შინაარსზე გადასვლა

უცნობი ჯარისკაცის საფლავი (იტალია)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უცნობი ჯარისკაცის საფლავი
Tomba del Milite Ignoto

უცნობი ჯარისკაცის საფლავი ქალღმერთ რომას ქანდაკების ქვეშ; მის ზევით ვხედავთ ცხენზე ამხედრებულ ვიტორიო ემანუელე II-ს, გაერთიანებული იტალიის პირველ მეფეს;
მდებარეობა ვიტორიო ემანუელე II-ის ძეგლი, რომი
მოქანდაკე ანჯელო ზანელი
გახსნის თარიღი 1921 წ. 4 ნოემბერი
მიძღვნილია ომში დაღუპული და დაკარგული იტალიელებისათვის

უცნობი ჯარისკაცის საფლავი (იტალ. Tomba del Milite Ignoto) — ომის მემორიალი, რომელიც მდებარეობს რომში, ღვთაება რომას ქანდაკების ქვეშ, ვიტორიო ემანუელე II-ის ძეგლთან. ეს არის საცელუმი, რომელიც ეძღვნება ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ იტალიელ ჯარისკაცებს.

აქ იმართება ოფიციალური ცერემონიები ყოველწლიურად იტალიის განთავისუფლების დღეს (25 აპრილი), იტალიის რესპუბლიკის დღეს (2 ივნისი) და ეროვნული ერთიანობისა და შეიარაღებული ძალების დღეს (4 ნოემბერი), როდესაც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები პატივს მიაგებენ უცნობი ჯარისკაცის სამლოცველოს დაფნის გვირგვინის დადებით ომებში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული იტალიელების ხსოვნის პატივსაცემად.

იტალიელი უცნობი ჯარისკაცის სხეული შეირჩა 1921 წლის 28 ოქტომბერს, აკვილიას ბაზილიკაში, მარია ბერგამასის მიერ, რომელიც ანტონიო ბერგამასის (იტალიელი ირედენტისტი მოხალისე იტალიის სამეფო არმიაში) დედა გახლდათ. მარია შეირჩა იმ მიზეზის გამო, რომ მისი ვაჟის სხეული პირველი მსოფლიო ომის დროს დაკარგულიყო.[1] მარია ბერგამასმა აირჩია სხეული იტალიის შეიარაღებული ძალების იმ 11 უცნობი პიროვნების სხეულებს შორის, რომელთა ნეშტიც ფრონტის სხვადასხვა რაიონებიდან გამოიგზავნა.[1]

მარია ბერგამასი, პირველი რამდენიმე კუბოს გავლის შემდეგ, მეათე კუბოს წინ, მიწაზე დაემხო და შვილის სახელი იკივლა. მემორიალისათვის სწორედ ეს სხეული აირჩა.[2] აკვილიაში დარჩენილი დანარჩენი ათი სხეული სამხედრო სასაფლაოზე დაიკრძალა.[1]

არჩეული სხეული მატარებლით გაემგზავრა აკვილიადან რომში, გაიარა უდინე, ტრევიზო, ვენეცია, პადუა, როვიგო, ფერარა, ბოლონია, პისტოია, პრატო, ფლორენცია, არეცო, კიუზი და ორვიეტო, საშუალო სიჩქარით. ყოველ სადგურზე მოსახლეობას შეეძლო პატივი მიეგო უცნობი ჯარისკაცისთვის.[1]

სხეული დაიკრძალა 1921 წლის 4 ნოემბერს ალტარე დელა პატრიაზეში, რომში, ღვთაება რომას ქანდაკების ქვეშ, საზეიმო ცერემონიით, რომელსაც ესწრებოდა მეფე ვიტორიო ემანუელე III, ასევე მრავალი ვეტერანი და ომში დაღუპულთა ქვრივები.[1] სხეული თავდაპირველად გადაიტანეს ანგელოზთა და წამებულთა წმინდა მარიამის ბაზილიკაში (სანტა-მარია-დელი-ანჯელი-ე-დეი-მარტირი), სანამ პროცესიით გადაიყვანდნენ ალტარე დელა პატრიაზე.[1]

უცნობი ჯარისკაცის საფლავი, შიდა კრიპტი

ალტარე დელა პატრიას საფლავის ეპიტაფიაზე გამოსახულია „Milite ignoto“ და თარიღები „Xxiv Maggio Mcmxv“ (24 მაისი, 1915) და „Iv Novembre Mcmxviii“ (4 ნოემბერი, 1918), ანუ პირველ მსოფლიო ომში იტალიის მონაწილეობის დასაწყისი და დასასრული. უცნობი ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონია, რომელიც 1921 წლის 4 ნოემბერს გაიმართა, იყო გაერთიანებული იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი პატრიოტული დემონსტრაცია,[3] რომელშიც მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.[4]

1 ნოემბერს, დეპუტატ ჯოვანი ჯურიატის ინიციატივით, უცნობ ჯარისკაცს მიენიჭა სამხედრო გმირობის ოქროს მედალი, იტალიის უმაღლესი სამხედრო ჯილდო, წარწერით, რომელიც შემდგომში ასევე აისახა მისი საცელუმის გვერდზე, რომელიც მდებარეობს ალტარე დელა პატრიას შიგნით, ამავე სახელწოდების კრიპტაში:

