უჩხოს ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უჩხოს ხიდი — XI - XIII საუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს უჩხოსწყალზე (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი), დაბა ხულოდან 7 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ უჩხოს ხევის ორ ნაპირს. ხიდის სიგრძე შეადგენს 7.5 მეტრს, შუა წელის სიგანე 2,5 მ, მარჯვენა მისასვლელის — 2,8 მ, მარცხენა მისასვლელის — 2,7 მ. ხიდის მაქსიმალური სიმაღლე წყლის დონიდან ხიდის თავამდე 4,6 მეტრია. თაღის სისქე შუა წელში 40 სმ-ია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 41