უშფოთველობა (სურათი)
კოორდინატები: 38°14′56″N 122°24′37″W / 38.248966° ჩ. გ. 122.410269° დ. გ.
უშფოთველობა (ინგლ. Bliss) — Microsoft Windows XP ოპერაციულ სისტემაში ჩართული BMP ფორმატის სურათის დასახელება, რომელიც გადაღებულ იქნა კალიფორნიის შტატის სონომის ოლქში, სონომის ველიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ძველი სარძევე ფერმა Clover Stornetta-ს სიახლოვეს[1]. გამოსახულებაზე აღბეჭდილია მწვანე ბორცვები და ცისფერი ცა ფრთა-ღრუბლებლებით. გამოსახულება გამოიყენება სტანდარტულ ეკრანულ ფონად თემაში Luna ოპერაციულ სისტემაში Windows XP.
ფოტონამუშევარი ეკუთვნის სეინთ-ჰელენაში მაცხოვრებელ პროფესიონალ ფოტოგრაფს, ჩარლზ ო'რიერს, რომელმაც აღნიშნული ფოტოსურათი გადაიღო ციფრული დიზაინ-კომპანიისთვის HighTurn. ო'რიერი ფოტოსურათებს ასევე იღებდა კერძო კომპანიისთვის Corbis, რომელიც ბილ გეითსის საკუთრებაში იყო.