„მამაცი წინაპრებისა და ათასწლოვანი ცივილიზაციის ღირსეული შვილი, იგი უდრეკლად იდგა ყველაზე სასტიკ თხრილებში, ავლენდა თავის სიმამაცეს ყველაზე სისხლიან ბრძოლებდი და დაეცა ბრძოლისას, სამშობლოს გამარჯვებისა და სიდიადის იმედით სავსე.“

შიდა კრიპტის წინა კარზე გამოსახულია ეპიტაფია,[1] რომელიც დაწერა მეფე ვიტორიო ემანუელე III-მ:[4]

„უცნობია სახელი - მისი სული ბრწყინავს - სადაც არ უნდა იყოს იტალია - ცრემლებისა და სიამაყის ხმით - ისინი ამბობენ - უთვალავი დედები: - ეს ჩემი შვილია.“

ორი ბრაზიერიდან ერთ-ერთი, რომლებიც უცნობი ჯარისკაცის საფლავის ორივე მხარეს, მუდამ ანთია. ფირფიტაზე ვხედავთ წარწერას: „Gli italiani all'estero alla Madre Patria“ („იტალიელები სამშობლოსთვის სამშობლოს გარეთ“)

კრიპტისა და აკლდამის ნაწილები დამზადებულია ქვის მასალებით იმ მთებიდან, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის ბრძოლების ასპარეზი იყო: მარმარილოს იატაკი არის კარსტის პლატოდან, ხოლო პატარა საკურთხეველი დამზადდა მონტე გრაპას ქვის ერთი ბლოკისგან.

უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყოველთვის იცავენ ჯარისკაცები.[1] დაცვას უზრუნველყოფს იტალიის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა შტოს სამხედრო პერსონალი, რომლებიც ყოველ ათ წელიწადში ენაცვლებიან ერთმანეთს.[1] 2011 წელს, 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისა და აკვილიადან რომში სხეულის გადატანის 90 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მოეწყო უცნობი ჯარისკაცის მატარებლით მგზავრობის ისტორიული რეკონსტრუქცია.

აქ იმართება ოფიციალური ცერემონიები ყოველწლიურად იტალიის განთავისუფლების დღეს (25 აპრილი), იტალიის რესპუბლიკის დღეს (2 ივნისი) და ეროვნული ერთიანობისა და შეიარაღებული ძალების დღეს (4 ნოემბერი), როდესაც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები პატივს მიაგებენ უცნობი ჯარისკაცის სამლოცველოს დაფნის გვირგვინის დადებით ომებში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული იტალიელების ხსოვნის პატივსაცემად.[5]

იტალიის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან (4 ნოემბერი, 2016 წ.)

მისი ძლიერი სიმბოლიზმის მიზეზი მდგომარეობს მეტაფორულ გადასვლაში ჯარისკაცის ფიგურიდან ხალხის ფიგურაზე და საბოლოოდ ერის ფიგურაზე: ეს გადასვლა სულ უფრო ფართო და ზოგად ცნებებს შორის განპირობებულია ჯარისკაცის არაიდენტიფიცირებით.[6]

მისი საფლავი არის სიმბოლური სამლოცველო, რომელიც წარმოადგენს ომში დაღუპულ და დაკარგულ ყველა ადამიანს.[7] უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვერდს, რომელიც გასცქერის ალტარე დელა პატრიას, ყოველთვის იცავს საპატიო ყარაული და ცეცხლი, რომლებიც მუდმივად იწვის გვერდითა ბრაზიერებში.[8]

მუდმივად მწველი ცეცხლის ალეგორიული მნიშვნელობა დაკავშირებულია მის საკუნოვან სიმბოლიზმთან, ვინაიდან მას ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში აქვს ფესვები (განსაკუთრებით მიცვალებულთა კულტში). მარადიულად მწველი ცეცხლი სიმბოლოა ხსოვნისა, ამ შემთხვევაში, პატრიოტული სიყვარულით შთაგონებული უცნობი ჯარისკაცის მსხვერპლისა და მისი მარადიული ხსოვნისა იტალიელთა შორის, მათ შორის იმათთვისაც, ვინც შორსაა თავიანთი ქვეყნისგან: არ არის შემთხვევითი, რომ უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვერდით არსებულ ორ მარადიულ ბრაზიერზე დადებულია ფირფიტა, რომლის ტექსტში წერია „იტალიელები სამშობლოსთვის სამშობლოს გარეთ“, იმ შემოწირულობების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც გააკეთეს იტალიელმა ემიგრანტებმა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ვიტორიანოს მშენებლობისთვის.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 MILITE IGNOTO.
  2. In ricordo del Milite Ignoto e di Maria Bergamas a Gradisca di Isonzo Italian. ციტირების თარიღი: 3 October 2019
  3. Tobia 2011, p. 73.
  4. 4.0 4.1 Tobia 2011, p. 80.
  5. Tobia 2011, p. 109.
  6. Tobia 2011, p. 72.
  7. L'Altare della Patria Italian. ციტირების თარიღი: 1 January 2018
  8. Il Vittoriano e piazza Venezia Italian (20 January 2015). ციტირების თარიღი: 6 June 2017
  9. Il mito della "lampada perenne" Italian (13 January 2010). ციტირების თარიღი: 12 February 2018