მის საოჯახო საიდუმლოს უნდა აეხადოს ფარდა.

პარიზის ქუჩებში ხეტიალი, ადამიანების და მათი ისტორიების მოგონებაში გადახლართული წარსული და აწმყო, დროით როგორც სიტყვებით თამაში, რენატა ტებალდის ფოტო, მჭკნარი ფოთოლი, ფარშავანგი, ბეღურა, ყვავი, ჭკა, მტრედი, იხვი, შაშვი, ბუ, მერცხალი, თოლია, აფრიკული თუთიყუში, კადმოსი და მეფე ლირი, იტალო კალვინო და ჰომეროსი, „დონ კიხოტი“ და მარსელ პრუსტი, მოლუსკის ნიჟარები და ლუის ბუნუელი, ქარი პირის და ზურგის, ქარი, რომელსაც ჩვენ არ ვხედავთ... და საიდუმლო, რომელსაც პაზლივით, ნაწილ-ნაწილ ვერ ამოხსნი.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]