შინაარსზე გადასვლა

უხილავი ქალაქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უხილავი ქალაქები“
Le città invisibili
ავტორი იტალო კალვინო[1]
გარეკანის მხატვარი რენე მაგრიტი, ციხესიმაგრე პირენეებში, 1959
ქვეყანა იტალიის დროშა
ენა იტალიური ენა
გამომცემელი Giulio Einaudi
გამოცემის თარიღი 1972[1]
მთარგმნელი უილიამ ვივერი (ინგ.)
დარეჯან კიკოლიაშვილი (ქართ.)
ქართულად გამოიცა 2015

უხილავი ქალაქები (იტალ. Le città invisibili) — იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს რომანი. პირველად 1972 წელს გამოქვეყნდა ჯულიო ეინაუდის რედაქტორობით.

წიგნში მარკო პოლოს ფანტაზიით შექმნილი წარმოსახვითი ქალაქებია წარმოჩენილი. წიგნს მოგზაურსა და დაბერებულ და მოუცლელ იმპერატორ ყუბილაი ხანს შორის საუბრის ფორმა აქვს. წიგნის დიდი ნაწილი მარკო პოლოს მიერ მოყოლილი მცირე პროზაული პოემებისგან შედგება, რომლებშიც 55 გამოგონილი ქალაქია აღწერილი და მათი დიდი ნაწილი შეიძლება იგავების ან მედიტაციების სახით იქნეს წაკითხული კულტურის, ენის, დროის, მეხსიერების, სიკვდილის ან ადამიანთა გამოცდილების ზოგადი ბუნების შესახებ.

უხილავი ქალაქები სამოგზაურო ლიტერატურის ჟანრის არქეტიპული მაგალითის, მარკო პოლოსო მოგზაურობა, დეკონსტრუქციაა. ამ წიგნში მარკო პოლო ცნობილი ვენეციელი ვაჭრის აზიასა და მონღოლთა იმპერიაში მოგზაურობას აღწერს.

9 თავში მარკო პოლო 55 წარმოსახვით ქალაქს აღწერს, რომელთაც ქალთა სახელები აქვთ. ქალაქები 11 თემატურ ჯგუფად იყოფა, რომლებშიც 5-5 ქალაქია მოქცეული.

  1. ქალაქები და ხსოვნა
  2. ქალაქები და სურვილი
  3. ქალაქები და ნიშნები
  4. უცნაური ქალაქები
  5. ქალაქები და ვაჭრობა
  6. ქალაქები და მზერა
  7. ქალაქები და სახელი
  8. ქალაქები და მიცვალებულები
  9. ქალაქები და ცა
  10. უსასრულო ქალაქები
  11. ფარული ქალაქები
თავი No.ხსოვნასურვილინიშნებიუცნაურივაჭრობამზერასახელიმიცვალებულებიცაუსასრულოფარული
1დიომირა
ისიდორა
დოროთეა
ზაირა
ანასტასია
თამარი
ზორა
დესპინე
ზირმა
იზაურა
2მაურილია
ფედორა
ზოია
ზენობია
ევფემია
3ზობეიდა
იპათია
არმილა
ქლოე
ვალდრადა
4ოლივია
სოფრონია
ევტროპია
ზემრუდა
აგლაურა
5ოქტავია
ერსილია
ბავკისი
ლეანდრა
მელანია
6სმერალდინა
ფილიდე
პირა
ადელმა
ევდოქსია
7მორიანა
კლარისა
ევსაპია
ბერსება
ლეონია
8ირენე
არგეა
თეკლა
ტრუდე
ოლინდა
9ლაუდომია
პერინცია
პროკოპოა
რაისა
ანდრია
ცეცილია
მაროცია
პენტესილეა
თეოდორა
ბერენიკე

1975 წელს წიგნი ნებულას ჯილდოზე იყო წარდგენილი საუკეთესო რომანის კატეგორიაში.[2]

უხილავი ქალაქები საფორტეპიანო ციკლის სახელწოდებაა, რომელიც კომპოზიტორმა სემიუელ ჩომ 2018 წლის ოქტომბერში შეასრულა. [3] ნაწარმოები ხუთი აქტისგან შედგება და ადელმაზე, ისაურაზე, პენთესილეაზე, ერსილიასა და ვალდრადაზეა დაფუძნებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. https://nebulas.sfwa.org/award-year/1975/
  3. Invisible Cities (2017/18), for solo piano en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-29. ციტირების თარიღი: 2019-06-29.