უშკანის კუნძულები (რუს.Ушканьи острова) — კუნძულთა ჯგუფი ბაიკალის ტბის შუა ნაწილში, სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძულის სიახლოვეს (რუსეთი, ბურიატეთის რესპუბლიკა). ფართობი 9,8 კმ². არქიპელაგის შემადგენლობაშია 4 კუნძული, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი უშკანის კუნძული (ფართობი 9,4 კმ², სიმაღლე 216 მ). უმეტესწილად აგებულია კემბრიუმამდელი კრისტალური კირქვებით. დაფარულია ფოთლოვანი ტყეებით. ნაპირები კლდოვანია. სანაპიროებზე არის ბაიკალური ნერპის თავშესაყარი. უშკანის კუნძულები აკადემიის ქედის აზიდული ნაწილია.