უცნაური ბლოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უცნაური ბლოგის ლოგო

უცნაური ბლოგიინტერნეტ ბლოგის ტიპის ქართული საიტი. მისი შექმნის მიზანი იყო, არსებულიყო განსხვავებული ქართული პორტალი. ბლოგი ოფიციალურად გაიხსნა 2008 წლის 27 ოქტომბერს, თუმცა პირველი სტატია მასზე გამოქვეყნდა 2008 წლის 13 ოქტომბერს. ბლოგი დაარსებული იქნა ბაქარ ლომსაძის, გიორგი საბედაშვილისა და ირაკლი ივანიძის მიერ, რომლებიც თავიდან მართავდნენ მას. 2009 წლის ბოლოდან ბლოგს მართავს ბაქარ ლომსაძე და ადმინისტრატორების/რედაქტორების გუნდი.

ბლოგის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„უცნაური ბლოგი“ არის რესურსი, სადაც წარმოდგენილია უჩვეულო და შემეცნებითი სტატიები. ბლოგზე სტატიის დამატება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რესურსი თემატურად მრავალფეროვანია და გამოირჩევა ავტორების სიმრავლით. ბლოგზე ყველა ავტორს აქვს საკუთარი „მინი“ ბლოგი (პერსონალური ბმული მის სტატიებზე). შექმნის დღიდან ბლოგზე გამოქვეყნებულია 15,000-ზე მეტი სტატია. დაახლოებით 2010 წლიდან ბლოგს სტუმრობს დღეში საშუალოდ 20,000 - 30,000 ადამიანი (2011 წლის ივნისის მაჩვენებლით).[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ბლოგზე მკაცრად კონტროლდება კომენტარებში ცენზურა. ბლოგის რედაქცია ყურადღებას აქცევს საავტორო უფლებების საკითხს. სხვა რესურსებიდან დაკოპირებული სტატიები ბლოგიდან იშლება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]