უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი | |
---|---|
დაარსდა | 1988 |
მდებარეობა | თბილისი, საქართველო. |
სტატუსი | სახელმწიფო |
ექსპონატი | 1 456 |
კლასიფიკაცია | სახელოვნებო |
უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი — მუზეუმი თბილისში, საქართველო. დაარსდა 1988 წელს, ცნობილი ქართველი მხატვრის - უჩა ჯაფარიძის (1906-1986) ბინა – სახელოსნოს ბაზაზე. არის სახელოვნებო კლასიფიკაციის. ინახება 1 456 ექსპონატი. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და სხვა დოკუმენტური მასალები.