უცვეთელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უცვეთელა
(Philadelphus × virginalis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ყვავილოვანნი
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ჰიდრანგეასებრნი
გვარი: უცვეთელა
ლათინური სახელი
Philadelphus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



უცვეთელა (ლათ. Philadelphus) — მცენარეთა გვარი ჰიდრანგეასებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქებია. მათი სიმაღლე 2—3 აღწევს. დატოტვილი ღეროები და ზემოთ აშვერილი ყლორტები აქვთ. ფოთლები მოპირისპირედაა გაწყობილი. თეთრი ან კრემისფერი ყვავილები შეკრებილია მტევნისებრ ყვავილებად. ნაყოფი მრავალთესლიანი კოლოფია. 71 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მრავალი სახეობა შეტანილია კულტურაში. კავკასიასა და საქართველოში ამ გვარის მხოლოდ 1 სახეობა იზრდება — კავკასიური უცვეთელა (Philadelphus caucasicus), რომელიც გვხვდება შუა სარტყლის ტყეებში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებს შორის. აქვს სურნელოვანი ყვავილები. თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა. მოშენებულია ბაღებსა და პარკებში. იყენებენ პარფიუმერიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]