უშანგი კოკაური
იერსახე
კოკაური 2016 წელს, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 10 იანვარი, 1992 |
დაბ. ადგილი | გორი |
სიმაღლე | 195 |
წონა | 100+ კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
სპორტი | ძიუდო |
უშანგი კოკაური (დ. 10 იანვარი, 1992, გორი) — ქართული წარმოშობის აზერბაიჯანელი ძიუდოისტი. ამჟამად ასპარეზობს +100კგ წონით კატეგორიაში. 2018 წელს იჭიდავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც გურამ თუშიშვილთან დამარცხდა. 2017 წელს აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად გაიმარჯვა ისლამური სოლიდარობის თამაშებზე. 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე, აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად დაიკავა მესამე ადგილი. 2016 მონაწილეობა მიიღო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ვერ მოახერხა მედლის მოპოვება.