უხანის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უხანის მეტროპოლიტენი (ჩინ. 武漢軌道交通) — მეტროპოლიტენის სისტემა ჩინეთის ქალაქ უხანში. მიეკუთვნება მსუბუქლიანდაგიანებს. 2007 წლის მონაცემებით შედგება 1 ხაზისგან, მაგრამ იგეგმება 7. 10 სადგურისგან შემდგარი პირველი ხაზი „ხანკოუ“ — გაიხსნა 2004 წლის 28 სექტემბერს.

ხაზი 1 („ხანკოუ“)[რედაქტირება]

ხაზი 1-ის სიგრძე — 10,2 კმ.-ია. იგი შედგება 10 სადგურისაგან. 2010 წლისთვის ხაზი ორივე მხარის მიმართულებით უნდა გაიზრდოს 30 კმ.-მდე. სავარაუდოდ შეადგენს 26 სადგურს. ყველა სადგური ხანკოუშია და არ კვეთს მდინარეს. 2007 წელს გაიხსნა შემდეგი სადგურები:

  1. „ზონგუან“  (ჩინ. 宗關, ინგლ. Zongguan)
  2. „ტაიპინიანი“ (ჩინ. 太平洋, ინგლ. Taipingyang)
  3. „ციაოკოულო“ (ჩინ. 橋口路, ინგლ. Qiaokoulu)
  4. „ჩონჟენლუ“ (ჩინ. 崇仁路, ინგლ. Chongrenlu)
  5. „ლიჩჟიბეილუ“ (ჩინ. 利濟北路, ინგლ. Lijibeilu)
  6. „იოილუ“ (ჩინ. 友誼路, ინგლ. Youyilu)
  7. „ჩჟიანხანლუ“ (ჩინ. 江漢路, ინგლ. Jianghanlu) — გადასასვლელი მე-2 ხაზზე.
  8. „დაჩჟილუ“ (ჩინ. 大智路, ინგლ. Dazhilu)
  9. „სანიანლუ“ (ჩინ. 三陽路, ინგლ. Sanyanglu)
  10. „ჰუანპულუ“ (ჩინ. 黃埔路, ინგლ. Huangpulu)